მე-10 კლასი, 2017-2018



თემა 21: ქართული მუსიკა
ქართული საოპერო მუსიკა

თემა20: ჯინსები
 საკლასო სამუშაო

1.       ვინ და სად გამოიგონა პირველად ჯინსი?
2.       რა ფერის იყო პირველად ჯინსის ნაჭერი?
3.       რა დამსახურება მიუძღვის იაკობ დევისს ჯინსის ისტორიაში?
4.       რა იცით ჯინსის ტრადიციული ლურჯი შეფერილობის შესახებ?
5.       როდის დაფუძნდა კომპანია  Levi Strauss & Co და დაიწყო ჯინსების მასიური წარმოება ?
6.       რა არის გამოსახული ლევი სტრაუსის შარვლის იარლიყზე და რატომ?
7.       რა გავლენა იქონია მე-2 მსოფლიო ომის დაწყებამ ჯინსის ისტორიაზე?
8.       როდის დაიწყო ნამდვილი “ჯინსების რევოლუცია”, და რამ შეუწყო ხელი?
9.       დაასახელეთ დღეისთვის ყველაზე პოპულარული ფირმები, რომლებიც ჯინსებს უშვებენ.
10.   70-იან წლებში ასაკოვანი ხალხში მოპოვა პოპულარობა ჯინსებმა. ჯინსის ტარებამ სხვა სიმბოლური დატვირთვა შეიძინა. რა იცით ამის შესახებ?

თემა 19:კულტურის უნივერსალიები:
ქორწილი
დღესასწაულები:
წიგნის დღე
დედამიწის დღე


თემა18: სუბკულტურა
შეავსეთ კითხვარი: კითხვარი

საკლასო სამუშაო: ყურადღებით წაიკითხეთ ქვემოთ მოტანილი სტატია დაუპასუხეთ კითხვებს:
  1. ვისზეა საუბარი სტატიაში?
  2. რომელი საერთო სახელით მოიხსენიებს ავტორი ამ ჯგუფებს?როგორია მათი სტილი?
  3. სად დაიწყო პანკური მოძრაობა და სად მიაღწია პოპულარობას?
  4. რა არის პანკების მთავარი ლოზუნგი სტატიის მიხედვით?
  5. რა არის მათი მხატვრობის მთავარი ნიშნები?
  6. როგორ მოახერხა ასეთმა ხელოვნებამ განვითარება?
  7. რას უწოდებენ პანკების მუსიკას?
  8. რომელი ბრენდებია დასახელებული სტატიაში?
  9. დაახასიათეთ მოკლედ სტატიაში ნახსენები ბრენდები
  10. სტატიის მიხედვით: სუბკულტურა-საფრთხეა თუ პროგრესი? თქვენი აზრით?

სუბკულტურასაფრთხე თუ პროგრესი?  http://mastsavlebeli.ge/?p=2807
განსხვავებულობის განცდას სუბკულტურის მიმდევრები მანამდე არ იწვევენ, სანამ თავიანთ იდეებსგარეთ არ გამოიტანენ”, ანუ საკუთარი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში არ დაიწყებენ მოქმედებას. სწორედ ამ მომენტში გადაწყდება, მიიღებს მათ მასა თუ არა.
სუბკულტურა შეიძლება ერთი კონკრეტული ფაქტორის გარშემო იყოს გაერთიანებული. ხშირად ეს ფაქტორი მუსიკაა. რა ტიპის, როგორი გარეგნობისა და ჩაცმის სტილის ადამიანები გახსენდებათ, როდესაც მუსიკასთან ასოცირებული სუბკულტურის შესახებ გეკითხებიან.
ნება მომეცით, თქვენ მაგივრად ვუპასუხო: დახეული, ზოგჯერ ჯაჭვებასხმული ვიწრო ჯინსის შარვალი, ნახატიანი ან წარწერიანი მაისური, პირსინგი (ზოგჯერ ხელოვნური), გრძელი, ზოგჯერ შავად, წითლად ან ვარდისფრად შეღებილი თმა, რკინისდეტალებიანი სამაჯური, ოდნავ ჩაშავებული თვალები
რას ეძახით ასეთ ადამიანებს? დიახ, სწორად გამოვიცანი – როკერებს.
ეს საუკეთესო შემთხვევაში  თორემ ხშირად მათ მაიმუნებად, სატანისტებად, მწვალებლებად, ქართველობის გამრყვნელებად და ათას უბედურებად მოიხსენიებენ. პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ისინი ცოტას თუ აინტერესებს და კიდევ უფრო მცირეა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც რაიმე მაინც წაუკითხავს როკ სუბკულტურების შესახებ.
თუ საკითხში ოდნავ უფრო ღრმად ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ როკერობა არ არის უბრალო ახირება და მას საკმაოდ საინტერესო ქვეტექსტებიც აქვს. ადამიანთა ის ერთობა, რომელსაც მეინსტრიმსაზოგადოება როკერს ეძახის, სინამდვილეში შეიძლება მრავალ სუბკულტურად დაიყოს. ბევრს იქნებ გაუკვირდეს, მაგრამ მათი ცხოვრების წესი მეტ-ნაკლებად სერიოზულ ფილოსოფიურ და იდეოლოგიურ ბაზისს ეფუძნება, ხელოვნების კუთხითაც საკმაოდ მრავალფეროვანნი არიან, აქვთ საკუთარი მოდა, ფერწერა, ლიტერატურა, მუსიკა და კინემატოგრაფიაც კი.
სამი ყველაზე დიდი და გავლენიანი სუბკულტურა, რომელიც როკის გარშემოა გაერთიანებულიმ არის პანკ (Punk), გოთ (Goth) და ემო (Emo) სუბკულტურები. ამჯერად მინდა პანკების შესახებ მოგითხროთ.
Punk – ეს სუბკულტურა 1970-იან წლებში მუსიკალური მიმდინარეობა Punk Rock-ის პარალელურად აღმოცენდა. სად დაიწყო პირველად პანკ მოძრაობა, ძნელი სათქმელია, თუმცა ყველაზე ძლიერი ის ბრიტანეთში, ავსტრალიასა და შეერთებულ შტატებში გახლდათ. პანკ კულტურამ ერთგვარად გააერთიანა მანამდე არსებული ყველა ახალგაზრდული მოძრაობა.
პანკების იდეოლოგია ძალიან ფართოა. დამკვიდრებული სტერეოტიპის თანახმად, ისინი მემარცხენეები არიან, თუმცა ჩვენს დროში მათი იდეები მთელ პოლიტიკურ სპექტრს მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრულ საზოგადოებებში პანკებისადმი უარყოფითად არიან განწყობილნი, მათი მთავარი ლოზუნგი მშვიდობაა. ისინი აქტიურად ეწევიან ანტიავტორიტარულ, ანტიმილიტარისტულ, ანტისექსისტურ თუ ანტიჰომოფობიურ პროპაგანდას.
სახვითი ხელოვნება. პანკ მხატვრობას ხელოვნების ცალკე მიმდინარეობად ვერ განვიხილავთ, თუმცა არის თავისებურებები, რომლებიც მას ახასიათებთ. პროტესტი, ბევრი გაურკვეველი ფერი და ერთმანეთში არეული კომპოზიციები პანკ სუბკულტურის მხატვრობის მთავარი ნიშნებია. განვითარება ასეთმა ხელოვნებამ სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის ალბომის გარეკანების, აფიშებისა და პლაკატების საშუალებით მოახერხა. საინტერესოა ამ მხრივ 70-იანი და 80-იანი წლების ბრიტანული სტრიტ არტიც ქუჩის ხელოვნება, რომელიც კედლებზე თუ ქუჩაში ინსტალაციებისა და ნახატების განთავსებას გულისხმობს.
პანკების მუსიკა მრავალგვარია: როკ-ენ-როლი, ფოლკ პანკი, სკა, პროტოპანკი ხანდახან მათ მუსიკას აგრესიულს უწოდებენ, რაც ხშირად მართებული არ არის. მრავალი სხვა ჟანრისგან განსხვავებით, პანკ როკში ჩვეულებრივზე მეტი მნიშვნელობა ენიჭება არა მელოდიას, არამედ ლირიკას. თუ პანკ მხატვრები გაურკვეველი კომპოზიციებით ცდილობენ პროტესტის გამოხატვას, მუსიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა: ტექსტები გასაგები და პირდაპირია, ზოგჯერ ზედმეტად პირდაპირიც. იგრძნობა მეამბოხე იდეოლოგია, რომელიც მზადაა დაიცვას საკუთარი ინტერესები უსამართლო ჩარევისგან.
       პოსტსაბჭოთა სივრცეში პანკ მუსიკა საკმაო პოპულარობით სარგებლობდა და ახლაც სარგებლობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული ჯგუფი, “Кино”, რომელსაც ვიქტორ ცოი ედგა სათავეში, ახალი ტალღის როკსა (New Wave) და პოსტპანკს უკრავდა. ცოი 1990 წელს საკმაოდ ახალგაზრდა, 28 წლისა, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, თუმცა მის მიერ დატოვებული მუსიკა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დღესაც აქტუალური და მისაღებია.
    რაც შეეხება მოქმედ ბენდებს, ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ბელორუსიული ჯგუფი “Ляпис Трубецкой”, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე დაუკრა. მუსიკოსების სტილი .. AgitPop-ია აგიტაციური პოპი, რომელშიც უხვადაა სკა პანკის ელემენტები. “Ляпис Трубецкой” თამამად შეგვიძლია ჩავთვალოთ პოსტსაბჭოთა პანკ მუსიკის ერთ-ერთ სერიოზულ და ხარისხიან წარმომადგენლად.
      ჯგუფი ცოცხალი მაგალითია იმისა, როგორ უნდა შეინარჩუნო საპროტესტო განწყობა და თანაც მიაწოდო მასას ის იდეები, რომელთა გამოხატვაც გინდა. მათი რამდენიმე სიმღერა ბელორუსიის მთავრობამ დაბლოკა, ჯგუფის ლიდერი სერგეი მიხალოკი კი არაერთხელ ქცეულა შავი პროპაგანდისა და ბელორუსი სამართალდამცავების მსხვერპლად.მიუხედავად ყველაფრისა, ბენდი აქტიურ მოღვაწეობას განაგრძობს. თბილისში მათი მოსმენა ჩემთვის, როკმუსიკის მოყვარულისთვის, ნამდვილად მოულოდნელი და სასიამოვნო იყო. დადებითი ემოციები ძალიან დიდხანს გამყვება.
როგორც ხედავთ, პანკ მუსიკას შეუძლია საკმაოდ დიდი როლი ითამაშოს საზოგადოების ცხოვრებაში. ამ სუბკულტურის იდეები ერთმნიშვნელოვნად ეწევა სამოქალაქო აქტივობისა და ლიბერალური ღირებულებების (ტოლერანტობა, თანასწორობა და ..) პროპაგანდას, რაც ნამდვილად დადებითი ფაქტორია.
      სუბკულტურათა სიმრავლე განვითარებული საზოგადოების ძალაა და არა სისუსტე. კარგი იქნება, თუ ქართული საზოგადოებაც გააცნობიერებს, რომ ეს სავსებით ჩვეულებრივი ადამიანები მათ საფრთხეს არ უქმნიან, რომ ისინი არ არიან სატანისტები, არ წვავენ კატებს  და არც ქართველობას გვართმევენ; რომ მოსწავლე, რომელიც სკოლაში უცნაური ვარცხნილობით მოდის, გარშემო მყოფთა პროვოცირებას კი არ ცდილობს, უბრალოდ სურს, განსხვავებული იყოს. 


სუბკულტურული ჯგუფები 
სუბკულტურა-ბლოგი
თურქეთელი ქათველები
ილია ხიმშიაშვილი
მიხეილ თამარაშვილი-ვიდეო


 
თემა 17:სამოსი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

პასუხები საკლასო სამუშაოსთვის
1.    ჯინსი 24 წლის გერმანელმა ემიგრანტმა ლევი სტრაუსმა (Levi Strauss) გამოიგონა. კალიფორნიაში, სადაც იმ დროსოქროს ციებ-ცხელებამძვინვარებდა,
2.       ჯინსის თავდაპირველი წინამორბედი უფრო კომბინეზონს ჩამოგავდა და ყავისფერი ნაჭრისგან იკერებოდა, რომელიც სინამდვილეში კარვებისა და ტენტებისთვის იყო გათვალისწინებული
3.       დევისის იდეა იყო, მეტი სიმტკიცისთვის ჯიბეები შარვალზე სპეციალური მოქლონებით მიემაგრებინათ. ამგვარ მოქლონებს მანამდე ცხენის აღკაზმულობის გასამყარებლად იყენებდნენ
4.    რაც შეეხება ჯინსის ტრადიციულ ლურჯ შეფერილობას, ის რაიმე დიზაინერულ გათვლას ან ჩანაფიქრს არ წარმოადგენდა, არამედ ბევრად უფრო პროზაული მიზეზით იყო განპირობებული. მე-19 საუკუნეში ყველაზე იაფ და მდგრად საღებავად ინდიგო ითვლებოდა, რომელიც ქსოვილს ცისფერ შეფერილობას აძლევდა.
5.    1873 წელს ბავარიელმა მოვაჭრემ და ნევადელმა თერძმა მიიღეს პატენტი თავიანთ გამოგონებაზე, დააფუძნეს ერთობლივი კომპანია – Levi Strauss & Co და ჯინსების მასიური წარმოება წამოიწყეს. ლევისის მოდელი Levi”s 501, რომლის შეძენასაც დღესაც იოლად მოახერხებთ მაღაზიაში, პრაქტიკულად, ზუსტი ასლია პირველი ჯინსისა.

6.       ტყავის ლეიბლი, მასზე გამოსახული ორი ცხენით, რომლებიც ჯინსის გაგლეჯვას ლამობენ, მაგრამ ვერ ახერხებენ, ლევი სტრაუსის შარვალს პირველად 1986 წელს დააკრე
7.    მე-2 მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ,ჯინსები,რომლის არსებობის შესახებაც ამერიკელების გარდა არავინ არაფერი არ იცოდა,მსოფლიო არენაზე გავიდა.ჯინსის ჩაცმა ამერიკელმა სამხედროებმაც დაიწყეს, ასევე მათი ოჯახის წევრებმა.უპირველეს ყოვლისა,სწორედ მათ გააცნეს სტრაუს-დევისის ნაწარმი უცხოეთს.აშშ- სამხედრო ბაზებზე ევროპაში რამდენჯერმე სპეციალური ბრძაბებაც კი გამოიცა,რომელიც სამხედრო მსამსახურეთა ცოლებს ჯინსის ჩაცმას უკრძალავდა,რათა ევროპელთა თვალში ამერიკის იმიჯი არ დაცემულიყო.მიუხედავად ყველაფრისა,ჯინსებმა დაიპყრო ევროპა,ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.მისშემოტევასკონსერვატიულმა ბრიტანეთმაც კი ვერ გაუძლო.1946 წელს ბრიტანულმა ფირმამ M Cooper,რომელიც მანამდე სამხედრო ფორმის შეკერვაზე იყო სპეციალიზებული,ევროპაში პირველმა დაიწყო ჯინსის დამზადება.ჯინსების პოპულარიზაციას ომისშემდგომმადეფიციტმაცარანაკლებ შეუწყო ხელი.1940 წლის ბოლოს ბრიტანეთის ხელისუფლება ტანსაცმლის შესაძენათ თითოეულ მოქალაქეს ყოველწლიურად 30 კუპონს ურიგებდა.ჩვეულებრივი კოსტუმი 26 კუპონი ღირდა,ცეცხლფარეშის სამუშაო კომბინეზონი – 4 კუპონი,ჯინსი კი,როგორც ნაყარ-ნუყარი,-მხოლოდ 1 კუპონად ფასობდა.
8.    ნამდვილიჯინსების რევოლუცია”,რის შემდეგაც ჯინსის შარვალმა მთელი პლანეტა დაიპყრო,1950 წელს დაიწყო.ამგვარი პოპულარობა მას,პირველ რიგში,როკ-ენ-როლის ვარსკვლავმა ელვის პრესლიმ,მომღერალმაჯეიმს დინმა და ცნობილმა კინომსახიობმამარლონ ბრანდომ მოუტანეს.ერთხელაც ელვის პრესლიმ სიმღერა Jailhouse Rock (“სატუსაღოს როკი”) შეასრულა.კლიპის ავტორებს თავში გენიალური იდეა მოუვიდათ.მათ პატიმრები,ახალგაზრდა თაობის კერპები,რომლებიც ციხეებში გავრცელებულიწესრიგისწინააღმდეგ ილაშქრებდნენ,ჯინსის ტანსაცმელში გამოაწყვეს.ამიერიდან ჯინსი აზრის თავისუფლებისა და საზოგადოდ,თავისუფლების სიმბოლოდ აღიქმებოდა.უფრო მეტიც, ელვის პრესლის წყალობით ჯინსი ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ ტანსაცმლად იქცა.ამას ისიც დაემატა,რომ 1952 წელს ქალის ჯინსის შარვალზეელვასაკრავიც გაჩნდა.ეს ინოვაცია ვრანგლერის (Wrangler) ფირმამ შემოიტანა.ეს ერთგვარი სილის გაწვნა იყო კონსერვატიული მორალისთვის.მანამდე ლევისის შარვლები ფოლადის ღილებით (button-fly) იკვრებოდა.
9.    ლევისი, ვრანგლერი, ლიი


10.  1970 წლიდან ჯინსებმა სოციალური კიბის უფრო მაღალ საფეხურზე გადაინაცვლა. ყოფილიმეამბოხენი” “გონს მოეგენდა სოლიდურ ბურჟუებად გარდაიქმნენ.უკვე 1972 წელს ფრანგულ კურორტ სან-ტროპეზში ჯინსებში გამოწყობილი ბურჟუაზიის წარმომადგენლებიც გამოჩნდენ.ჯინსის ტარებამ სხვა სიმბოლური დატვირთვა შეიძინაასაკოვანი ხალხი ლურჯი ჯინსის შარვალს იცვამდა,რათა თავისი ახალგაზრდობის, ენერგიულობისა და სექსუალობის დემონსტრირება მოეხდინა.1970-იან წლებში ჯინსებმა ზოგიერთი კუტურიეს ყურადღებაც მიიპყრო.ამერიკელმა მოდელიერმა კელვინ კლაინმა (Calvin Clein) ჯინსის ტანისამოსში ნახევრად შიშველი სუპერმოდელი ბრუქს შილდსი (Brooke Shields) გამოაწყო და პოდიუმზე ისე გაატარა.საკუთარი მოდელების შექმნა დაიწყეს Dolce&Gabbana-,Gavalli-,Helmut Lang-მა და დიდი მოდის სხვა მნიშვნელოვანმა კანონმდებლებმა.

თემა 16:კონტრკულტურა
კონტრკულტურის ნებისმიერი ინტერპრეტაცია გულისხმობს, რომ ეს არის გაბატონებულ კულტურასთან კონფლიქტში მყოფი კულტურა. მისი ფასეულობები და ნორმები ეწინააღმდეგება უმრავლესობის კულტურის ძირეულ ფასეულობებსა და ნორმებს. ეს წინააღმდეგობა სუბკულტურასა და გაბატონებულ კულტურას შორისაც შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, რომელიმე კულტურაში შეიძლება არსებობდეს ეთნიკური სუბკულტურა, რომელიც თავისი ფასეულობებითა და ნორმებით წინააღმდეგობაში იქნება გაბატონებულ კულტურასთან, მაგრამ იგი ვერ ჩაითვლება კონტრკულტურად, რადგან:
  1. კონტრკულტურის ანტიფასეულობები იქმნება როგორც უმრავლესობის კულტურის ოპოზიცია, და არა ტრადიციებიდან გამომდინარე (როგორც, მაგალითად, ეთნიკურ სუბკულტურაში),
  2. კონტრკულტურა შეიძლება შექმნას მხოლოდ გაბატონებული კულტურის წარმომადგენლებმა, რადგან ეს არის სწორედ დომინირებული კულტურის წარმომადგენელთა პროტესტი საკუთარი კულტურის წინააღმდეგ და
  3. სუბკულტურისაგან განსხვავებით, იგი იბრძვის იმისათვის, რომ დაიკავოს გაბატონებული კულტურის ადგილი.
კონტრკულტურა გაცილებით იშვიათი და სპეციფიკური მოვლენაა, ვიდრე სუბკულტურა. მისი წარმოშობის მიზეზები მთლიანად სულიერ (და არა, ვთქვათ, სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ) სფეროშია საძიებელი. კონტრკულტურა არის სულიერი კრიზისი, რომელსაც განიცდის არა მთელი საზოგადოება, არამედ მხოლოდ მისი ნაწილი, რომლის ცნობიერება, მსოფლმხედველობა შეუთავსებელია გაბატონებულ კულტურასთან. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთ სულიერ შეუთავსებლობას ყოველ ეპოქაში ვხვდებით, ოღონდ ეს საზოგადოების მხოლოდ უმცირესი ნაწილის - შემოქმედთა და ინტელექტუალთა - ხვედრი თუ პრივილეგიაა.

კონტრკულტურა ვერ იქნება ისეთი მდგრადი, როგორც სუბკულტურა: დაძაბულობა, რომელიც არსებობს მასსა და გაბატონებულ კულტურას შორის, დიდხანს ვერ გაგრძელდება და უნდა მოიხსნას. ეს არ ნიშნავს, რომ კონტრკულტურის ფასეულობები ქრება, მათ შეიძლება კონტრკულტურული ხასიათი დაკარგონ. ამ გარემოებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან: ყველაზე მნიშვნელოვანი მათ შორის უნდა იყოს კონტრკულტურაზე საზოგადოების რეაქციის შეცვლა, თავად გაბატონებული მსოფლმხედველობის შეცვლა კონტრკულტურის გავლენით, აგრეთვე საკუთრივ კონტრკულტურაში მომხდარი ცვლილებებ:ი.

კონტრკულტურა
ქუჩის მუსიკა
სუბკულტურები საქართველოში
ბითლზის ისტორია

საკლასო სამუშაო:
შეავსეთ ცხრილი სტატიის მიხედვით:


ბითლზების  ყველაზე დიდი პოპულარობის წლები

ჯგუფის დაშლა

ლენონის სიკვდილი

ჰარისონის სიკვდილი

ცოცხალი წევრები





სტატიის შეჯამება-აინტერესებდათ მათ ფეხბურთი? რა როლს თამაშობდა მათ ცხოვრებაზე ფეხბურთი?

ამბოხი კედელზე
პროტესტი ხელოვნებაში
თემა 14:ცივილიზაცია
პირველი ქართული ცივილიზაცია
წყალქვეშდაკარგული იდუმალი ქალაქები
კომპიუტერული თამაში  ცივილიზაცია
მსოფლიოს უძველესი ცივილიზაცია (ინდის ცივილიზაცია)
 ქართული ცივილიზაცია
მაიას ტომის ცივილიზაცია  (ვიდეო)


ლ.ჰ.მორგანმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში “ძველი საზოგადოება” (1877) ერთმანეთისაგან განასხვავა პრიმიტიული და ცივილიზებული საზოგადოებები. მათგან პირველი ემყარება საერთო წარმომავლობისა და ნათესაობის პრინციპებს, მეორისათვის კი დამახასიათებელია საწარმოო ძალების განვითარება, შრომის ფუნქციური დანაწილება, მიწაზე კერძო საკუთრების გაჩენა, სიმდიდრის კონცენტრაცია, საზოგადოების კლასებად დაყოფა და სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

საიდუმლო ქალაქები
გამქრალი ცივილიზაციები

კულტურა და ცივილიზაცია (წიგნიდან)
თემა 13:იდენტობა
საკლასო  სამუშაო
წაიკითხეთ კორპორატიული იდენტობის შესახებ და შეაჯამეთ

უცხოელები ქართველებზე


ჰაინრიჰ ბიოლი ორჯერ იყო საქართველოში 1966 და 1972 წლებში. 1966 წელს მან მცხეთის მარანში არაკიბერნეტიკული საქართველოს სადღეგრძელო დალია. 1972 წელს მას შევახსენეთ ეს და ვთხოვეთ კომენტარი დაერთო თავისი სადღეგრძელოსათვის: „მე თვალში მომხვდა, -განგვიმარტა მწერალმა - ქართველების ბუნებასთან სიახლოვე, ბუნებრიობა, ადამიანური შემოქმედებითი საწყისის შენარჩუნება. ქართველების ცხოვრებას აქვს მკვეთრი ინდივიდუალობა, განუმეორებლობა, მას ნაკლებად, ვიდრე ევროპული ერების ცხოვრებას, ემუქრება უნიფიკაციისა და სტანდარტიზაციის მსახვრალი ხელი, ქართველების ცხოვრება ნაკლებადაა ,,პროგრამირებული’’, ეს ბედნიერებაა!“

სვეტიცხოველი ვნახე... იცით, როგორი მადლიანი ქვეყანა გაქვთ? სიძველის, მადლის და დიდი წარსულის სუნს მაშინვე შეიგრძნობ. უცხოელისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ეს ძალზე თვალშისაცემია. მიკვირს, რატომ გინდათ ამერიკელებს ან სხვებს დაემსგავსოთ.                                                                                                                                                                                                                                                                            უილიამ ბუში

ქართული ფილმები ჩვენს მეხსიერებაში არასოდეს წაიშლება, შეგვძრა მისმა მაღალმა დონემ. ასე რომ, მიყვარს თქვენი ხელოვნება. იმიტომ ჩამოვედი საქართველოში’’. 
                                                                                                                                                                                                                                                                              პიტერ სკარლეტი - ამერიკელი კინომოღვაწე

 ქნებ ახალს არაფერს გეუბნებით, იქნებ ამგვარი აღტაცება სხვა უცხოელებისგანაც მოგისმენიათ, მაინც უნდა გითხრათ ის, რაც მომწონს. იმასაც დავძენ, თქვენი კუთვნილი განძის ფასი არ იცით, არ უფრთხილდებით იმას, რაც მარტო თქვენ გაქვთ. აქ, თქვენთან, ყველა კუთხეში თავისებურია ქართული სუფრა, სვანეთში განსაკუთრებულად მოვიხიბლე. თითქმის ხელუხლებად აქვთ ტრადიციები შემონახული, თუმცა, ცივილიზაციის გავლენა იქაც იგრძნობა და ზოგჯერ ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს გენიალურ ფერწერულ ტილოს რაღაც მიაჯღაბნა უხეირო მხატვარმა. სვანურ სუფრასთან ერთი ბიჭი ამბობდა სადღეგრძელოს. მე მლოცავდა, არც ერთი სიტყვა არ მესმოდა, მაგრამ ვგრძნობდი ბგერების ძალას. ისინი იმ ბიჭის გულიდან მოდიოდნენ. მის თვალებში კი ვნახე ჩემი სახე, როგორიც არასდროს მინახავს სარკეში... ჩემს სამშობლოში, პერუში თითქოს სიყვარული და მეგობრობა არა მხოლოდ გრძნობის, არამედ სიტყვის მნიშვნელობითაც გაცვდა. აქ კი სიყვარული და მეგობრობა მთელი ძალით ვიგრძენი. აქ ოჯახის ძალას, მნიშვნელობას, დედის და მამის ფასს მივხვდი. დამიჯერეთ, რაც აქ ვარ, ჩემში რაღაც ხდება, თითქოს გული მთლიანად გადამისხვაფერდა. ასე მგონია, ვალდებული ვარ, რასაც მე ვგრძნობ და განვიცდი, სხვებსაც აუცილებლად უნდა გადავცე საქართველოს გარეთ.
აქ ვივიწყებ ყველაფერს, რაც ოდესმე არ მომწონდა, მტკიოდა. ასე მგონია, სამყაროც კი არ არსებობდა საქართველოში ჩამოსვლამდე. დავდივარ ზოგჯერ მარტო, წვერმოშვებული, მოხეტიალე მოგზაურივით ჩაცმული, არ მაწუხებს ჩემი გარეგნული იერი, რადგან ამერიკისგან განსხვავებით, აქ უმეტესად ისეთ ხალხს ვხვდები, ვისაც ჩემი ჩაცმულობა და იერი კი არა, ღვინოსავით და თაფლივით ტკბილი და ნატურალური სიყვარული აინტერესებს... ერთს ხელს აუწევ, უცხო აქცენტით ეტყვი გამარჯობას, ჯერ ფარული ეჭვით შეგათვალიერებენ და თუ სამტროს ვერაფერს შეგამჩნევენ, თან გადაგყვებიან. თუმცა, აქაურ ახალგაზრდებსაც უცხოური ცხოვრება უფრო ხიბლავთ, მაგრამ მერწმუნეთ, იქ, თქვენგან შორს, შინაარსი აღარაფერში დევს, ყველაფერი ზედაპირულად ეფექტურია. მიუხედავად იმისა, რომ აქაც არის შემოსული დასავლური კულტურა, ცხოვრების ამერიკული სტილი, საბედნიეროდ, ბევრს ჯერ კიდევ არ ავიწყდება, ვინ არიან, საიდან მოდიან, რისი პატრონები არიან... იმათ კი, ვინც ახლაღა გაიტაცა უცხოურმა ყოფამ, ვურჩევ შეინარჩუნიოს ის უდიდესი განძი, რაც ჯერ კიდევ გაგაჩნიათ. აქაური მიწა თქვენი უძველესი მიწაა, აქაური ბებერი ხეების ჩრდილში თქვენი წინაპრები ისვენებდნენ; ეს ენა, ეს სიმღერა, ცეკვა, ფრესკები თქვენია, ამერიკაში კი ამ ყველაფერს იგონებენ. ერს ხელოვნურად ქმნიან, ანუ იქით მიდიან, რაც, თქვენ ათასწლეულების მანძილზე შექმენით.
                                                                                 რაფაელ ანტონიო გალუეს გარსია, პერუელი კინოდოკუმენტალისტი

როგორ ფიქრობთ, თანამედროვე, ოცდამეერთე საუკუნის ქართველის კულტურული იდენტობაზე რა ფაქტორები ახდენს ყველაზე მეტ გავლენას?
ზოგიერთი სოციალური თეორიის მიხედვით ინდივიდის კულტურულ იდენტობაზე გავლენას ახდენს ეს ფაქტორები:
  • მდებარეობა
  • სქესი და სქესობრივი ორიენტაცია
  • რასა
  • ისტორია
  • ეროვნება
  • ენა
  • რელიგია
და ასე შემდეგ...
თქვენ როგორ აღიქვათ საკუთარ თავს? რა განგასხვავებთ სხვა ქართველისგან და რა გაერთიანებთ?

რას უამბობთ ხოლმე სხვებს, რა არის მთავარი, რითაც ახლობლებს თუ უცხოებს „იზიდავთ“ საქართველოსკენ?
- ვფიქრობ, არ ვიქნები ორიგინალური: საოცარი სილამაზის ბუნება, უძველესი ისტორია, საერთო რწმენა და წმინდანები, გამაოგნებელი ხელოვნება, გემრიელი საკვები და სულით თბილი ადამიანები. ჯერჯერობით ასეთი მიწვევა კარგად მუშაობს  (რუსი ფსიქოლოგი ელისაბედ ჟუდრო)

მინი-პროექტი ,მე-10 კლასი

თემა:


ქართული ნაციონალური სამოსი
  1. საინტერესო , აქტუალური(1ქ)
  2. პრეზენტაციის აგების ტექნიკა, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება (3ქ)
  3. შინაარსის რელევანტურობა (2ქ)
  4. შემოქმედებითობა(2ქ)
  5. წარდგენა(1ქ)
  6. დროის ლიმიტი(1ქ)
პრეზენტაციის აგების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია
შესავალი
მიზანი
მეთოდი
ისტორია,თანამედროვეობა, პრობლემები
პროექტის მიმდინარეობა
შედეგები, დასკვნა, რეკომენდაციები
გამოყენებული რესურსები

პრეზენტაცია  მაქსიმუმ 15 სლაიდი
პროექტის პრეზენტაცია მოხდება 19.12.2016

გისურვებთ წარმატებას!


მოსწავლეები: (პრეზენტატორები)










1.პრეზენტაციის სტრუქტურა (შესავალი, შინაარსი, დასკვნა, გამოყენებული  ვიდეო და ფოტომასალა, რესურსები,თავის წარდგენა) (3)
2.თემის აქტუალურობა, საინტერესო (1)










3.კვლევის, ნაშრომის წარმოჩენა, აუდოტიარასთან კომუნიკაცია,შემოქმედებითობა (2)
4. თემის შინაარსობრივი , მეთოდოლოგიური გამართულობა (2)
5. წარდგენა,საუბარი (გამართული მეტყველება, ტემბრი)(1)








6.დროის ლიმიტის დაცვა (1)
 ჯამი =ნიშანი


თემა 11:საზოგადოება
დადებითი
Ø  კომუნიკაცია
Ø  გამოცდილების გაზიარება
Ø  პრობლემათა გადაჭრა
Ø  ურთიერთდახმარება
Ø  თვითრეალიზაცია
Ø  ადამიანის განვითარება
Ø  თავი იგრძნო დაცულად

უარყოფითი
Ø  კონფლიქტები
Ø  საკუთარი ნების წინააღმდეგ წასვლა
Ø  უთანასწორობა

Ø  გავლენის ქვეშ მოხვედრა
თემა 10: სიცოცხლის უზრუნველყოფის ფორმები:
სამშენებლო მასალების განვითარება
საკვები
საცხოვრებელი
ტექნოლოგიები

თემა 9:ბუნებრივი და კულტურული გარემო

ადამიანის ანატომიაზე ზემოქმედება
ვიდეო-ცნობილების იმიჯები
ბოდიარტი
ათი ყველაზე უცნაური სილამაზის სტანდარტი მსოფლიოში
/

თემა 8: გენეტიკა და კულტურა
  1. რა არის გენოტიპი?
  2. ჩამოთვალეთ ადამიანის ბიოლოგიური მახასიათებლები
  3. ახსენით წიგნში მოცემული ნახატი
  4. რა როლს ასრულებს გარემო გენეტიკური ნიშნის გამოვლენაში? მოიტანეთ არგუმენტები

თემა 7:აქვთ თუ არა ცხოველებს ისტორია და კულტურა?
საკლასო სამუშაო:ეთანხმებით მოსაზრებას?
 sxva kulturis adamianebTan urTierToba da TanamSromloba  niSnavs imas, rom rom Cven erTmaneTis msgavsad an erTnairad unda moviqceT an vifiqroT
 დაასაბუთეთ
globaluri problemebis erToblivi gadaWrisas
ratom unda gaiTvaliswinon kulturaTaSorisi gansxvavebebi
თემა 6:სიმბოლო
  1. რა არის სიმბოლო? სიმბოლიზაცია?
  2. სიმბოლოები ფერებში, რიცხვებში, მოძრაობებში...
  3. საფირმო სიმბოლოები
ყვავილების სიმბოლიკა
შუმერები და სიმბოლოები
შუმერებმა წერა თიხის ფირფიტებზე ლერწმით დაიწყეს. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს, ან ამ საგანთან დაკავშირებულ ცნებას. მაგალითად, სიმბოლო "ფეხები" ნიშნავდა სიარულს, მოსვლას, მოტანას, დგომას. ამრიგად, გრამატიკული ფორმები დამწერლობაში არ აისახებოდა, და ეს თავდაპირველად არც იყო საჭირო, რადგან დოკუმენტებში აისახებოდა მხოლოდ ციფრები და გამოსათვლელი პროდუქტების სიმბოლოები
შუმერული დამწერლობა

ეგვიპტური იეროგლიფები
საკლასო სამუშაო:


daiyaviT jgufebad da 5 wuTis ganmavlobaSi furcelze CamowereT an daxateT rac    SeiZleba meti simbolo.

თემა 5:ჩვენი უახლოესი ბიოლოგიური ნათესავები
  1. რითი ჰგვანან ადამიანები ცხოველებს?
  2. რით განსხვავდებიან ადამიანები და ცხოველები?

თემა 4:ratom arsebobs ara erTi, aramed mravali kultura?
  1. ram ganapiroba erTmaneTisgan gansxvavebuli mravali kulturis warmoSoba?(mravalferovani geografiuli garemo)
  2. biologebis daskvnebi Cveni genetikuri winapris warmoSobis adgilis Sesaxeb. vin eTanxmeba maT da ratom?
  3. klimatur, demografiul cvlilebebs mohyva-gansaxleba afrikis mTel kontinentze da mTels msoflioSi-gansxvavebuli aRqma samyarosi da erTmaneTis-globaluri gamowvevebi -urTierTobis, komunikaciis, Tanacxovrebis Seswavla

erT-erTi ganmartebis Tanaxmad, kultura _ es  aris garemosa da sxva adamianebTan Seguebis xerxebis erToblioba. es xerxebi erTnairi ver iqneboda sazogadoebebisaTvis, romlebsac gansxvavebul garemoSi (tundra, stepi, tropikebi, mTa, udabno...) cxovrobdnen.
თემა 3:arseboben metad an naklebad kulturuli adamianebi? arseboben adamianebi, romelTacar gaaCniaT kultura?


saklaso samuSao:

1.„kulturuloba“  ganisazRvreba socialuri mdgomareobiT,

ganaTlebis doniT an gemovnebiT -aseTi  mosazreba sad aris gavrcelebuli? 

 2. ვინ არის „kulturis saTvals” კონცეფციის ავტორი და განმარტეთ ამ კონცეფციის არსი

3. ra kavSiri aqvs ჯონ მონეგენის istorias kulturasTan?

       4. რა კავშირი არსებობს კულტურასა  და აისბერგის მოდელს შორის?



     jgufuri samuSao:
moswavleebs vyofT ramdenime jgufad da vTxovT, maxasiaTeblebi miwodebuli  CamonaTvalidan moaTavson samidan romelime nawilSi: A-Si isini, romlebic advilad gxvdeba TvalSi, B-Si – SedarebiT Znelad SesamCnevi, C-Si - romelTa danaxva mxolod maSin SegiZlia, Tu kargad icnob kulturas. maT SeuZliaT daamaton maxasiaTeblebi, romlebic ar aris dasaxelebuli  CamonaTvalSi. TiToeuli jgufidan erT-erTi wevri warmoadgens A, B da C nawilebSi moTavsebul maxasiaTeblebs, danarCeni ori jgufis wevrebi ki adareben TavianT variants da akeTeben komentars.




pasuxis nimuSi jgufuri davalebisaTvis

1.       Tavazianoba, zrdiloba B
2.     stumarTmoyvareoba A
3.       saubris manera A
4.     moZraobis wesebisadmi დამოკიდებულება  A
5.       sajarod gamoxatuli emocia A
6.     ojaxi C
7.     genderuli rolebi (socialuri rolebis ganawileba qalsa da mamakacs Soris) B
8.     misalmeba A
9.       iumori A
10.  piradi urTierTobebi B
11.    megobroba C
12.  Jestebi A
13.    presa da sxva media A
14.  punqtualurobis xarisxi A
15.  mniSvneloba, romelic eniWeba sazogadoebriv da pirad cxovrebas B
16.  sxvis, ucxosadmi damokidebuleba C
17.    Sromis iaraRi A
18.  folklori A
19.    arqiteqtura A
20.  religia C
21.    sufra A
22.  dakrZalvis wesi A
23.    qcevis wesebi C
24.  TaobaTa Soris damokidebuleba C
25.    materialuri keTildReoba C
26.  kariera B
27.    ganaTleba C
28.  demokratia C
29.    mediis Tavisufleba B
30.    xelovneba A

თემა 2-რა არის კულტურა?
  1. რომელი იყო პირველი განმარტება კულტურის, რომელიც შეგვხვდა? (გვ.8)
მეცნიერებას კულტურის შესახებ-კულტუროლოგიას ან კულტურის მეცნიერებას უწოდებენ


https://nearpod.com/s/social-studies/8th-grade/what-is-culture-L31442929

http://www.youtube.com/watch?v=57KW6RO8Rcs –ჩვენება და მსჯელობა რა ვნახეთ, რა გავიგეთ? (What is Culture?)

http://www.youtube.com/watch?v=EhD8isTIQmcქართული კულტურა
http://www.youtube.com/watch?v=aeIR7HkbTyI  ქართული კულტურის დღეები ლევილში
ქართული კულტურა
მაგნოლია
ერისიონი
ფრანგული კულტურა
ეკვადორი
ქართველები
იტალია
http://www.youtube.com/watch?v=6yj416k3eaM
არგენტინა
იტალია



რა არის კულტურა?


თემა 1- "მრავალფეროვანი მსოფლიო"

გიოცნებიათ მოგზაურობაზე? რატომ?
სად გიმოგზაურიათ?
რას უყვებოდით მეგობრებს?

საშინაო დავალება:
უპასუხეთ წიგნიდან შეკითხვას და შეასრულეთ დავალება გვ. 7 და გვ.8 

დაწერეთ ესე გვ.9


No comments:

Post a Comment