Saturday, October 31, 2015

მე-11 კლასი:თემა-ხელოვნება


მე-18 საუკუნის მხატვრობა

სტილთა ნაირსახეობები - ბაროკო, როკოკო, გოტიკა, რენესანსი

“ბაროკო”  ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.ბაროკოს სტილში შესრულებულ დიზაინს ახასიათებს კაშკაშა ფერები,სინათლის და ჩრდილის მდიდრული თამაში,ინტერიერის ელემენტების რთული,რკალისებრი კიდეები.
ბაროკო კედლის სრულიად ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.კედელი თითქოს კარგავს თავის ძირითად თვისებას–ის აღარ არის საიმედო და მონუმენტალური,სამაგიეროდ იძენს პლასტიკასა და დინამიკას.ინტერიერში ჩნდება დახვეწილი დეტალები:ლამაზი ბუხრები,ლამაზი ინკრუსტაცია,ფორმით დინამიური სკამები და სავრძლები,ლოგინი-კარვები ბალდახინებით და დიდი–იატაკამდე სიგრძის სარკეები.ეს ყველ;აფერი ინტერიერს მდიდრული არისტოკრატული სასახლეების პომპეზურობასა და ფუფუნებას ანიჭებს.ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ ოტახში ბევრია ისეთი დეკორატიული ელემენტები,როგორიცაა ბარელიეფები, სკულპტურული ჯგუფები,ლარნაკები და სხვა..

ბაროკობაროკო

“როკოკომ” პრაქტიკულად იმავე დროს დაიწყო განვითარება,როდესაც “კლასიკამ” და მან საკმაოდ ღირსეული კონკურენციაც გაუწია.ეს სტილი არის მსუბუქი,მრავალფეროვანი,თითქოს საზეიმოდ მორთული.ამგვარ დიზაინის ინტერიერში სჭარბობს ყვავილების დეკორატიული გირლანდები,ნიჟარები,ამურების გამოსახულებები.ფართის “როკოკოს” სტილში გაფორმების დროს ფართოდ გამოიყენება ბრინჯაოსგან დამზადებული ნივთები,სარკეები,ნახატები მდიდრულ ჩარჩოებში.მთელი ეს ფუფუნება მოოქროვილია და ღია ფერის კედლებთან შეფარდების შედეგად იძლევა ზუსტად იმ დახვეწილ-მდიდრულ სტილს,რომელიც დღესაც გამოიყენება დიდი სივრცის გაფორმებისას.როკოკო ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა (შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში, ავეჯზე, იარაღებზე და ა.შ.), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი „როკოკო“

როკოკოროკოკო

“გოტიკა” - გოტიკური არქიტექტურა (ანუ francigenum opus), არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებიშია წარმოდგენილი.გოტიკური არქიტექტურა დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.სიტყვა “გოტიკური” ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. “გოტიკური” ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.

გოთიკაგოთიკა

“რენესანსი”  - რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს “ხელმეორედ დაბადებას”; იტალ.: Rinascimento, re- “ხელახლა” და nascere “დაბადება”), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი “ხელახალი დაბადება”, რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.”რენესანსი” შესანიშნავად მიესადაგებბა დიდი მოცულობის ფარტებს,მას ახასიათება მომრგვალებული თაღები,გაფორმება ხის ჩუქურტმით,ცალკეული დეტალების დამოუკიდებლობა და ფასეულობა,რომლებიც ერტიან დიზაინს შეადგენენ.გამოიყენება კოლონები,კანდელაბრები,ჩირაღდნები,კუპიდონები,ლომის თავები,გირლანდები და ორნამენტები.ფერტა გამა: მკვეთრი და მყვირალა,მუქი და მოღუშული,რბილი და თეთრი ფერის ცივი ტონები,პასტელის ფერები.

რენესანსი

წყარო: https://www.facebook.com/notes/690092921008899/

საშინაო დავალება:
გამოიყენეთ სტატია
http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/20/sad-arian-geniosi-kalebi-xelovnebashi
( შეგახსენებთ, რომ ფენიმიზმი, ყველაზე უფრო ძირეული განმარტებით, არის კაცებთან თანასწორი სოციალური და პოლიტიკური უფლებების მიღწევა )

ქართველი მხატვარი ქალები

 და წარმოადგინეთ პრეზენტაციის  სახით:
"უცხოელი და ქართველი ქალები ხელოვნებაში"



Saturday, September 26, 2015

Friday, May 1, 2015

Monday, April 13, 2015


http://bighugelabs.com/photos/23da413e79b600f2f8020733e277088e/deck28a9cc5ef50797a46b6fa95a62120df062c34b7d

Saturday, March 14, 2015

პროექტი: მე-10 კლასი, მე-11 კლასი

ყურადღება!
თემები:
  1. პროფესია
  2. კულტურული უნივერსალია
  3. დიფუზია თუ ასიმილაცია?! (მე-11 კლასი)

შეარჩიეთ თემა და წარმოადგინეთ პროექტი (მოხსენება) აპრილის ბოლომდე
1. მოხსენება 

სტრუქტურა:
1.     თემა(სათაური)
2.     შესავალი
3.     მიზანი
4.     მეთოდი
5.     ძირითადი ნაწილი -პროცესის აღწერა
6.     შედეგები, დასკვნები, რეკომენდაციები
7.     ბიბლიოგრაფია (გამოყენებული ლიტერატურა)

ü  მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს: word-ის დოკუმენტი, არაუმეტეს ოთხი გვერდი, A4 ფორმატი , Sylfaen 12 შრიფტით, ხაზებს შორის დაშორება 1,5.) 

2. პრეზენტაცია

ü  ზეპირი მოხსენების  თეზისები  საპრეზენტაციო  ფორმატში (Power Point), მოხსენების რეგლამენტი - 5 წუთი (მაქსიმუმ 12 სლაიდი)


Wednesday, March 4, 2015

მე-11 კლასი, თემა:კულტურათა დიფუზია

რას ნიშნავს კულტურათა დიფუზია? მოიძიეთ ინტერნეტში და განმარტეთ
წავიკითხოთ სტატია მითითებულ ბმულზე და განვმარტოთ რა მიიჩნევა კულტურული დიფუზიის საშუალებებად

კულტურული დიფუზია
რა არის კულტურული დიფუზია?
კულტურული დიფუზია
ვიდეო


Monday, February 23, 2015

მე-11 კლასი, თემა:არავერბალური კომუნიკაცია


  1. როგორ ამყარებენ ურთიერთობას ცხოველები ერთმანეთთან და ადამიანებთან?
  2. შეუძლიათ თუ არა ცხოველებს ლაპარაკის სწავლა?
ვიდეო "იტალიური ჟესტები"

ჟესტური ენა -ვიდეო გაცნობა

სიმღერა ჟესტურ ენაზე

არავერბალური კომუნიკაცია

ეფექტური კომუნიკაცია

კომუნიკაცია

Saturday, February 21, 2015

მე-10 კლასი, თემა:ჯინსები


  1. რა განაპირობებს ჯინსების პოპულარობას?
  2. რატომ იყო თავდაპირველად ჯინსი ლურჯი ფერის?
  3. ჯინსი ყოველთვის პოპულარული იყო?
  4. რომელი ფირმის ჯინსს ანიჭებთ უპირატესობას?
  5. რომელია ჰიპების უსაყვარლესი ჯინსის მოდელი?
  6. ვინ და სად გამოიგონა ჯინსი?
  7. საიდან წარმოსდგება ჯინსის სახელწოდება?
  8. რამ შეუწყო ხელი ჯინსის პოპულარობას?


ჯინსებზე დამატებითი მასალა

Wednesday, February 11, 2015

მე-11 კლასი , თემა :კომუნიკაცია, ენა , ნიშანთა სისტემები, "ენის ტყვეობაში"


  1. რა არის "კოდირება?"
  2. როგორ გესმით გამოთქმა :"ჩვენ ვიმყოფებით ენის ტყვეობაში"?
საკლასო სამუშაო: გაიხსენეთ ქართული სიტყვები, რომელთა მნიშვნელობა დროთა განმავლობაში შეიცვალა
რომელ საერთაშორისო ნიშანთა სისტემებს იცნობთ?
ენა და მისი ფუნქციები
  • კომუნიკაციის საშუალება
  • ინფორმაციის დაგროვების
  • სწავლებისა და სწავლის
  • თანამშრომლობის
  • გამოცდილების გადაცემის
  • აზროვნების გამოხატვის
 მსოფლიოში უამრავი ენა შეიძლება არსებობდეს, დამწერლობა კი – მხოლოდ 14! ერთი და იგივე დამწერლობა (ანბანი) შეიძლება რამდენიმე ენაში გამოიყენებოდეს, რისი საუკეთესო მაგალითიც არაბული და ლათინურია. ორივე ყველაზე გავრცელებული დამწერლობაა მსოფლიოში.
მათთვის, ვინც ზუსტად არ იცის, სიძველის მიხედვით ჩამოვწერ დედამიწაზე დღეს არსებული დამწერლობების სიას:
  1. ჩინური
  2. ბერძნული
  3. ლათინური
  4. ებრაული
  5. ქართული
  6. სირიული
  7. არაბული
  8. სომხური
  9. ეთიოპიური
  10. იაპონური
  11. სლავურ-კირილური
  12. ინდური
  13. მონღოლური
  14. კორეული
აქვე გეტყვით, რომ ჩინური დამწერლობა თავიდან პიქტოგრამული იყო, შემდეგ კი პიქტოგრამები იეროგლიფებად გადაიქცა.
ბერძნული ანბანი კი პირველია, სადაც ხმოვნები შემოიღეს.
სლავური დამწერლობა ბერძენმა კირილემ შექმნა, ამიტომ უწოდებენ მას სლავურ-კირილურს, ან უბრალოდ კირილიცას.

ენა რითი  განსხვავდება სხვა საკომუნიკაციო სისტემებისგან?

როდის წარმოიშვა ენა, ისტორიის რომელ ეტაპზე?
ენა-სიმბოლოთა სისტემა
გერმანელი ფილოსოფოსი ერნესტ კასირესის აზრი ენის შესახებ

ქართული ენის ისტორია

საშინაო დავალება: გააკეთეთ პრეზენტაცია ქართველი და უცხოელი ენათმეცნიერების შესახებ

ვიდეო

დიდი ქართველი ენათმეცნიერი
ქართველი ენათმეცნიერები
ლევან ღვინჯილიას მიმართვა
კვლევა უძველესი ენის შესახებ

Sunday, February 8, 2015

მე-10 კლასი: თემა-მარგინალები

1. ვინ არიან მარგინალები? 
2.რომელი ქართველი მწერლების პერსონაჟები შეიძლება ჩაითვალონ მარგინალებად?
3.დაასახელეთ მარგინალების მაგალითები, რომელიც თქვენ შეგხვედრიათ
4. მოიძიეთ ინფორმაცია ინტერნეტში მარგინალობის შესახებ და პრეზენტაციის სახით წარმოადგინეთ.
მარგინალიზაცია ესტონეთში

მარგინალობის სოციოლოგია
ვიდეო


საშინაო დავალება: გააკეთეთ პრეზენტაცია "ბოშები"

Thursday, January 29, 2015

მე-10 კლასი ,თემა:ცივილიზაცია

1.      რასთან იგივდება ხშირად ცივილიზაცია?
2.      ჩამოთვალეთ  XX  საუკუნეში მეცნიერთა მიერ დაზუსტებული ცივილიზებული საზოგადოების ნიშნები
3.      არსებობს თუ არა ერთიანი საკაცობრიო ცივილიზაცია?
4.      რითი განსხვავდება ცივილიზაციები ერთმანეთისგან?
5.      ცივილიზაცია უფრო დიდი ერთობაა თუ კულტურა? რატომ?
6.      უძველესი ცივილიზაციები
7.     რას ნიშნავს სიტყვა „ცივილიზაცია“? (ეტიმოლოგია)
8.  რომელი მეცნიერების განმარტებებია ცნობილი ცივილიზაციასთან დაკავშირებით და რა იცით მათზე?




საკლასო(პრაქტიკული) მოიძიეთ ინფორმაცია უძველეს  ცივილიზაციებზე10 წთ

საშინაო დავალება
"აღმოაჩინე ათასწლეულების საქართველო"
ნახეთ ვიდეო და იმსჯელეთ რა პრობლემებზე  და მათი გადაჭრის გზებზეა  საუბარი, წარმოადგინეთ პრეზენტაციის სახით

ცივილიზებული საზოგადოების 8 მომაკვდინებელი ცოდვა (ნაშრომი-ლორენცო)~

Saturday, January 17, 2015

მე- 11 კლასი, თემა-დრო






"სპილო" საათი



საკლასო სამუშაო: გაიაზრეთ რა დამოკიდებულება აქვთ სხვადასხვა  კულტურებს დროისადმი
დაალაგეთ კულტურები პუნქტუალურობის მიხედვით (მაღალი-დაბალი)

საშინაო დავალება: გავაკეთოთ პრეზენტაცია თემაზე:პუნქტუალურობა და მისი გამომუშავება

Wednesday, January 14, 2015

მე-11 კლასი თემა:თამაში

საკლასო სამუშაო:მოიძიეთ ინფორმაცია კომპიუტერული თამაშების სახეებზე და მათ რეიტინგზე
საშინაო დავალება:გააკეთეთ პრეზენტაცია თამაშების ისტორიაზე-თამაში-კულტურული უნივერსალია

2015 წლის ახალი ვიდეოთამაშები