Saturday, October 31, 2015

მე-11 კლასი:თემა-ხელოვნება


მე-18 საუკუნის მხატვრობა

სტილთა ნაირსახეობები - ბაროკო, როკოკო, გოტიკა, რენესანსი

“ბაროკო”  ხელოვნებაში პერიოდიცაა და სტილი, რომელიც ამ პერიოდში დომინირებდა. ბაროკოს სტილი იყენებდა გაზვიადებულ მოძრაობასა და წმინდა, ადვილად აღსაქმელ დეტალებს დრამის, სიმძაფრის, გრანდიოზულობის გადმოსაცემად სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში. სტილი ჩაისახა დაახ. 1600 წლისთვის რომში, იტალია, და შემდეგ მთელს ევროპას მოედო.ბაროკოს სტილში შესრულებულ დიზაინს ახასიათებს კაშკაშა ფერები,სინათლის და ჩრდილის მდიდრული თამაში,ინტერიერის ელემენტების რთული,რკალისებრი კიდეები.
ბაროკო კედლის სრულიად ახალ შესაძლებლობებს წარმოაჩენს.კედელი თითქოს კარგავს თავის ძირითად თვისებას–ის აღარ არის საიმედო და მონუმენტალური,სამაგიეროდ იძენს პლასტიკასა და დინამიკას.ინტერიერში ჩნდება დახვეწილი დეტალები:ლამაზი ბუხრები,ლამაზი ინკრუსტაცია,ფორმით დინამიური სკამები და სავრძლები,ლოგინი-კარვები ბალდახინებით და დიდი–იატაკამდე სიგრძის სარკეები.ეს ყველ;აფერი ინტერიერს მდიდრული არისტოკრატული სასახლეების პომპეზურობასა და ფუფუნებას ანიჭებს.ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ ოტახში ბევრია ისეთი დეკორატიული ელემენტები,როგორიცაა ბარელიეფები, სკულპტურული ჯგუფები,ლარნაკები და სხვა..

ბაროკობაროკო

“როკოკომ” პრაქტიკულად იმავე დროს დაიწყო განვითარება,როდესაც “კლასიკამ” და მან საკმაოდ ღირსეული კონკურენციაც გაუწია.ეს სტილი არის მსუბუქი,მრავალფეროვანი,თითქოს საზეიმოდ მორთული.ამგვარ დიზაინის ინტერიერში სჭარბობს ყვავილების დეკორატიული გირლანდები,ნიჟარები,ამურების გამოსახულებები.ფართის “როკოკოს” სტილში გაფორმების დროს ფართოდ გამოიყენება ბრინჯაოსგან დამზადებული ნივთები,სარკეები,ნახატები მდიდრულ ჩარჩოებში.მთელი ეს ფუფუნება მოოქროვილია და ღია ფერის კედლებთან შეფარდების შედეგად იძლევა ზუსტად იმ დახვეწილ-მდიდრულ სტილს,რომელიც დღესაც გამოიყენება დიდი სივრცის გაფორმებისას.როკოკო ბაროკოს შემდგომი ეპოქა იყო ხელოვნების ისტორიაში და 1720-1780 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. სტილისტურად როკოკო ბაროკოს ნორმების დარღვევაა, ანუ ყველა იმ სიმეტრიაზე უარის თქმა (შენობებზე, ოთახების და დარბაზების შიდა სივრცეში, ავეჯზე, იარაღებზე და ა.შ.), რომელიც ბაროკოს სტილის უმნიშვნელოვანესი ელემენტია.მკაცრად განსაზღვრული ფორმების ნაცვლად როკოკო იყენებს მსუბუქ, ნაზ ხაზებს და ძალზე ხშირად ნიჟარისებულ დაბოლოებებს და ჩარჩოებს. სწორედ აქედან მოდის თვით სტილის სახელი „როკოკო“

როკოკოროკოკო

“გოტიკა” - გოტიკური არქიტექტურა (ანუ francigenum opus), არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებიშია წარმოდგენილი.გოტიკური არქიტექტურა დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.სიტყვა “გოტიკური” ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. “გოტიკური” ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.

გოთიკაგოთიკა

“რენესანსი”  - რენესანსი, ასევე აღორძინება (ძვ. ფრანგ. Renaissance, ნიშნავს “ხელმეორედ დაბადებას”; იტალ.: Rinascimento, re- “ხელახლა” და nascere “დაბადება”), გაიგივებულია ევროპის ისტორიულ-კულტურულ ეპოქასთან, რომელმაც შეცვალა შუა საუკუნეები და წინ უძღოდა რეფორმაციას (თანამედროვე ეპოქის ადრეული პერიოდი). ამ ეპოქის ქრონოლოგიური ჩარჩოები XIV—XVI საუკუნეებია, დაიწყო რა იტალიაში გვიან შუა საუკუნეებში და მოგვიანებით მთელ ევროპაში გავრცელდა.აღორძინების ეპოქის განმასხვავებელი თვისება იყო კულტურის საერო ხასიათი და მისი ანთროპოცენტრიზმი (ანუ ინტერესი, პირველ რიგში, ადამიანისა და მისი მოღვაწეობის მიმართ). ღვივდება ინტერესი ანტიკური კულტურის მიმართ, ხდება რა მისი ერთგვარი “ხელახალი დაბადება”, რაზეც თვით ტერმინი მიუთითებს.”რენესანსი” შესანიშნავად მიესადაგებბა დიდი მოცულობის ფარტებს,მას ახასიათება მომრგვალებული თაღები,გაფორმება ხის ჩუქურტმით,ცალკეული დეტალების დამოუკიდებლობა და ფასეულობა,რომლებიც ერტიან დიზაინს შეადგენენ.გამოიყენება კოლონები,კანდელაბრები,ჩირაღდნები,კუპიდონები,ლომის თავები,გირლანდები და ორნამენტები.ფერტა გამა: მკვეთრი და მყვირალა,მუქი და მოღუშული,რბილი და თეთრი ფერის ცივი ტონები,პასტელის ფერები.

რენესანსი

წყარო: https://www.facebook.com/notes/690092921008899/

საშინაო დავალება:
გამოიყენეთ სტატია
http://www.feminism-boell.org/ka/2014/06/20/sad-arian-geniosi-kalebi-xelovnebashi
( შეგახსენებთ, რომ ფენიმიზმი, ყველაზე უფრო ძირეული განმარტებით, არის კაცებთან თანასწორი სოციალური და პოლიტიკური უფლებების მიღწევა )

ქართველი მხატვარი ქალები

 და წარმოადგინეთ პრეზენტაციის  სახით:
"უცხოელი და ქართველი ქალები ხელოვნებაში"