დღესასწაულები

გიორგობა

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=15774

მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის დღესასწაულის) დღე


იესო ქრისტეს კვართისა და სვეტიცხოვლობის დღესასწაული. ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ უფლის კვართი წილად ხვდა მცხეთიდან იერუსალიმში წარგზავნილ ელიოზ მცხეთელსა და ლონგინოზ კარსნელს, რომლებმაც ეს უდიდესი სიწმინდე მცხეთაში წამოასვენეს. იერუსალიმიდან დაბრუნებულ ელიოზს თავისი და სიდონია შეეგება, რომელმაც გულში ჩაიკრა კვართი და მიიცვალა. სიდონია კვართითვე დამარხეს; წმ. ნინოს მიერ ქართლის მოქცევისას წმ. მეფე მირიანმა რომის იმპერატორ წმ. კონსტანტინესთან გააგზავნა მოციქულები თხოვნით, რათა ნათლობისათვის მღვდლები გამოეგზავნათ. მათ ჩამოსვლამდე სამეფო ბაღში ეკლესიის აშენება გადაწყდა. მშენებლებმა ნაძვის ხისგან დამზადებულ ექვსი სვეტი აღმართეს, ხოლო მეშვიდეს, ყველაზე დიდს ძვრაც ვერ უყვეს. წმ. ნინოს ლოცვის შემდეგ, იმავე ღამეს ზეცით გარდმოსულმა ანგელოზმა ხელი მოჰკიდა სვეტს და აღამაღლა. სვეტი რამდენიმე დღის მანძილზე 12 წყრთის სიმაღლეზე ჰაერში გაჩერდა და ბრწყინვალებას აფრქვევდა. ამ ადგილზე უამრავი კურნება აღესრულებოდა. 14 ოქტომბერი, როგორც მცხეთობის (სვეტიცხოვლობის, კვართის) დღესასწაული გამოცხადებულია უქმე დღედ (საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, 64-ე მუხლი).

მცხეთობასვეტიცხოვლობაკვართის დღესასწაული — ქრისტიანული დღესასწაული საქართველოში. იმართება ქ. მცხეთისსაკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში14 ოქტომბერს (ახ. სტ.). დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანასწმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებსელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მ.შ. ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.
ისტორიულად ამ დღეს იმართებოდა დიდი წირვა და მრავალი მლოცველი მოდიოდა საკლავითა და უსისხლო შესაწირავით. წირვის შემდეგ მლოცველები ტაძრის გალავანში შლიდნენ სუფრას და იმართებოდა პურობა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წ.) შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. ტრადიციულად ამ დღეს წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღავლენს სვეტიცხოველში, ხოლო შემდეგ იმართება სახალხო სეირნობა მცხეთის ქუჩებში, საესტრადო და ხალხური შემოქმედების კონცერტები, გამოფენები, სპორტული შეჯიბრებები.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს






1 იანვარი-ახალი წელი
7 იანვარი-შობა
14 იანვარი-ძველი ახალი წელი
19 იანვარი- ნათლიღება
27 იანვარი-ნინოობა (გარდაცვალება)

8 თებერვალი-დავითობა, თსუ-ს დაბადების დღე
21 თებერვალი- ენის საერთაშორისო დღე
15 თებერვალი-მირქმა
16 თებერვალი- წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

3 მარტი-დედის დღე (საქართველო) 11 მაისი-
დასავლეთის ქვეყნებში
8 მარტი-ქალთა საერთაშორისო დღე
1 აპრილი-სიცილის , ტყუილების დღე
2 აპრილი-აუტიზმის დღე
7 აპრილი-ხარება
8 აპრილი- 2005 წელი მიღებული იქნა საქ. კანონი ზოგადი განათლების შესახებ
9 აპრილი- ხსოვნის დღე- საქართველოში
12 აპრილი-კოსმონავტის დღე
14 აპრილი-ქართული ენის დღე
15აპრილი-სიყვარულის დღე საქართველოში
22 აპრილი- დედამიწის საერთაშორისო დღე
23 აპრილი-წიგნის საერთაშორისო დღე

კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით-იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28- სესიაზე, 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და 1996 წლიდან დაიწყო კიდეც მისი აღნიშვნა ეს თარიღი შეირჩა იმის გამო, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.

24 აპრილი-ბზობა


მაისი, 2016





6 - გიორგობა; (მართლმადიდებლური დღესასწაული)
7 მაისი-ევროპის დღე
7 მაისი-რადიოს დღე
8 - კვირაცხოვლობა; (მართლმადიდებლური დღესასწაული)
9 - ფაშიზმზე გამარჯვების დღე; (ოფიციალური უქმე დღე)

12 - წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე; (მართლმადიდებლური დღესასწაული)

14 - თამარ მეფის ხსენების დღე; (მართლმადიდებლური დღესასწაული)

18 მაისი- მუზეუმების საერთაშორისო დღე
18 მაისი-ქართული ეროვნული სამოსის დღე


26 - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

ივნისი, 2016

1 - წმიდა ნინოს ხსენების დღე (საქართველოში შემოსვლა); (მართლმადიდებლური დღესასწაული)
1 - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე (სხვა)

9 - ამაღლება; (მართლმადიდებლური დღესასწაული)


19 - სულთმოფენობა (იგივე სამებობა); (მართლმადიდებლური დღესასწაული)

29 - პეტრე–პავლობა; (კათოლიკური დღესასწაული)
ივლისი, 2016

6 - ეიდ ალ–ფიტრ (ურაზა ბაირამი, რამადანის დამთავრება) (ისლამური დღესასწაული)
7 - წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობა; (მართლმადიდებლური დღესასწაული)
12 - პეტრე–პავლობა; (მართლმადიდებლური დღესასწაული)

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერში, ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა,1950 წლიდან კი, ყოველწლიურად,1ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.

No comments:

Post a Comment