კულტურული ანბანი
- ჩამოვწეროთ ანბანი.
- კლასი გავყოთ ორ ჯგუფად: თითოეულს მივცეთ რომელიმე ქვეყანა;
- ჯგუფმა უნდა მოიფიქროს ანბანის მიხედვით თითოეულ ასოზე ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი სიტყვა, ფრაზა, ანდაზა, ან კულტურული მოვლენა, ფენომენი და ა.შ.
- გაიმარჯვებს ის ჯგუფი, რომელსაც უფრო ბევრი ინფორმაცია ექნება მოძიებული
თამაში – ,,გამოიცანი"
- სტუდენტები მუშაობენ მცირე ზომის ჯგუფებში ან ინდივიდუალურად. ცალკე ფურცელზე წერენ რომელიმე ქვეყნისთვის დამახასიაებელ ნიშან-თვისებას (სასურველია არსებობდეს 10-ზე მეტი ჩანაწერი-ბარათი)
- აღნიშნულ ბარათებს სხვა ჯგუფის წევრები იღებენ ლატარიის პრინციპით. წაკითხული ინფორმაციის მიხედვით სხვა ჯგუფის წევრებმა უნდა შეძლონ ქვეყნის დასახელება
ჭამის კულტურა სხვადასხვა
ქვეყანაში (გონებრივი იერიში)
დაასრულე შემდეგი წინადადებები:
- მაგ: ამერიკელი ჭამს. . .
- ჭამის დროს იაპონელისთვის მნიშვნელოვანია . . .
- ფრანგებს უყვართ.. . .
- ისლამისტურ ქვეყნებში მიღებულია...
- ქართველებს გვიყვარს, როცა. . .
No comments:
Post a Comment