Monday, February 29, 2016

თემა-ასიმილაცია, მე-11 კლასი

გლობალური  გარემო დიდ გავლენას ახდენს ზოგადად ქართულ კულტურაზე, მენტალიტეტზე, ტრადიციებზე და  ა.შ.       ამის ნათელი დასტურია ქართული ცეკვაში, სიმღერაში და  ფოლკლორში ისეთი სიახლეების შემოტანა, რომელიც საფრთხეს უქმნის, ქვეყნის ეროვნულ საგანძურს, რაც საშუალებას იძლევა დავიწყებას მიეცეს ქართული ეროვნული და კულტურული მახასიათებლები. მაგალითისათვის:  ქართული ნაციონალური ბალეტის(სუხიშვილების) -„ასა ფართი“,  ქართული ტრადიციული სიმღერების  გადასხვაფერება,  ე.წ. „გარემიქსება“, ასევე სალაპარაკო ქართულ  ენაში  უცხო სიტყვები დამკვიდრება და ა.შ.   
გაინტერესებთ ჩემი აზრი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქართული კულტურა? გაგახსენებთ ტიციან ტაბიძის სიტყვებს: „აშკარაა, რომ წინა აზიაში ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, ეროვნული კულტურის ყველა ფოლაქებშეკრული“. ვეთანხმები ქართველ პოეტს. უნდა შევინარჩუნოთ ეროვნული იდენტობა და სწორედ მის საფუძველზე ვეცადოთ სიახლეების დანერგვას. შეიძლება, ზოგიერთი რამ  დასავლური კულტურისაგან შევითვისოთ, ზოგი რამ ახალი თავად შევქმნათ და მსოფლიოს შევთავაზოთ.
წყარო:
საკლასო სამუშაო:
განმარტეთ:
  1. მუჰაჯირობა-
  2. ემიგრაცია-
  3. იმიგრაცია-
  4. მიგრაცია-

უპასუხეთ შეკითხვებს:

  1. ვინ იყო ჯორჯ ბალანჩინი? რა კავშირი აქვს მის ისტორიას ასიმილაციის პროცესთან?
  2. dRes imigrantebi, rogorc wesi, ufro myarad inarCuneben sakuTar kulturul normebsa da faseulobebs. imsjeleT, ra ganapirobebs amas?
საშინაო დავალება
რა იცით "ჩაინა თაუნების " შესახებ? (სურათები ინტერნეტში)
რა იცით "ლითლ იტალი"-ს შესახებ?


moiZieT saTanado masala da dawereT mcire
Txzuleba „Caina Taunisa“ (Chinatown)
da „liTl italis“ (Little Italy) Sesaxeb. sad
da rogor Camoyalibda isini, ras warmoadgenen
dRes


პასუხი: (2კითხვა)
argumentebi: sakomunikacio
teqnologiebis (mobiluri kavSiri, interneti
da socialuri qselebi...) da
transportis ganviTareba, rac aiolebs
kontaqts samSoblosTan; sainformacio
saSualebebis ganviTareba; kulturuli
umciresobebisadmi yuradRebis zrda;
kulturuli mravalferovnebis, rogorc
faseulobis damkvidreba.

Thursday, February 25, 2016

მე-11 კლასი, თემა ასიმილაცია



ნინო ანანიაშვილი, 

http://www.24saati.ge/weekend/story/42966-jorj-balanchini-baletis-sheqspiri

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი: - ადვილი ნამდვილად არ არის და მინდა გითხრათ ისიც, რომ ყველა დასს არ აძლევენ ბალანჩინის ბალეტების ცეკვის უფლებას, - უნდა ჩამოვიდნენ და ნახონ რა დონის დასია, რამდენად პერსპექტიული, რა რეპერტუარს ცეკვავს, მერე ძალიან დიდი კონტროლია თუ როგორ სრულდება ბალანჩინის სპექტაკლები ლიცენზიის მიღების შემდეგ. მე დიდი ხანია ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს ბალანჩინის ფონდთან, ჩემს ამერიკელ კოლეგებთან, რომლებიც მიცნობენ, როგორც ბალერინას და როგორც დასის სამხატვრო ხელმძღვანელს. ძალიან მიხარია ის, რომ ბალანჩინის ბალეტები, რაც გვაქვს რეპერტუარში, ჩვენთან დადგეს ბარტ კუკმა და მარია კალეგარმა, სწორედ ბალანჩინის New York City Ballet-ის ყოფილმა სოლისტებმა და ბალანჩინის ფონდის ბალეტმაისტერებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ “მისტერ ბისთან”. ამ ფაქტორს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ისინი ორიგინალში ცეკვავდნენ ბალანჩინის შედევრებს, პერსონალურად მისგან ისწავლეს სტილი, ყოველი მოძრაობა, რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი... ის მესამე თაობა, ვისაც “მისტერ ბისთან” არ ჰქონდა შეხვედრა, ისინი სპექტაკლებში კარგავენ იმ ნიუანსებს, რასაც თვალით ვერ შეამჩნევ, მაგრამ გულით იგრძნობ... ამიტომ როდესაც ჩვენ წლებია ვცეკვავთ ბალანჩინის ბალეტებს ასეთ მაღალ დონეზე, ფონდიდან უკვე გვაქვს ნდობა. - See more at: http://www.24saati.ge/weekend/story/42966-jorj-balanchini-baletis-sheqspiri#sthash.mzHjCv89.dpuf

ქართული დიასპორა

საქართველოს მოქალაქეობა

გურჯი ხათუნი
თურქეთში მცხოვრები ქართველების ასიმილაცია
„მე უკვდავებისთვის კი არა, ჩემი ხალხისთვის ვიცხოვრე”,
 – ეს სიტყვები საქართველოდან შორს, თურქეთის სოფელ ჰაირიეში, აჰმედ ოზქან მელაშვილის საფლავის ქვას თურქულთან ერთად ქართულ ენაზეც აწერია.
აჰმედ მელაშვილი ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი იყო. ის 1922 წლის 10 ივნისს სოფელ ქოჩბაირში დაიბადა. ბავშვობაში თურმე სახლის გადახურვაში ეხმარებოდა მამას – სახურავიდან გადმოვარდნილა, ფეხი მოუტეხია და დაკოჭლებულა. ოჯახს ძალიან უჭირდა, მაგრამ მშობლებს ყველაფერი გაუკეთებიათ იმისთვის, რომ აჰმედს განათლება მიეღო.
XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მუჰაჯირების შთამომავლებმა გააცნობიერეს ეთნიკური ასიმილაციის საფრთხე და ქართული იდენტობის გადარჩენისა და გაძლიერებისთვის ზრუნვა დაიწყეს. მათ მოძრაობას სათავეში ედგა ცენტრალურ თურქეთში მცხოვრები აჰმედ მელაშვილი.
იმხანად თურქეთელი ქართველები სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებოდნენ, არაფერი იცოდნენ საქართველოს, ქართული კულტურისა და დამწერლობის შესახებ, ამიტომ მოძრაობის მესვეურებმა, უპირველეს ყოვლისა, გამოსცეს „ქართული დედა ენა” და ჟურნალი „ჩვენებურები”, რათა რაც შეიძლება მეტ იქაურ ქართველს გაეგო საკუთარი წარსულისა და იდენტობის შესახებ და შეესწავლა ქართული დამწერლობა.
1955 წელს აჰმედი დაქორწინდა და მეუღლესთან, ქალბატონ იუქსელთან ერთად ინეგოლის რაიონის ქართულ სოფელ ჰაირიეში დასახლდა. 1956 წელს აჰმედ და იუქსელ მელაშვილებს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც სახელად იბერია დაარქვეს, ხოლო 1957 წელს დაიბადა მათი ქალიშვილი თამარი.
1959 წელს აჰმედს ოჯახთან ერთად ქალაქ ბურსაში მოუწია გადასვლა, სადაც მან არქიტექტურულ ბიუროში დაიწყო მუშაობა, მომდევნო წელს კი სტამბოლში ჩავიდა და უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ავადმყოფობისა და უსახსრობის გამო შეწყვეტილი სწავლა გააგრძელა.
სტამბოლში ყოფნისას იგი დაუახლოვდა სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტერს. სავანეში მოღვაწე ქართველი მღვდლის დახმარებით მან კარგად შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, საქართველოს ისტორია და კულტურა.
ბურსის გარშემო ქართველთა 16 სოფელია, მათ შორის – ჰაირიეც. ჰაირიეში აჰმედმა 1961 წელს თურქეთში ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი დააფუძნა. მისი დაარსებით ის მიზნად ისახავდა ქართველების განათლების ხელშეწყობას. შეიძლება ითქვას, რომ აჰმედ მელაშვილი მთელ თავის ენერგიას ქართველების ეთნიკური თვითშეგნების გამოღვიძებას ახმარდა.
50-იანი წლების ბოლოს აჰმედი დაუკავშირდა ემიგრანტ ქართველებს, რადგან მათთან უფრო ადვილი იყო კავშირების გაბმა, ვიდრე საბჭოთა საქართველოსთან. ის დაუმეგობრდა პარიზში მყოფ ემიგრანტებს და იქაური ქართული ჟურნალის, „თავისუფლების ტრიბუნის”, ჯგუფს.
1962 წელს სოფელ ჰაირიეში აჰმედმა ჩამოაყალიბა ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი. ამავე პერიოდში მან ქალაქ ინეგოლში დააარსა „კავკასიის კულტურის საზოგაოება”. იგი ცდილობდა, შეენარჩუნებინა და გადაერჩინა არა მარტო ქართული კულტურა, ფოლკლორი და ენა, არამედ სხვა კავკასიელ ხალხთა ეთნოკულტურებიც. ამის გამო ის უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა თურქეთის აფხაზურ და ჩრდილოკავკასიურ დიასპორებში.
1968 წელს აჰმედ ოზქან მელაშვილმა თურქულად დაწერა წიგნი „გურჯისტანი”, რომელშიც მოთხრობილია საქართველოს ისტორიის, ქართული კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნებისა და ფოლკლორის შესახებ. წიგნს დიდი გამოხმაურება მოჰყვა თურქეთის ქართველობაში და, რასაკვირველია, თურქეთის ხელისუფლების ყურადღებაც მიიქცია. წიგნის ავტორობისა და გამოცემის გამო აჰმედ მელაშვილი დააპატიმრეს და კომუნისტური იდეების პროპაგანდა დასდეს ბრალად. იგი ორი თვის განმავლობაში იყო დაპატიმრებული, რის შემდეგაც სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და გაანთავისუფლა.
„გურჯისტანის” გამოცემა უდიდესი მოვლენა იყო თურქეთის ქართველებისთვის. იქაურ ჩვენებურებს პირველად მიეწოდათ რეალური მასალა ქართული კულტურისა და საქართველოს ისტორიის შესახებ.
70-იან წლებში აჰმედმა რამდენიმეჯერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა. მისი სტუმრობის შესახებ არსებობს იმ პერიოდის გამოჩენილი ადამიანების მოგონებები. როგორც ამ მოგონებებიდან ვიგებთ, 1978 წელს, საქართველოში უკანასკნელი სტუმრობის შემდეგ, აჰმედ მელაშვილი გულდაწყვეტილი წასულა სამშობლოდან – მან თვალნათლივ დაინახა საბჭოთა იმპერიის მიერ ანექსირებული საქართველოს მძიმე რეალობა.
აჰმედ მელაშვილი 1980 წლის 5 ივლისს მოკლეს ქალაქ ბურსაში, დილით, საკუთარი სახლიდან გამოსვლისას. თავდასხმის დროს მძიმედ დაიჭრა მისი ვაჟიც, რომელიც, საბედნიეროდ სიკვდილს გადაურჩა.
აჰმედ მელაშვილის მკვლელობა ბუნდოვანებითაა მოცული. ერთ-ერთი ვერსიით, ის თურქეთში იმხანად დაწყებულ პოლიტიკურ არეულობას შეეწირა და თურქული ულტრანაციონალისტური დაჯგუფების „რუხი მგლების” აქტივისტებმა მოკლეს, მეორე ვერსიით კი ის მოკლულია საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ, რომელთაც ბევრი რამის გამო აძლევდათ ხელს მისი სიკვდილი.

დღეს აჰმედ მელაშვილის საქმეს სხვა თურქეთელ ქართველებთან ერთად მისი ვაჟი, იბერია მელაშვილიც განაგრძობს. ის პატრონობს სტამბოლში თავის მიერ დაარსებულ ქართული ხელოვნების სახლს და უკვე ათეულობით წელია ხელმძღვანელობს ქართულ ფოლკლორულ ანსამბლ „კავკასიის მთას”.






Wednesday, February 17, 2016

თემა: დიფუზია, მე-11 კლასი

საკლასო სამუშაო:

ლითონის დამუშავება

  1. გაიხსენეთ აისბერგის მოდელი და უპასუხეთ შემდეგ შეკითხვას: კულტურის რომელი ელემენტების დიფუზია ხდება უფრო სწრაფად?
  2. რა უწყობს ხელს კულტურათა დიფუზიას?
  3. განმარტეთ პირდაპირი და არაპირდაპირი დიფუზია

            ა)უშუალო კონტაქტის შედეგია-(დაასრულეთ ფრაზა) 

ბ)არაპირდაპირი კონტაქტის შედეგია-(დაასრულეთ ფრაზა) 
 4. დიფუზიის შედეგად კულტურის ყველა ელემენტი ერთნაირად ვრცელდება? რა დაბრკოლებები ახლავს თან?



    მუშაობა წყვილებში:
    გამოყავით დიფუზიის ძირითადი მომენტები (გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული 2 სტატია):

    ქაღალდი პირველად ჩინეთში, ძვ.წ. 105 წელს გაჩნდა. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისგან ამზადებდნენ. VII საუკუნეში არაბები ქაღალდის წარმოებაში უკვე სხვა ნედლეულს იყენებდნენ - ქსოვილსა და ბამბასევროპაში ქაღალდი XIV საუკუნეში გავრცელდა. პირველი ქაღალდის დამამზადებელი ქარხანა საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა. XIX საუკუნეში ქაღალდისთვის საჭირო ნედლეულში ცელულოზის დამატება დაიწყეს, რამაც ქაღალდის წარმოება მასობრივი გახადა.
    წყარო:https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%98


    ძველ ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში წერდნენ პაპირუსზე, რომელსაც ამზადებდნენ ამავე სახელწოდების მცენარის ფოთლების, ღეროების ნაწილებიდან. მათ აწყობდნენ ფენებად, აბრტყელებდნენ ჩაქუჩით და ასე ღებულობდნენ წერისთვის საჭირო ფურცელს, რომელზეც წერდნენ ლერწმისგან ან ლელქაშისგან დამზადებული წვეტიანი ჯოხებით. მელნის დანიშნულებას ასრულებდა მური.
    ჩვენ წელთაღრიცხვამდე ათას სამასი წლით ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩინელებმა და ეგვიპტელებმა გამოიგონეს მელანი, რომელსაც ამზადებდნენ წყალში გახსნილი მურისგან, მცენარეული ფისისა და ზეთების დამატებით.მელნისთვის სხვა ფერების მისაცემად იყენებდნენ ბუნებრივ საღებავ საშუალებებს, მაგალითად ჟანგმიწას.
    ქაღალდის პირველი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ჩინეთში. მის დამზადებას მეცნიერთა ნაწილი უკავშირებს ცაი ლუნის სახელს.( ჩვენი წელთაღრიცხვის 105 წელი). ევროპელებმა ქაღალდის დამზადება გადმოიღეს არაბებისგან, რომლებიც იყენებდნენ იგივე ტექნოლოგიას, რომელსაც ქაღალდის დამზადებაში იყენებდნენ ჩინეთში.თავდაპირველად ჩინური ტექნოლოგიით ქაღალდი მზადდებოდა ხისა და ქსოვილის ( ჩვრის) წვრილად დაფქვილი დასველებული მასისგან, რომელსაც აბრტყელებდნენ ქაღალდის სისქემდე და ახმობდნენ. ქაღალდის ფურცელზე ჩინელები წერდნენ წვრილი ფუნჯით, რომელსაც ამზადებდნენ აქლემის ან ვირთხის ბეწვისგან, ხოლო აბრეშუმზე - რამდენიმე ბეწვისგან შეკრული და ლერწმის ღეროზე დამაგრებული ძალიან წვრილი ფუნჯებით.რომლის მეშვეობით დიდი სიზუსტით შეეძლოთ 10090 ჩინური იეროგლიფის ასახვა.
    შემდგომ სხვა და სხვა ქვეყნებში წერისათვის იყენებდნენ ფრინვლის ( ბატი, გედი, ინდაური) ფრთის ნაკრტენისგან დამზადებულ კალამსა .მაგრამ მას სწრაფად უფუჭდებოდა წვერი და ის ითხოვდა სპეციალური ხელსაწყოთი დათლას. ამიტომ მოგვიანებით იგი შეცვალა ფოლადისგან დამზადებულმა კალამმა, რომელიც მაგრდებოდა ხის ან სხვა მასალისგან გაკეთებულ კალმის დამჭერიან ღეროზე.
    თანამედროვე სახის მსგავსი მელნიანი ავტოკალმისტარი გაჩნდა დაახლოებით 1800 წელს, ხოლო 1884 წელს ედსონ უოტერმანმა გამოიგონა პირველი სრულყოფილი თანამედროვე სახის ავტოკალმისტარი. უმარტივესი ბურთულიანი ავტოკალმი, ყოველდღიურობაში პასტას რომ ეძახით, მიახლოებით 1880 წელს გამოიგონა ამერიკელმა ჯონ ლაუდმა, ხოლო 1940 წელს იოზეფ და ჯორჯ ბიროებმა შექმნეს მისი თანამედროვე სახეობა. გასული საუკუნის 60 - ან წლებში გამოიგონეს ყველასთვის კარგად ცნობილი ფლომასტერი და მის პრინციპზე მომუშავე უამრავი სახეობის კალმისტარი.
    დაახლოებით ამ დროს ჩვენ ცხოვრებაში თამამი და სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯა კომპიუტერმაც, მან დიდ წილად ჩამოართვა ფუნქციები კალამსა და ქაღალდს, მაგრამ ჯერ - ჯერობით სრულიად არ განდევნა ისინი ჩვენი ცხოვრებიდან. უპირატესობა უდაოდ მის მხარეზეა. მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება ან რით დასრულდება ქაღალდის, მელნისა და კალმის ისტორია ..

    საშინაო დავალება:
    მოიძიეთ პირდაპირი და არაპირდაპირი დიფუზიის მაგალითები

    Monday, February 15, 2016

    თემა:ჯინსები, მე-10 კლასი

    საკლასო სამუშაო: (დამოუკიდებელი)
    დაწერეთ ესე:
    "რას ნიშნავს ჯინსი ჩემი თაობისათვის?"


    საკლასო სამუშაო:

    1.ჯინსის სახელს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს,
    მოკლედ დაწერეთ მის შესახებ
    2.რა ღირდა პირველი ჯინსის შარვალი?

    საუკეთესო ჯინსის შარვლები მამაკაცებისთვის

    10 ყველაზე გავრცელებული ბრენდი მსოფლიოში

    იხ.პასუხები
    1.მისი ქსოვილის სახელი “Denim” მოდის საფრანგეთის ქალაქ ნიმიდანდაახლოებით ჩვ.წთ.აღ-ის 300 წელსხოლო შარვლის ინგლისური სახელი მე-18 საუკუნეში “Jeans წარმოიშვა იტალიურ ქალაქ გენუადან

    2.პირველი ჯინსის შარვლის ფასი, რომელიც გაყიდვაში ჩაიშვა იყო 1$ და 46 ცენტი 

    Sunday, February 14, 2016

    თემა:ენა, არავერბალური კომუნიკაცია, მე-11კლასი

    საკლასო სამუშაო
    1. გავიხსენოთ და დავწეროთ "თერგდალეულთა " დამსახურება ქართული ენის ისტორიაში
    2. მსგავსება-განსხვავებები ჟესტებში სხვადასხვა კულტურის მიხედვით

    Thursday, February 11, 2016

    მე-11 კლასი

    საკლასო სამუშაო:
    წაიკითხეთ ტექსტი და ამოწერეთ  რვეულში არავერბალური კომუნიკაციის გამოყენების ეპიზოდები


    რომელი ნაწაარმოებიდანაა?

    Tuesday, February 9, 2016

    თემა:კონტრკულტურა, მე-10 კლასი


    პოლ მაკარტნი "გრემის" დაჯილდოებაზე არ შეუშვეს?!


    საკლასო სამუშაო:
    რეფლექსია- შეჯამება (რვეულებში)

    1.რა პერიოდებს გამოყოფდით კონტრკულტურულ მოძრაობაში? მოკლედ დაახასიათეთ ეს პერიოდები
    2.რამ იქონია გავლენა კონტრკულტურაზე?
    3. კონტრკულტურის რომელ წარმომადგენლებს იცნობთ?

    ბიტნიკები და ჰიპები

    ვუდსტოკის ფესტივსლზე

    თემა:არავერბალური კომუნიკაცია, მე-11 კლასი:

    საკლასო სამუშაო:
    შევადგინოთ გრაფიკული სქემა. თემა: მე-კომუნიკაციის ობიექტები-კომუნიკაციის საშუალებები


    იტალიური ჟესტები

    На итальянском говорят руками (х/ф "Ешь, молись, люби")

    ჟესტური ენის ლექსიკონი
    სხეულის ენა
    კვლავ ჟესტებზე
    პოლიტიკოსების ჟესტები
    ჟესტები

    ჟესტები სხვადასხვა ქვეყანაში
    ჟესტების კორექტული გამოყენება
    როგორ აუხსნა შოთა არველაძემ ოფიციანტს ჟესტების ენით, რომ რძიან ყავას უკვეთავდ

    Monday, February 8, 2016

    თემა:მარგინალობა, მე-10 კლასი

    დამოუკიდებელი სამუშაო: 
    დაწერეთ მცირე ესე:"მარგინალობა და მისი დაძლევის გზები"

    საკლასო სამუშაო-სტატიის ანალიზი მარგინალობა "ოთარაანთ ქვრივის მიხედვით"

    Sunday, February 7, 2016

    თემა:ნიშანთა სისტემები მე-11 კლასი

    საკლასო სამუშაო: შეადგინეთ მარტივი წინადადება ჟესტების ენის საშუალებით



    წარმოადგინეთ პატარა სიუჟეტი ჟესტების გამოყენებით
    უპასუხეთ კითხვებს:


    1. რა არის პიქტოგრამა? დაასახელეთ მაგალითები
    2. ჩამოთვალეთ კომუნიკაციის საშუალებები

    Monday, February 1, 2016

    თემა: ცივილიზაცია: მე-10 კლასი

    საკლასო სამუშაო: (რვეულებში)

    1. "civilizacia _ es aris yvelaze didi „Cven“, romlis farglebSi adamiani Tavs „Sin“ grZnobs"- გავიხსენოთ, რომელი მეცნიერის განმარტებაა?
       2. ჩამოთვალეთ ცივილიზაციის ნიშნები ამერიკელი მეცნიერის ლუის მორგანის მიხედვით