Sunday, May 22, 2016

მე-11 კლასი, თემა მასმედია (ინტერნეტი)

ინტერნეტისა და კომპიუტერის შექმნის ისტორია
ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ინტერნეტის ისტორია
საინფორმაციო ომები
თანამედროვე ომები

 საკლასო სამუშაო:

რა არის სპამი?

სპამი: ქსელების გადატვირთვა ელექტრონული ფოსტის არავისთვის საჭირო ნაკადებით, რომლებმაც პარალიზება გაუკეთეს სატელეკომუნიკაციო არხებს და სერვერებს (უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვლენის წინააღმდეგ დასავლეთის რიგ ქვეყნებში იქმნება სამართლებრივი ბაზა და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. საქმე ეხება ზოგიერთი კომპანიის მიერ თავისი პროდუქციის გასაღების მიზნით ცალკეული აბონენტისათვის მის დაუკითხავად სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებას და სხვა).

ვინ არიან ჰაკერები?

ჰაკერები: ჰაკერების ინტერნეტის დანაშაულებრივი ჯგუფების ქმედება საყოველთაოდ ცნობილია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი ტეხავენ ცალკეულ (მათ შორის დახურულ) კომპიუტერულ ქსელებს და გამოჰყავთ ისინი მწყობრიდან. ამის არაერთი მაგალითი არსებობს: ჰაკერებმა ”გატეხეს” თვით პენტაგონის ქსელი, რომ არაფერი ვთქვათ ბანკებისა და მსხვილი კომპანიების ქსელებზე. აქედან გამომდინარე, ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ეტაპზე დღის წესრიგში დგას პირველი ხარისხის ამოცანა: ამაღლდეს ქსელური უსაფრთხოების საკითხები

ინტერნეტი საქართველოში
World Wide Web-ის დაბადება · ინტერნეტის ნამდვილი ”აყვავება” მოხდა WWW (World Wide Web- სერთო რესურსებთან შეღწევის ტექნოლოგია) შემუშავებით. · 1990 წელს ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN – European Organization for Nuclear Research) მოახდინა ევროპაში უმსხვილესი ინტერნეტ - საიტის ორგანიზება და ძველ მსოფლიოს ინტერნეტში შეღწევის შესაძლებლობა მისცა. ამ კონცეფციის წინსვლისა და განაწილებული გამოთვლების ხელშეწყობის მიზნით ინტერნეტიის მეშვეობით CERN (შევეიცარია, ჟენევა) ტიმ ბერნერს ლიმ შეიმუშავა WWW ჰიპერტექსტების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა გქონდეს შეღწევა ნებისმიერ ინფორმაციასთან, რომელიც მდებარეობს ინტერნეტის ქსელში მთელი მსოფლიოს კომპიუტერებში. · 1994 წელს შეიქმნა კონსორციუმი W3C (W3 Consortium), რომელმაც გააერთიანა სხვადსხვა უნივერსიტეტებისა და კომპანიების (მათ შორის Netscape da Microsoft) მეცნიერები. ამ კომიტეტმა დაიწყო ინტერნეტის სამყაროში არსებულ ყველა სტანდარტზე მუშაობა.· 1995 წელი - ინტერნეტის პრივატიზაცია, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ ინტერნეტის პროვაიდერები, ინტერნეტის ზრდის ტემპებმა აჩვენეს, რომ მიერთების და ფინანსირების საკითხების რეგულირება არ შეიძლება ყოფილიყო ერთი, NSF-ას ხელში. 1995 წელს მოხდა რეგიონალური ქსელებისათვის და ქსელების ნაციონალური მაგისტრალებისათვის მრავალრიცხოვანი მიერთების გადასახადების გადაცემა. ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვითარდებოდა სხვადასხვა სერვისები რისი მიღებაც მომხმარებელს ონლაინ სივრციდან შეეძლო, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა web 2.0 ის შექმნამდე, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს თავად შეუძლია შექმნას საკუთარი სივრცე ინტერნეტში, მიიღოს სხვადასხვა სერვისი და თავად გახდეს ახალი ვირტუალური სივრცის შემქმნელი.

ინტერნეტი საქართველოში პირველი ეტაპი: დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში. პრაქტიკულად ყველა პროვაიდრერს კავშირი ჰქონდა რუსეთთან. საიტი იყო მხოლოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. მეორე ეტაპი: ინტერნეტის გამოჩენა. ინტერნეტის პიონერი საქართელოში იყო კომპანია ხეთა (WWW.KHETA.GE) და გუდვილკომი, აგრეთვე ზოგიერთი სხვა კომპანია. სააბონენტო გადასახადი შეადგენდა $300 თვეში, ერთი საათი ინტერნეტში - $3 საათსი. შემდეგ გამოჩნდა სანეტი (WWW. SANET.GE), კავკასუსი (WWW.CAUCASUS.NET) ფასები დაეცა. სააბონენტო - $20, სარგებლობა- $2 საათში. პროვაიდერები იყენებდნენ თანამგზავრულ და საკაბელო შეღწევას. გადაცემის სიჩქარე პირდაპირ არხში შეადგენს 64 კბტ/წმ ფარგლებში. მესამე ეტაპი: ქვეყანაში გამოჩნდა ბოჭკოვან-ოპტიკური საკაბელო მაგისტრალების ქსელი. (ტრანსა აზია-ევროპის, საქართველოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ ბოჭკოვან-ოპტიკური საკაბელო მაგისტრალები, SDH ქსელი და სხვა ქსელები თბილისში), რადიოსარელეო ხაზი თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა, რითაც საქართველოს შესაძლებლობა მიეცა ჩართულიყო ევროპასთან. ინტერნეტი გამოჩნდა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ა.შ. 2003 წლის აგვისტოდან ქ.თბილისში აბონენტებისათვის დაიწყო ADSL ტექნოლოგიების ჩართვა. ამ ეტაპზე მომხმარებლებს ამ ტექნოლოგიას 10-ზე მეტი ინტერნეტ- პროვაიდერი სთავაზობს:(www.online.ge,www.telenet.ge,wwwsanet.ge,www.caucasus.net,www.geonet.ge, www.service.netge, www.egrisi.ge და სხვა) ინტერნეტის მომსახურების ფასები შემცირდა, სიჩქარე გაიზარდა. პროვაიდერების 80% მაინც თანამგზავრულ არხებს იყენებს. 2000-2007 წლების პერიოდში ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების შემოსავლები 3,15 მილიონი ლარიდან გაიზარდა და 2007 წლის ბოლოსათვის 30 მილიონ ლარს გადაჭარბა. 2006 წელს საერთო შემოსავლების მოცულობის (26,15 მილიონი ლარი) მატებამ წინა წელთან შედარებით 32% შეადგინა. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე ინტერნეტით ქსელის მომსახურებ ამობილური საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ, ყველაზე მზარდი სეგმენტია. 

Thursday, May 19, 2016

მე-10 მე-11 კლასები, თემა:მუზეუმები

ვირტუალური ტურები მუზეუმებში
ქიმიის მუზეუმები
მუზეუმები
მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული მუზეუმები
მსოფლიოს ყველაზე შოკისმომგვრელი მუზეუმები
საქართველოს მუზეუმები
უსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
ლუვრი
ვერსალი
მუზეუმი

 ვინ დაარსა რუსთავის მუზეუმი და როდის?
როგორ ხდებოდა ექსპონატების შეგროვება?
რა დანიშნულება და მნიშვნელობა აქვს მუზეუმებს?

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში მუზეუმი, როგორც ინსტიტუცია, მნიშვნელოვნად განვითარდა. მისი დანიშნულება გასცდა ექსპონატების შეგროვების, დაცვისა და გამოფენის იმ ტრადიციულ ჩარჩოს. 21-ე საუკუნეში მუზეუმები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქალაქის განვითარებაში. მათ აქვთ ტურისტული ღირსშესანიშნაობის ფუნქცია.


18 მაისი მუზეუმის საერთაშორისო დღეა! 1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება - ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ დღესასწაულს და უკვე მე-9 წელია მუზეუმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს ,,მუზეუმის კვირეულით".
*18 მაისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმსა და გალერეაში შესვლა თავისუფალია. მუზეუმები და გალერეა ღიაა 10:00-დან 17:30 საათამდე
მუზეუმის კვირეულის პროგრამა:
17 მაისი19:00 საათი – გამოფენა „ქეთევან მაღალაშვილი 120“.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეაშოთა რუსთაველის გამზ. 11.

18 
მაისი18:00 საათი – გამოფენა „ავანგარდი/Avant-garde 1900-1937”.ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმილადო გუდიაშვილის . 1.

19 
მაისი13:00 საათი – გამოფენა „ბალკანეთის ხელნაწერების მემკვიდრეობა: XVI-XVIII საუკუნეები“.ივჯავახიშვილის სახელობის სამცხე-ჯავახეთის მუზეუმი – ახალციხერაბათის ციხეპეტრეხარისჭირაშვილის ქუჩა 1.

20 
მაისი13:00 საათი – გამოფენა „მარინისტული პეიზაჟი”.სიღნაღის მუზეუმიშოთა რუსთაველის ჩიხი 8.

21 
მაისი10:30-18:00 საათი - საგანმანათლებლო პროგრამები და შემეცნებითი თამაშები.
გ. ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, კუს ტბის გზა, 1.
20:00-01:00 საათი – ,,ღამე მუზეუმში" – სხვადასხვა აქტივობა და საგანმანათლებლო პროგრამასაქართველოს ეროვნული მუზეუმის ყველა მუზეუმში.

Tuesday, May 10, 2016

მე-10 კლასი, თემა სოციალიზაცია (გამეორება)

1.     რა არის სოციალიზაცია?
2.     რამდენ ხანს გრძელდება სოციალიზაციის პროცესი?
3.     როდის იწყება სოციალიზაციის პროცესი?
4.     დაასახელეთ ბავშვთა სოციალიზაციის  მეთოდები. რა განსხვავებაა მათ შორის?
5.     რა იცით სოციალიზაციის აგენტების შესახებ?


Monday, May 9, 2016

მე-11 კლასი: თემა კომუნიკაცია (გამეორება)

საშინაო დავალება
1.     ჩამოთვალეთ ნიშანთა სისტემები.
2.     რა არის ენა? (ჩამოთვალეთ 4 უმთავრესი რამ ენასთან დაკავშირებით)
3.     რა არის კომუნიკაცია?
4.     განმარტეთ კომუნიკაციის ფორმები
5.     რისთვის გამოიყენება ნიშანთა სისტემები?
6.     რა არის სოციალური ქსელები?
7.     სად მოიხმარება მასკულტურა?
8.     რამ განაპირობა პოპულარული კულტურის ჩამოყალიბება და მისი მასკულტურად ქცევა ?
9.     რა არის  „ელიტური „  კულტურა?
10. მასკულტურის რომელ პროდუქციას ხვდებით და იყენებთ ყოველდღიურ ცხოვრებაში?
11.რა არის კიბერ -ომი?
12, ვინ სარგებლობს დღეს მასკულტურის პროდუქციით?
13. რა არის მასკულტურა?
14. როდის ვსარგებლობთ მასკულტურით?
15. სად იქმნება მასკულტურა?
16. რა უწყობს ხელს მასკულტურის გავრცელებას ?
17. რა არის რეკლამა?
18. რა არის სოციალური რეკლამა?
19. მასობრივი კომუნიკაციის რომელ საშუალებებს იყენებთ? რისთვის?
20. რა არის საინფორმაციო ომი?


თემა:რელიგია , სამართალი, მედიცინა, ხელოვნება(გამეორება)

1.     რა არის რელიგია? დაასახელეთ და დაახასიათეთ რელიგიამდელი ფორმები
1.     რა დამსახურება აქვთ აღორძინების ეპოქის მოღვაწეებს მედიცინის სფეროში?
2.     დაასახელეთ რენესანსის ეპოქის უდიდესი მხატვარი, რომლის კვლევებმა უდიდესი როლი შეასრულა მედიცინის განვითარებაში
3.     რომელი კანონთა კრებულები იცით ?
4.     რას ნიშნავს“ დრაკონული კანონები“?
5.     დაასახელეთ ხელოვნების უძველესი შემორჩენილი ნიმუში.
6.     რა არის სამართალი?
7.     რომელი კუნძული გადაიქცა ძველი საბერძნეთის სამედიცინო განათლების ერთ-ერთ ცენტრად?
8.     ჩამოთვალეთ პირველი მუსიკალური ინსტრუმენტები.
9.     როგორ შეაფასებთ არაბების როლს მსოფლიო მედიცინის განვითარებაში?
10. მედიცინაში რომელი კულტურის ტრადიციები და მიღწევები გამოიყენეს ბერძნებმა?
11. რა არის ხელოვნება?
12. რა იცით კუნძულ კოსის შესახებ??
13. რა არის მოცემული შუმერების სამედიცინო ცოდნის ამსახველ  უძველეს  წერილობითი ძეგლში?
14. რა გახდა ბევრ ქვეყანაში მედიცინის ძირითადი სიმბოლო და რატომ?
15. რა იცით „დრაკონული კანონების შესახებ?
16. რითი განსხვავდება ჩინური მედიცინა დასავლური მედიცინისგან?


მე-10 კლასი, თემა: იდენტობა, ცივილიზაცია (გამეორება)

საშინაო დავალება:
1.     რით გამოიხატება იდენტობა?
2.     რომელ კითხვასთანაა დაკავშირებული იდენტობა?
3.     როგორია პიროვნების იდენტობის დამოკიდებულება ასაკთან?
4.     რამდენი იდენტობის მატარებელი შეიძლება იყოს პიროვნება?
5.     რა არის კულტურული იდენტობა?
6.     როგორ შეიძლება მივხვდეთ როგორია ადამიანის იდენტობა?
7.     აღწერეთ ვინ ხართ თქვენ? (იდენტურობის თვალსაზრისით)
8. რას ნიშნავს სიტყვა „იდენტობა“? (ეტიმოლოგია)


1.     არსებობს თუ არა ერთიანი საკაცობრიო ცივილიზაცია?
2.     რასთან იგივდება ხშირად ცივილიზაცია?
3.     ჩამოთვალეთ  XX  საუკუნეში მეცნიერთა მიერ დაზუსტებული ცივილიზებული საზოგადოების ნიშნები
4.     არსებობს თუ არა ერთიანი საკაცობრიო ცივილიზაცია?
5.     რითი განსხვავდება ცივილიზაციები ერთმანეთისგან?
6.     ცივილიზაცია უფრო დიდი ერთობაა თუ კულტურა? რატომ?
7.     რა ვიცით  უძველეს ცივილიზაციებზე ?
8. რას ნიშნავს სიტყვა „ცივილიზაცია“? (ეტიმოლოგია)

Thursday, May 5, 2016

მე-10 კლასი:თემა თამაში

რატომ ვსწავლობთ თამაშით?
ქართული ფლეშ თამაშები
შემეცნებითი თამაშები
ხალხური თამაშები
ძველი ქართული საბავშვო თამაშები
აბორიგენთა მსოფლიო თამაშები
ბავშვობა ყველგან მშვენიერია
სასაცილო სახეები თამაშების დროს
დადებითი და უარყოფითი მხარეები
ვიდეო
პროექტი "თამაშობანა"
საბრძოლო თამაშები და ფსიქოლოგია
ოლიმპიური თამაშები-გახსნა,ოლიმპ.ალამი, ცეცხლი
პარაოლიმპიური თამაშები
ანტიკური ოლიმპიური თამაშები
ოლიმპიური ჩემპიონები
ოლიმპიური მუზეუმი  ლოზანაში-შვეიცარიაში

Tuesday, May 3, 2016

მე-11 კლასი, დღესასწაულები


ნელოვანი თარიღები- აპრილი

# დღე მნიშვნელობა რა ვიცით მის შესახებ?
1 1 აპრილი-
2 2 აპრილი-
3 7 აპრილი-
4 8 აპრილი-
5 09   აპრილი-
6 12 აპრილი-
7 14 აპრილი-
8 15აპრილი-
9 22 აპრილი-
10 23 აპრილი-
შეავსეთ ცხრილის გამოტოვებული უჯრები ინფორმაციით