Saturday, December 24, 2016

Monday, November 28, 2016

მე-12 კლასელთა საყურადღებოდ!

შეგახსენებთ, რომ ხვალ 29.11 ჩატარდება შემაჯამებელი წერა !
გისურვებთ წარმატებას!

Thursday, June 2, 2016

თემა:მე-10, მე-11 კლასი: პოპულარული მსოფლიო ფესტივალები

ლეგენდარული ფესტივალები
იტალიური ფესტივალი2016
ტოპ 10 ყველაზე პოპულარული მსოფლიო 

ესტივალები
რა არის ფესტივალის დანიშნულება?!
კარგად ორგანიზებული ფესტივალი გულისხმობს განსაზღვრული ტიპის შემოქმედების გაზიარებას საზოგადოებისთვის. მისი მიზანი ზუსტად არის ჩამოყალიბებული. ტარდება მკაფიოდ განსაზღვრული გეგმით, რაც სათანადოდ არის გაწერილი დროში. ფესტივალები ექვემდებარება რანჟირებას. სპეციალისტები 7 ძირითად ქვეტიპს გამოყოფენ:
. მნიშვნელოვანი სახელოვნებო დღესასწაულები - ასეთი ფესტივალი რომ წარმატებული იყოს, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას:  მოიზიდოს მაყურებელი  მაღალ დონეზე იყოს ორგანიზებული  გამოიწვიოს მედიის დიდი ინტერესი 15  მოიპოვოს საერთაშორისო გამოხმაურება  იყოს მაღალ შემოსავლიანი 2. ადგილმდებარეობასთან მიბმული ფესტივალი ხშირად კულტურული ღონისძიებაა და განმასხვავებელი ნიშნით გამორჩეული ღონისძიების (Hallmark Event) ტიპის მიეკუთვნება. ის კეთდება ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, რათა კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე შეკრიბოს საზოგადოების გარკვეული ჯგუფი. ფესტივალები ძირითადად წახალისებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და მათი პატრონაჟით მიმდინარეობს. შესაძლებელია მისი ორგანიზება მოახდინონ დამოუკიდებელმა მოხალისეებმა (ასეთი ფესტივალები უფრო მცირე მასშტაბისაა) 3. არტ ფესტივალები კონკრეტული ხელოვნების დარგის წასახალისებლად და მისი პოპულარობის გაზრდის მიზნით ორგანიზებული ღონისძიებათა ჯაჭვია. მას ხშირად მოჰყვება კრიტიკოსთა წერილები, საჯარო დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები. იძლევა დისკუსიის გაგრძელების საშუალებას და ახდენს სხვადასხვა იდეათა ინსპირირებას საზოგადოებაში. 4. დაინტერესებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ხაზს უსვამს და წარმოაჩენს ვიწრო ჯგუფების ნამუშევრებს და ინტერესს. აქტივობა ხდება გარკვეული ჯგუფების წამახალისებელი და მოტივაციის ამაღლების საფუძველი. მაგალითად: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გამოფენა, სტუდენტური გამოფენა, ქალთა სოციალიზაციის ხელშემწყობი აქციები. ასეთ ღონისძიებებს ხშირად თან სდევს სამუშაო შეხვედრები. 5. კალენდარული ღონისძიება კულტურული, ტრადიციული ან რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად გამართული თავყრილობაა. 6. მოყვარულთა ხელოვანთა ფესტივალები არის ხალხმრავალი, აქვს კონკურსის ან შეჯიბრის ფორმა და არ არის მომგებიანი. 7. მუსიკალური ფესტივალები ხშირად ტარდება ღია ცის ქვეშ. საზოგადოების უყვარს და სიამოვნებით ესწრება მას. ძირითადი სპონსორები არიან კერძო კომპანიები, სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი ხელისუფლება. მუსიკალური ფესტივალიც იზიარებს თითქმის ყველა ზემოთ გამოთქმული შეფასების კრიტერიუმებს, მათ შორის საერთაშორისო ჩართულობა, მედიის ყურადღება და მსმენელის დასწრება, მონაწილეობა. 

Sunday, May 22, 2016

მე-11 კლასი, თემა მასმედია (ინტერნეტი)

ინტერნეტისა და კომპიუტერის შექმნის ისტორია
ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ინტერნეტის ისტორია
საინფორმაციო ომები
თანამედროვე ომები

 საკლასო სამუშაო:

რა არის სპამი?

სპამი: ქსელების გადატვირთვა ელექტრონული ფოსტის არავისთვის საჭირო ნაკადებით, რომლებმაც პარალიზება გაუკეთეს სატელეკომუნიკაციო არხებს და სერვერებს (უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვლენის წინააღმდეგ დასავლეთის რიგ ქვეყნებში იქმნება სამართლებრივი ბაზა და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. საქმე ეხება ზოგიერთი კომპანიის მიერ თავისი პროდუქციის გასაღების მიზნით ცალკეული აბონენტისათვის მის დაუკითხავად სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებას და სხვა).

ვინ არიან ჰაკერები?

ჰაკერები: ჰაკერების ინტერნეტის დანაშაულებრივი ჯგუფების ქმედება საყოველთაოდ ცნობილია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი ტეხავენ ცალკეულ (მათ შორის დახურულ) კომპიუტერულ ქსელებს და გამოჰყავთ ისინი მწყობრიდან. ამის არაერთი მაგალითი არსებობს: ჰაკერებმა ”გატეხეს” თვით პენტაგონის ქსელი, რომ არაფერი ვთქვათ ბანკებისა და მსხვილი კომპანიების ქსელებზე. აქედან გამომდინარე, ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ეტაპზე დღის წესრიგში დგას პირველი ხარისხის ამოცანა: ამაღლდეს ქსელური უსაფრთხოების საკითხები

ინტერნეტი საქართველოში
World Wide Web-ის დაბადება · ინტერნეტის ნამდვილი ”აყვავება” მოხდა WWW (World Wide Web- სერთო რესურსებთან შეღწევის ტექნოლოგია) შემუშავებით. · 1990 წელს ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN – European Organization for Nuclear Research) მოახდინა ევროპაში უმსხვილესი ინტერნეტ - საიტის ორგანიზება და ძველ მსოფლიოს ინტერნეტში შეღწევის შესაძლებლობა მისცა. ამ კონცეფციის წინსვლისა და განაწილებული გამოთვლების ხელშეწყობის მიზნით ინტერნეტიის მეშვეობით CERN (შევეიცარია, ჟენევა) ტიმ ბერნერს ლიმ შეიმუშავა WWW ჰიპერტექსტების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა გქონდეს შეღწევა ნებისმიერ ინფორმაციასთან, რომელიც მდებარეობს ინტერნეტის ქსელში მთელი მსოფლიოს კომპიუტერებში. · 1994 წელს შეიქმნა კონსორციუმი W3C (W3 Consortium), რომელმაც გააერთიანა სხვადსხვა უნივერსიტეტებისა და კომპანიების (მათ შორის Netscape da Microsoft) მეცნიერები. ამ კომიტეტმა დაიწყო ინტერნეტის სამყაროში არსებულ ყველა სტანდარტზე მუშაობა.· 1995 წელი - ინტერნეტის პრივატიზაცია, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ ინტერნეტის პროვაიდერები, ინტერნეტის ზრდის ტემპებმა აჩვენეს, რომ მიერთების და ფინანსირების საკითხების რეგულირება არ შეიძლება ყოფილიყო ერთი, NSF-ას ხელში. 1995 წელს მოხდა რეგიონალური ქსელებისათვის და ქსელების ნაციონალური მაგისტრალებისათვის მრავალრიცხოვანი მიერთების გადასახადების გადაცემა. ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვითარდებოდა სხვადასხვა სერვისები რისი მიღებაც მომხმარებელს ონლაინ სივრციდან შეეძლო, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა web 2.0 ის შექმნამდე, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს თავად შეუძლია შექმნას საკუთარი სივრცე ინტერნეტში, მიიღოს სხვადასხვა სერვისი და თავად გახდეს ახალი ვირტუალური სივრცის შემქმნელი.

ინტერნეტი საქართველოში პირველი ეტაპი: დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში. პრაქტიკულად ყველა პროვაიდრერს კავშირი ჰქონდა რუსეთთან. საიტი იყო მხოლოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. მეორე ეტაპი: ინტერნეტის გამოჩენა. ინტერნეტის პიონერი საქართელოში იყო კომპანია ხეთა (WWW.KHETA.GE) და გუდვილკომი, აგრეთვე ზოგიერთი სხვა კომპანია. სააბონენტო გადასახადი შეადგენდა $300 თვეში, ერთი საათი ინტერნეტში - $3 საათსი. შემდეგ გამოჩნდა სანეტი (WWW. SANET.GE), კავკასუსი (WWW.CAUCASUS.NET) ფასები დაეცა. სააბონენტო - $20, სარგებლობა- $2 საათში. პროვაიდერები იყენებდნენ თანამგზავრულ და საკაბელო შეღწევას. გადაცემის სიჩქარე პირდაპირ არხში შეადგენს 64 კბტ/წმ ფარგლებში. მესამე ეტაპი: ქვეყანაში გამოჩნდა ბოჭკოვან-ოპტიკური საკაბელო მაგისტრალების ქსელი. (ტრანსა აზია-ევროპის, საქართველოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ ბოჭკოვან-ოპტიკური საკაბელო მაგისტრალები, SDH ქსელი და სხვა ქსელები თბილისში), რადიოსარელეო ხაზი თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა, რითაც საქართველოს შესაძლებლობა მიეცა ჩართულიყო ევროპასთან. ინტერნეტი გამოჩნდა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ა.შ. 2003 წლის აგვისტოდან ქ.თბილისში აბონენტებისათვის დაიწყო ADSL ტექნოლოგიების ჩართვა. ამ ეტაპზე მომხმარებლებს ამ ტექნოლოგიას 10-ზე მეტი ინტერნეტ- პროვაიდერი სთავაზობს:(www.online.ge,www.telenet.ge,wwwsanet.ge,www.caucasus.net,www.geonet.ge, www.service.netge, www.egrisi.ge და სხვა) ინტერნეტის მომსახურების ფასები შემცირდა, სიჩქარე გაიზარდა. პროვაიდერების 80% მაინც თანამგზავრულ არხებს იყენებს. 2000-2007 წლების პერიოდში ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების შემოსავლები 3,15 მილიონი ლარიდან გაიზარდა და 2007 წლის ბოლოსათვის 30 მილიონ ლარს გადაჭარბა. 2006 წელს საერთო შემოსავლების მოცულობის (26,15 მილიონი ლარი) მატებამ წინა წელთან შედარებით 32% შეადგინა. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე ინტერნეტით ქსელის მომსახურებ ამობილური საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ, ყველაზე მზარდი სეგმენტია. 

Thursday, May 19, 2016

მე-10 მე-11 კლასები, თემა:მუზეუმები

ვირტუალური ტურები მუზეუმებში
ქიმიის მუზეუმები
მუზეუმები
მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული მუზეუმები
მსოფლიოს ყველაზე შოკისმომგვრელი მუზეუმები
საქართველოს მუზეუმები
უსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ლუვრი
ვერსალი
მუზეუმი

 ვინ დაარსა რუსთავის მუზეუმი და როდის?
როგორ ხდებოდა ექსპონატების შეგროვება?
რა დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს მუზეუმებს?

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მუზეუმი, როგორც ინსტიტუცია, მნიშვნელოვნად განვითარდა. მისი დანიშნულება გასცდა ექსპონატების შეგროვების, დაცვისა და გამოფენის იმ ტრადიციულ ჩარჩოს. 21-ე საუკუნეში მუზეუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალაქის განვითარებაში. მათ აქვთ ტურისტული ღირსშესანიშნაობის ფუნქცია.


18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა! 1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება - ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ დღესასწაულს და უკვე მე-9 წელია მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს ,,მუზეუმის კვირეულით".
*18 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმსა და გალერეაში შესვლა თავისუფალია. მუზეუმები და გალერეა ღიაა 10:00-დან 17:30 საათამდე
მუზეუმის კვირეულის პროგრამა:
17 მაისი19:00 საათი – გამოფენა „ქეთევან მაღალაშვილი 120“.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაშოთა რუსთაველის გამზ. 11.

18 
მაისი18:00 საათი – გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937”.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმილადო გუდიაშვილის . 1.

19 
მაისი13:00 საათი – გამოფენა „ბალკანეთის ხელნაწერების მემკვიდრეობა: XVI-XVIII საუკუნეები“.ივჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი – ახალციხერაბათის ციხეპეტრეხარისჭირაშვილის ქუჩა 1.

20 
მაისი13:00 საათი – გამოფენა „მარინისტული პეიზაჟი”.სიღნაღის მუზეუმიშოთა რუსთაველის ჩიხი 8.

21 
მაისი10:30-18:00 საათი - საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები.
გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა, 1.
20:00-01:00 საათი – ,,ღამე მუზეუმში" – სხვადასხვა აქტივობა და საგანმანათლებლო პროგრამასაქართველოს ეროვნული მუზეუმის ყველა მუზეუმში.

Tuesday, May 10, 2016

მე-10 კლასი, თემა სოციალიზაცია (გამეორება)

1.     რა არის სოციალიზაცია?
2.     რამდენ ხანს გრძელდება სოციალიზაციის პროცესი?
3.     როდის იწყება სოციალიზაციის პროცესი?
4.     დაასახელეთ ბავშვთა სოციალიზაციის  მეთოდები. რა განსხვავებაა მათ შორის?
5.     რა იცით სოციალიზაციის აგენტების შესახებ?


Monday, May 9, 2016

მე-11 კლასი: თემა კომუნიკაცია (გამეორება)

საშინაო დავალება
1.     ჩამოთვალეთ ნიშანთა სისტემები.
2.     რა არის ენა? (ჩამოთვალეთ 4 უმთავრესი რამ ენასთან დაკავშირებით)
3.     რა არის კომუნიკაცია?
4.     განმარტეთ კომუნიკაციის ფორმები
5.     რისთვის გამოიყენება ნიშანთა სისტემები?
6.     რა არის სოციალური ქსელები?
7.     სად მოიხმარება მასკულტურა?
8.     რამ განაპირობა პოპულარული კულტურის ჩამოყალიბება და მისი მასკულტურად ქცევა ?
9.     რა არის  „ელიტური „  კულტურა?
10. მასკულტურის რომელ პროდუქციას ხვდებით და იყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?
11.რა არის კიბერ -ომი?
12, ვინ სარგებლობს დღეს მასკულტურის პროდუქციით?
13. რა არის მასკულტურა?
14. როდის ვსარგებლობთ მასკულტურით?
15. სად იქმნება მასკულტურა?
16. რა უწყობს ხელს მასკულტურის გავრცელებას ?
17. რა არის რეკლამა?
18. რა არის სოციალური რეკლამა?
19. მასობრივი კომუნიკაციის რომელ საშუალებებს იყენებთ? რისთვის?
20. რა არის საინფორმაციო ომი?


თემა:რელიგია , სამართალი, მედიცინა, ხელოვნება(გამეორება)

1.     რა არის რელიგია? დაასახელეთ და დაახასიათეთ რელიგიამდელი ფორმები
1.     რა დამსახურება აქვთ აღორძინების ეპოქის მოღვაწეებს მედიცინის სფეროში?
2.     დაასახელეთ რენესანსის ეპოქის უდიდესი მხატვარი, რომლის კვლევებმა უდიდესი როლი შეასრულა მედიცინის განვითარებაში
3.     რომელი კანონთა კრებულები იცით ?
4.     რას ნიშნავს“ დრაკონული კანონები“?
5.     დაასახელეთ ხელოვნების უძველესი შემორჩენილი ნიმუში.
6.     რა არის სამართალი?
7.     რომელი კუნძული გადაიქცა ძველი საბერძნეთის სამედიცინო განათლების ერთ-ერთ ცენტრად?
8.     ჩამოთვალეთ პირველი მუსიკალური ინსტრუმენტები.
9.     როგორ შეაფასებთ არაბების როლს მსოფლიო მედიცინის განვითარებაში?
10. მედიცინაში რომელი კულტურის ტრადიციები და მიღწევები გამოიყენეს ბერძნებმა?
11. რა არის ხელოვნება?
12. რა იცით კუნძულ კოსის შესახებ??
13. რა არის მოცემული შუმერების სამედიცინო ცოდნის ამსახველ  უძველეს  წერილობითი ძეგლში?
14. რა გახდა ბევრ ქვეყანაში მედიცინის ძირითადი სიმბოლო და რატომ?
15. რა იცით „დრაკონული კანონების შესახებ?
16. რითი განსხვავდება ჩინური მედიცინა დასავლური მედიცინისგან?


მე-10 კლასი, თემა: იდენტობა, ცივილიზაცია (გამეორება)

საშინაო დავალება:
1.     რით გამოიხატება იდენტობა?
2.     რომელ კითხვასთანაა დაკავშირებული იდენტობა?
3.     როგორია პიროვნების იდენტობის დამოკიდებულება ასაკთან?
4.     რამდენი იდენტობის მატარებელი შეიძლება იყოს პიროვნება?
5.     რა არის კულტურული იდენტობა?
6.     როგორ შეიძლება მივხვდეთ როგორია ადამიანის იდენტობა?
7.     აღწერეთ ვინ ხართ თქვენ? (იდენტურობის თვალსაზრისით)
8. რას ნიშნავს სიტყვა „იდენტობა“? (ეტიმოლოგია)


1.     არსებობს თუ არა ერთიანი საკაცობრიო ცივილიზაცია?
2.     რასთან იგივდება ხშირად ცივილიზაცია?
3.     ჩამოთვალეთ  XX  საუკუნეში მეცნიერთა მიერ დაზუსტებული ცივილიზებული საზოგადოების ნიშნები
4.     არსებობს თუ არა ერთიანი საკაცობრიო ცივილიზაცია?
5.     რითი განსხვავდება ცივილიზაციები ერთმანეთისგან?
6.     ცივილიზაცია უფრო დიდი ერთობაა თუ კულტურა? რატომ?
7.     რა ვიცით  უძველეს ცივილიზაციებზე ?
8. რას ნიშნავს სიტყვა „ცივილიზაცია“? (ეტიმოლოგია)

Thursday, May 5, 2016

მე-10 კლასი:თემა თამაში

რატომ ვსწავლობთ თამაშით?
ქართული ფლეშ თამაშები
შემეცნებითი თამაშები
ხალხური თამაშები
ძველი ქართული საბავშვო თამაშები
აბორიგენთა მსოფლიო თამაშები
ბავშვობა ყველგან მშვენიერია
სასაცილო სახეები თამაშების დროს
დადებითი და უარყოფითი მხარეები
ვიდეო
პროექტი "თამაშობანა"
საბრძოლო თამაშები და ფსიქოლოგია
ოლიმპიური თამაშები-გახსნა,ოლიმპ.ალამი, ცეცხლი
პარაოლიმპიური თამაშები
ანტიკური ოლიმპიური თამაშები
ოლიმპიური ჩემპიონები
ოლიმპიური მუზეუმი  ლოზანაში-შვეიცარიაში

Tuesday, May 3, 2016

მე-11 კლასი, დღესასწაულები


ნელოვანი თარიღები- აპრილი

# დღე მნიშვნელობა რა ვიცით მის შესახებ?
1 1 აპრილი-
2 2 აპრილი-
3 7 აპრილი-
4 8 აპრილი-
5 09   აპრილი-
6 12 აპრილი-
7 14 აპრილი-
8 15აპრილი-
9 22 აპრილი-
10 23 აპრილი-
შეავსეთ ცხრილის გამოტოვებული უჯრები ინფორმაციით

Wednesday, April 27, 2016

მე-11 კლასი, თემა-სოციალური ქსელები

  1. სოციალური ქსელების ფუნქცია
  2. დადებითი მხარე
  3. უარყოფითი მხარე
  4. მომხმარებელთა რეიტინგი
  5. facebook (მარკ ცუკერბერგი-2004 წელი)
  6. twitter
  7. LinkedIn
  8. yahoo
  9. skype
  10. YouTube
    საქართველოში პოპულარული სოციალური ქსელები
    სოციალური ქსელები
ფილმი The-social-network-2010-ქართულად

დასახელება: სოციალური ქსელი
ორიგინალი დასახელება: The Social Network
გამოსვლის წელი: 2010
გამომშვები: ა.შ.შ. - კალამბია პიქჩერზი, სკოტ რუდინ პროდაქშენსი, ტრიგერ სთრით პროდაქშენსი, რელეტივიტი მედია, მაიქლ დე ლუკა პროდაქშენსი
ხანგრძლივობა: 2 სთ 0 წთ 27 წმ
გახმოვანება: ქართული (პროფესიონალური)
ჟანრი: დრამა, ისტორიული
რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
როლებში: ჯასტინ ტიმბერლეიქი, ჯოზეფ მაზელო, ბრენდა სონგი, ჯესი ეიზენბერგი, ენდრიუ გარფილდი, რაშიდა ჯონსი, …

ფილმის შესახებ:
ფილმში მოგვითხრობენ ინტერნეტში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის — Facebook-ის შექმნის ისტორიას. მსოფლიოს მასშტაბით ამ ქსელის წარმატებამ მომხმარებლებს შორის, სამუდამოდ შეცვალა ჰარვარდის უნივერსიტეტის თანაკურსელ სტუდენტთა ცხოვრება, რომლებმაც იგი 2004 წელს დააფუძნეს და რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ს ყველაზე ახალგაზრდა მულტიმილიონერები გახდნენ.

skype
პირველი ბეტა ვერსია გამოვიდა 2003 წლის აგვისტოში. შემუშავების პროცესში პროგრამას ერქვა სახელი Skyper (შემოკლებული სახელიდან «Sky peer-to-peer»და მხოლოდ დასრულების მოახლოებისასა დაერქვა სკაიპი რადგანაც Skyper დომენი უკვე დაკავებული აღმოჩნდა.ფართო აუდიტორიის დაპყრობა ბრენდმა მოახერხა არა ინფორმაციის დაშიფვრის წყალობით, არამედ ორი ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზით: უბრალოებით მოხმარებისთვის და ხმის მაღალი ხარისხით.
დაწყებული პირველი ვერსიიდან სკაიპი იყენებს მრავალ ენას და აქვს უბრალო ინტერფეისი.

ყველა ახალ ვერსიაში ჩნდება ახალი, დამატებითი ფუნქციები. კომპანია სწრაფად და მუდმივად ვითარდება

Monday, April 11, 2016

ბზობა

მე-10 კლასი, თემა კულტურის უნივერსალია

 დღეს მსოფლიოში უამრავი ერთმანეთისაგან განსხვავებული და უჩვეულო ტრადიცია არსებობს, თითოეული მათგანი ყოველ კონკრეტულ ქვეყანაში არსებული კულტურის, რელიგიისა თუ ცრურწმენების შედეგად წარმოიშვა, რის გამოც იგი სხვა კულტურის წარმომადგენლებისათვის შესაძლოა უცნაური, სახალისო ან ზოგჯერ მიუღებელიც კი იყოს. 

საკლასო სამუშაო:
ზემოთ მოტანილი სტატიის  მიხედვით :

  1. რას გვიჩვენებს მოყვანილი მაგალითები?
  2. შეიძლება თუ არა  განსხვავებული ტრადიციები კონფლიქტების მიზეზი გახდეს დაასახელეთ მაგალითები.

Friday, April 8, 2016

თემა:სოციალური ქსელები, მე-11 კლასი

თემა:მასმედია (რადიო, ტელევიზია), მე-11 კლასი

ვინ გამოიგონა რადიო?-გამოკითხვა
13 თებერვალი 2011 წელი- რადიოს მსოფლიო დღე

იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

იუნესკო მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში რადიო მსოფლიოს ფართო აუდიტორიისთვის რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად. “რადიო კომუნიკაციის საშუალებაა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობები და საჭიროებს მცირე რესურსებს. რადიო საშუალებას იძლევა ხმა მიაწვდინო მოწყვლად და მიყრუებულ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას: გაუნათლებელ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უღარიბეს მოსახლეობას, ქალებს და ახალგაზრდებს. აძლევს მათ შესაძლებლობას მათი განათლების დონის მიუხედავად, მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ დოსკუსიებში. რადიო აგრეთვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს საგანგებო სიტუაციების დროს, ხელს უწყობს დახმარების აღმოჩენას სტიქიური უბედურებების დროს”, -აღნიშნულია რადიოს მსოფლიო დღის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
რადიო, დახვეწას განაგრძობს და ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს: მობილურ კავშირს, პლანშეტურ კომპიუტერებს. ამავდროულად, ახალი ტექნოლოგიების კონკურენციის პირობებში, მსოფლიოში რადიოსადგურები წყვეტენ მაუწყებლობას და მუშაობას ვებ-გვერდების საშუალებით აგრძელებენ.
მილიარდამდე ადამიანს რადიოზე დღემდე არ მიუწვდება ხელი.
მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო.
საქართველოში კი 1925 წლის 23 მაიისს, ანუ ზუსტად 88 წლის წინათ თბილისში. ინფორმაცია ნახევრადკუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც აწყობილი იყო უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის APS-78-ის ბაზაზე. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა.
დღეს საქართველოში 33 რადიოსადგური მაუწყებლობს.

პირველი ქართული ტელევიზია

ქართული ტელევიზიის რეიტინგი

მე-11 კლასი, თემა:მასმედია (ბეჭდვითი მედია)

პირველი გაზეთი ევროპაში

დამოუკიდებელი სამუშაო:

სტატიის მიხედვით  დაწერეთ:

  1. როგორი იყო ევროპაში პირველი გაზეთების ზომა, შინაარსი, 
  2. დაასახელეთ ქვეყნები, სადაც  გაზეთი პოპულარობით სარგებლობდა.
პირველი გაზეთი ევროპაში 1609 წელს გერმანიაში შეიქმნა. იგი იოჰან კაროლუისმა გამოსცა. გაზეთმა მალევე მოიპოვა პოპულარობა  მთელს მსოფლიოში. თავდაპირველად გაზეთები მცირე ზომის გამოდიოდა. 1673 წელს კი პირველი პოპულარული გაზეთი “კურიერი” გამოვიდა, რომელიც ძირითადად შემეცნებითი ხასიათის იყო. 1697 წელს ჰამბურგში გამოსცეს წიგნი, სადაც ერთი მწერალი წერდა, რომ “ვისაც ცხოვრებაში ბედნიერება და სიახლის გაგება სურს, მან აუცილებლად უნდა იკითხოს გაზეთი”.

გაზეთების ძირითადი ნაწილი გასართობი ხასიათის იყო. 1660 წლის 1 იანვარს კი პირველი გერმანული პოლიტიკური გაზეთი გამოვიდა. იგი ძირითადად კომერციული სახის იყო. ამასთან ინგლისშიც გამოდიოდა ბეჭდური პერიოდული გამოცემები. მოკლედ, გაზეთი მთელს ევროპაში გავრცელდა. მიუხედავად იმისა, გაზეთმა არსებობა გერმანიიდან დაიწყო, ამ სფეროში ლიდერად მაშინაც და დღესაც მაინც ინგლისი გვევლინება. გერმანიას ფეხდაფეხ საფრანგეთი მისდევდა. მთელს ევროპაში გაზეთები ძირითადად კომერციული ხასიათის იყო.

პირველი ქართული გაზეთი


საშინაო დავალება:

  1. როდის, რა სახელით და ვინ გამოსცა პირველი ქართული გაზეთი?
  2. როგორ ხდებოდა მასალების დაბეჭდვა? ცენზურა ხორციელდებოდა?
  3. გაზეთის პერიოდულობა და მისი ფასი
  4. გაზეთის შინაარსი, ინფორმაციის წყარო
  5. რამდენი ხანი იარსება და რა მნიშვნელობა ჰქონდა?


 გაზეთი 1819 წლის 8 მარტს გამოვიდა. “საქართველოს გაზეთს” გამომცემელთა მთელი ჯგუფი ხელმძღვანელობდა. თუ ვინ იყო პირველი ქართული გაზეთსი რედაქტორი, ეს საკითხი დღემდე გაურკვეველია. აშკარაა, რომ გაზეთს ხელმძღვანელობდა კავკასიის კორპუსის შტაბის მმართველობა. “საქართველოს გაზეთის” სტამბა კავკასიის საკუთრება იყო და იქვე, ამავე ჯარების შტაბის სახლში იყო გამართული. ეს კი იმას ნიშნავდა რომ აქ, ამ სტამბაში სხვა უცხო პირს, თუ არა სამხედროს ან შტაბის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულს, არ შეუშვებდნენ.

გაზეთის რედაქციას, გარდა მასალების ლიტერატურული დამუშავებისა, ჯერ უნდა ეთარგმნა რუსულ ენაზე ყველა შემოსული კორესპონდენცია, აგრეთვე უნდა ეთარგმნა საჭირო მასალა უცხო ენიდან, ხოლო შემდეგ გამართული გაზეთი ქართულ ენაზე უნდა თარგმნილიყო და დაბეჭდილიყო.
იმ ხანებში მოქმედებდა 1804 წლის საცენზურო წესდება, რომელიც ცენზორისაგან მოითხოვდა ფხიზელსა და დაუზარებელ თვალყურის დევნებას პერიოდიკაზე. რუსეთის პირობებთან შედარებით ქართულ გაზეთზე ცენზურა უფრო ძნელი განსახორციელებელი გახლდათ, რადგან იმდროინდელ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ენა არ იცოდნენ. ცენზორის როლში გვევლინება მთავარმართებელი ერმოლოვი და მისი მოხელეები.

გაზეთში მოთავსებული მასალა თავისი შედგენილობის მიხედვით სამგავრი იყო: პირველი- მასალა, რომელიც საქართველოს სინამდვილიდან იყი აღებული, მეორე – მასალა, რომელიც რუსეთის სინამდვილეს ეხებოდა და მესამე – მასალა, რომელიც უცხოეთის ცხოვრებას ასახავდა.
საქართველოს სინამდვილის შესახებ კორესპონდენციებს გაზეთები სხვადასხვა გზით ღებულობდა. როცა თბილისიდან ადგილებზე გაზეთებზე ხელმომწერთა მომრავლებას ითხოვდნენ, იქვე იმასაც იწერებოდნენ, რომ ადგილზე მომხდარი მნიშვნელოვანი ამბების შესახებ ცნობები მოეწოდებინათ გაზეთისთვის. გაზეთს მასალას აწვდიდნენ სხვადასხვა დაწესებულებები და კერძო პირები.
ქართულ გაზეთში გამოქვეყნებული მასალა თავისი შინაარსით სხვადასხვა საკითხს ეხებოდა, თითოეული მათგანი თავისი ღირებულებებით ერთმანეთისგან მკვერად განსხვავდებოდა. გაზეთი, როგორც ოფიციალური ორგანო მხარს უჭერდა მეფის საშინაოსა და საგარეო პოლიტიკას. მსჯელობს სოფლის მეურნეობაზეც, ის გარკვეულ მასალას იძლევა იმდროინდელ კლასთა უთანასწორობისა და ამ კლასებს შორის მიმდინარე ბრძოლის შესახებ. გაზეთში გამოხატულება ჰპოვა იმ ბრძოლამ, რომელიც მიმდინარეობდა ყრმებსა და მებატონეებს შორის საქართველოში. ქართულ გაზეთში ქვეყნდებოდა მასალები 1820 წლის იმერეთ-გურიის აჯანყების შესახებაც. აქ გვხვდება მსჯელობა საერთაშორისო საკითხებზეც. გამოქვეყნებულია ცნობები ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, თურქეთის, საბერძნეთის და სხვათა შესახებ.
სხვა მრავალ საკითხთა შორის ქართული გაზეთის გამომცემელნი თავიანთ ფურცლებზე იმაზეც მსჯელობდნენ, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა განათლებას საზოგადოებისათვის და ამ მხრივ რა როლის შესრულება შეეძლო გაზეთს. გაზეთი აფართოებდა საზოგადოების ცოდნის არეს და, ამასთან, ხელს უწყობდა ქართული ჟურნალისტიკის განვითარებას.
ლიტერატურული ცხოვრებიდან გაზეთი აქვეყნებდა პატარ-პატარა მოთხრობებს. ბეჭდავდა მოსწრებულ სიტყვებსაც, ანუ ნაკვესებს.
1819 წლის შემდეგ პირველმა ქართულმა გაზეთმა 1821 წლის ბოლომდე იარსება. გაზეთის გამოცემის შეწყვეტა ხელმომწერთა სიმცირემ გამოიწვია.
“საქართველოს გაზეთმა”, როგორც ინფორმაციულ-პოლიტიკურმა გამოცემამ, თავისი სიტყვა თქვა აზროვნების ჩამოყალიბებაში და საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ ჟურნალისტიკაში.

გაზეთი "კვირის პალიტრა"

პირველი ჟურნალი მსოფლიოში


Честь создания первого в истории журнала принадлежит, как известно, Франции. «Journal des Savants», по признанию Вольтера, «является прообразом всех изданий данного вида».

Основателем появившегося в январе 1665 года первого в истории печати журнального издания стал советник парижского парламента Дени де Салло. Он был первым, кто счел необходимым освещать наиболее примечательные события, происходившие в мире науки.

პირველი ქართული ჟურნალი


საკლასო სამუშაო

  1. რომელი იყო პირველი ქართული ჟურნალი?
  2. ვინ იყო რედაქტორი? ჟურნალის გაფორმება, ზომა, თემატიკა
  3. ჟურნალის მნიშვნელობა


პირველი ქართული კომპიუტერული ჟურნალი

პირველიჟურნალი მოძრავი გარეკანით
პირველი ქართული ჟურნალი “სალიტერატურო ნაწილნი თბილისის უწყებათანი” 1832 წელს აღმოცენდა. ის დამოუკიდებელი გამოცემა არ იყო და ითვლებოდა გაზეთ “ტფილისის უწყებანის” ლიტერატურულ განყოფილებად.
ჟურნალის მხოლოდ 5 ნომერი გამოვიდა. მან ხელმომწერთა სიმცირის გამო შეწყვიტა არსებობა. იმ დროს ხელმომწერთა საერთო რაოდენობა სხვადასხვა გამოცემებზე ნაწილდებოდა. მისი გამომცემელია სოლომონ დოდაშვილი, რომელიც, ამავდროულად, ჟურნალის შემდგენელი და გამმართაავიცაა. მას მასალის განლაგება და შერჩევა საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული.
ჟურნალი გარეგნულად კარგად იყო გაფორმებული. შედგებოდა 12 ფურცლისგან, ანუ 24 გვერდი იყო ნაბეჭდი. თავფურცელზე ყველგან იყო აღნიშნული გამოცემის წელი, ნომერი და თვე.
ჟურნალი უნდა მომსახურებოდა ქართული ენას, ქართულ ლიტარეტურას, ქართული განათლების აღორძინებასა და 1832 წლის შეთქმულებას. სოლომ დოდაშვილი ჟურნალის მიზნის შესახებ ამბობდა: “სალიტარეტურო ნაწილნი” გამოდის “ენის გამდიდრებისათვის, მამულის დიდებისათვის და გონების განათლებისთვისო”.
ჟურნალის თითოეული ნომერი დღესაც აღტაცებას იწვევს მაღალი ლიტარეტურულ-ჟურნალისტური კულტურით, გემოვნებით, მრავალფეროვნებით, გაბედულებით, პატრიოტულ-მოქალაქეობრივი მოვალეობის შეგნებით. ის არაფრით არ ჩამოუვარდება XIX საუკუნის II ნახევრის საუკეთესო გამოცემებს და “საქართველოს მოამბის” პირდაპირი წინაპარია.
“სალიტერატურო ნაწილნი ტფილისის უწყებანთაში” მსჯელობა იყო ქართული ენის წარმოშობის, მშობლიური სწავლა-აღზრდის, თეატრისა და სხვათა შესახებ. ის მკითველს არაერთ ინტერესს აღუძრავდა და ზოგ რამეში მაშინდელი საზოგადოების მაჯუსცემას ძლიერად აგრძნობინებდა. მისი მნიშვნელობა კულტურული და ლიტერატურული როლით განიზომება. ის ასევე ქართველი საზოგადოების ყურადღებას თურქ და ირანელ დამპყრობლების წინააღმდეგ რაზმავდა. საქართველოს გმირული და მაღალ-კულტურული წარსულიდან მნიშვნელოვანი ფაქტების ამეტყველება, ფართო მკითხველამდე დაყვანა, – შემოქმედებითუ მუშაობის გაჩაღებისთვის იყო გამიზნული.
ჟურნალის გამოცემის შეწყვეტის შემდეგ ქართველ ერს თავისი ჟურნალი კარგა ხანს არ ჰქონია