მე-11კლასი, 2017-2018



თემა16: კულტურული მრავალფეროვნება
( ჩვენი  სკოლის ეთნიკური ჯგუფების მიხედვით)

ქვეყნები:საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, ...
მოიძიეთ ინფორმაცია ყველაზე ეროვნული და განსხვავებული კულტურის ელემენტის  შესახებ და შეადარეთ ანალოგიურ ელემენტს საქართველოში
  1. სამზარეულო
  2. ხელოვნება 
  3. სპორტი
  4. ლიტერატურა
  5. სამოსი
  6. ტრადიცია
  7. ცნობილი ადამიანები
  8. ....

ევროპის დღე-2015

გადადით ბმულზე და უპასუხეთ (იდეების გენერირება):
http://www.tricider.com/brainstorming/37U1vFm9da7
თემა 15: მასმედია
კომპიუტერის ისტორია
ინტერნეტის ისტორია ვიდეო

დამოუკიდებელი სამუშაო:
#
მასმედიის საშუალება
საქართველო
მსოფლიო
ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან მასმედიის საშუალებებთან

1
ელევიზიის წარმოშობა
(პირველი ტელევიზია)




ცნობილი ტელეკომპანიები




ტელევიზიის დღე




2
რადიოს
წარმოშობა
(პირველი რადიო)




ცნობილი რადიო არხები




რადიოს დღე




3
გაზეთის წარმოშობა
(პირველი გაზეთები)




პოპულარული გაზეთები




გაზეთის დღე




4
ჟურნალის წარმოშობა
(პირველი ჟურნალები)




პოპულარული ჟურნალები




ჟურნალის დღე






რადიო
საკლასო სამუშაო:

  1. ვინ გამოიგონა პირველი რადიო?
  2. რადიომაუწყებლობა საქართველოში
  3. რადიომაუწყებლობა მსოფლიოში
  4. რადიოს მსოფლიო დღე
  5. რადიო დღეს



როდის აღინიშნება ტელევიზიის მსოფლიო დღე? ვინ დააწესა?
მსოფლიო ქვეყნების ტელევიზიები დაარსების თარიღის მიხედვით
ტელევიზიის ისტორია

ტელეკომპანიები:
რუსთავი2
იმედი
GDS
ერთსულოვნება
იბერია
პირველი არხი
მეორე არხი
TY პირველი
მაესტრო
QarTuli arxi
Kvemo kartli
ელექტრონული ჟურნალები

რა იგულისხმება მასმედიაში?
მასმედიის დანიშნულება და მნიშვნელობა
მასმედიის ისტორია
ბეჭდვითი მედია
საშინაო დავალება: ბეჭდვითი მედია და მისი ისტორია საქართველოში

საკლასო სამუშაო:
დავალება

თემა 14: რატომ არის მასკულტურა  მასობრივი?


  1. "მაღალი კულტურა",  "ელიტური კულტურა" "არამასობრივი კულტურა" "სახალხო კულტურა"  "პოპკულტურა"-როგორ გესმით ეს გამოთქმები?
  2. რა არის მასობრივი კომუნიკაცია და რომელი საშუალებები მიეკუთვნება მას?
  3. რა არის რეკლამა?
  4. რა არის სოციალური რეკლამების დანიშნულება?

პრაქტიკული დავალება:
მოიძიეთ საინტერესო რეკლამების(1 აუცილებლად სდოციალური) ბმულები, გამოაგზავნეთ პედაგოგთან და წარადგინეთ



ტელევიზიის შესახებ



თემა:ეროვნული თამაშები

თემა13:მასკულტურა
7მაისი-ქართული რადიოს დღე
მასკულტურა

საკლასო სამუშაო:
  1. განმარტეთ:ბრენდი, ლოგო, სლოგანი.
  2. რომელი მსოფლიო ბრენდები იცით?
  3. რა იცით ქართული ბრენდების შესახებ? 
  4. Seni azriT, ra ganapirobebs maskulturis ase farTod gavrcelebas da popularobas mTel msoflioSi? 
  5. maskulturis romel produqcias xvdebi da iyeneb yoveldRiur cxovrebaSi? ratom?
საშინაო დავალება:
მოიძიეთ ინფორმაცია მსოფლიო ბრენდების რეიტინგზე და გააკეთეთ პრეზენტაცია რომელიმე ბრენდის შესახებ.


თემა11: დიფუზია
მუშაობა წყვილებში: 
გამოყავით დიფუზიის ძირითადი მომენტები (გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული 2 სტატია):

ქაღალდი პირველად ჩინეთში, ძვ.. 105 წელს გაჩნდ. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისგან ამზადებდნენ. VII საუკუნეში არაბები ქაღალდის წარმოებაში უკვე სხვა ნედლეულს იყენებდნენ - ქსოვილსა და ბამბასევროპაში ქაღალდი XIV საუკუნეში გავრცელდა. პირველი ქაღალდის დამამზადებელი ქარხანა საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა. XIX საუკუნეში ქაღალდისთვის საჭირო ნედლეულში ცელულოზის დამატება დაიწყეს, რამაც ქაღალდის წარმოება მასობრივი გახადა.

ძველ ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში წერდნენ პაპირუსზე, რომელსაც ამზადებდნენ ამავე სახელწოდების მცენარის ფოთლების, ღეროების ნაწილებიდან. მათ აწყობდნენ ფენებად, აბრტყელებდნენ ჩაქუჩით და ასე ღებულობდნენ წერისთვის საჭირო ფურცელს, რომელზეც წერდნენ ლერწმისგან ან ლელქაშისგან დამზადებული წვეტიანი ჯოხებით. მელნის დანიშნულებას ასრულებდა მური.
ჩვენ წელთაღრიცხვამდე ათას სამასი წლით ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩინელებმა და ეგვიპტელებმა გამოიგონეს მელანი, რომელსაც ამზადებდნენ წყალში გახსნილი მურისგან, მცენარეული ფისისა და ზეთების დამატებით.მელნისთვის სხვა ფერების მისაცემად იყენებდნენ ბუნებრივ საღებავ საშუალებებს, მაგალითად ჟანგმიწას.
ქაღალდის პირველი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ჩინეთში. მის დამზადებას მეცნიერთა ნაწილი უკავშირებს ცაი ლუნის სახელს.( ჩვენი წელთაღრიცხვის 105 წელი). ევროპელებმა ქაღალდის დამზადება გადმოიღეს არაბებისგან, რომლებიც იყენებდნენ იგივე ტექნოლოგიას, რომელსაც ქაღალდის დამზადებაში იყენებდნენ ჩინეთში.თავდაპირველად ჩინური ტექნოლოგიით ქაღალდი მზადდებოდა ხისა და ქსოვილის ( ჩვრის) წვრილად დაფქვილი დასველებული მასისგან, რომელსაც აბრტყელებდნენ ქაღალდის სისქემდე და ახმობდნენ. ქაღალდის ფურცელზე ჩინელები წერდნენ წვრილი ფუნჯით, რომელსაც ამზადებდნენ აქლემის ან ვირთხის ბეწვისგან, ხოლო აბრეშუმზე - რამდენიმე ბეწვისგან შეკრული და ლერწმის ღეროზე დამაგრებული ძალიან წვრილი ფუნჯებით.რომლის მეშვეობით დიდი სიზუსტით შეეძლოთ 10090 ჩინური იეროგლიფის ასახვა.
შემდგომ სხვა და სხვა ქვეყნებში წერისათვის იყენებდნენ ფრინვლის ( ბატი, გედი, ინდაური) ფრთის ნაკრტენისგან დამზადებულ კალამსა .მაგრამ მას სწრაფად უფუჭდებოდა წვერი და ის ითხოვდა სპეციალური ხელსაწყოთი დათლას. ამიტომ მოგვიანებით იგი შეცვალა ფოლადისგან დამზადებულმა კალამმა, რომელიც მაგრდებოდა ხის ან სხვა მასალისგან გაკეთებულ კალმის დამჭერიან ღეროზე.
თანამედროვე სახის მსგავსი მელნიანი ავტოკალმისტარი გაჩნდა დაახლოებით 1800 წელს, ხოლო 1884 წელს ედსონ უოტერმანმა გამოიგონა პირველი სრულყოფილი თანამედროვე სახის ავტოკალმისტარი. უმარტივესი ბურთულიანი ავტოკალმი, ყოველდღიურობაში პასტას რომ ეძახით, მიახლოებით 1880 წელს გამოიგონა ამერიკელმა ჯონ ლაუდმა, ხოლო 1940 წელს იოზეფ და ჯორჯ ბიროებმა შექმნეს მისი თანამედროვე სახეობა. გასული საუკუნის 60 - ან წლებში გამოიგონეს ყველასთვის კარგად ცნობილი ფლომასტერი და მის პრინციპზე მომუშავე უამრავი სახეობის კალმისტარი.
დაახლოებით ამ დროს ჩვენ ცხოვრებაში თამამი და სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯა კომპიუტერმაც, მან დიდ წილად ჩამოართვა ფუნქციები კალამსა და ქაღალდს, მაგრამ ჯერ - ჯერობით სრულიად არ განდევნა ისინი ჩვენი ცხოვრებიდან. უპირატესობა უდაოდ მის მხარეზეა. მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება ან რით დასრულდება ქაღალდის, მელნისა და კალმის ისტორია ..


https://www.youtube.com/watch?v=OrixSTWc7Ag
შეავსეთ ცხრილი:


სად და როდის გამოიგონეს ფაიფური?

რომელი წლებია მიჩნეული ქართული ფაიფურის ჩამოყალიბება-განვითარების ხანად?

რამდენი ეტაპი გამოიყოფა ქართული ფაიფურის ისტორიაში და მოკლედ მიმოიხილეთ

მინის აღმოჩენის ლეგენდა

როდის და სად დაიწყო მინის წარმოება?

რომელ მეცნიერებს მიუძღვით წვლილი მინის წარმოების შექმნაში?


 

უცხო ქვეყნის სტილის იმპორტი კულინარიაში

 როგორ მოხდა იაპონიაში უცხო ქვეყნის ინგრედიენტების თუ მომზადების სტილის იმპორტი. XVI საუკუნეში ევროპელი მისიონერების ჩასვლის შემდეგ მოხდა პირველად იაპონური კვების კარის გაღება დასავლეთის მხარითვის. შემოვიდა ესპანური და პორტუგალიური შეწვის ტექნოლოგია, ასევე ჩინური მეთოდით ზეთში ბოსტნეულის მომზადება. სამი საუკუნის შემდეგ იაპონიამ კვლავ გაუღო კარი დასავლეთს რამაც უკვე იაპონურ სამზარეულოში მოახდინა „რევოლუცია“ და კვლავ დაიწყო ცხოველების გმაოყენება კულინარიაში. სწორედ ამ პერიოდში დაედო საპუძველი საკვებ ტონკატსუს, რაც არის ორცხობილის ვხვნილში ამოვლებული კარგად შემწვარი ღორის ხორცი. ხოლო მეთექვსმეტე საუკუნეში დასაბამი მიეცა ტემპურას, რაც არის ზღვის პროდუქტები და სხვადასხვა 
სახის ბოსტნეული შემწვარი ბევრ ზეთში.

საკლასო სამუშაო:
სად გამოიგონეს ფაიფური?
ფაიფურის წარმოება პირველებმა ჩინელებმა ისწავლე ჩვენს ერამდე ორი ათასი წლის წინათ, სავარაუდოდ, ხანის დინასტიის დროს. თუმცა, ის ფაიფური მაინც არ იყო კლასიკური ფაიფური. ის დაიხვეწა და სრულყოფილებას მიაღწია მხოლოდ მეექვსე-მეშვიდე საუკუნეებში. მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს აფთიაქარის ნორჩმა მოსწავლემ იოჰან ბიოტერიმ ქიმია კარგად შეისწავლა და ვერცხლის მონეტები ოქროთი დაფერა. პრუსიის მეფემ, ფრიდრიხ პირველმა მოისურვა, ასეთი კარგი ალქიმიკოსი გვერდით ჰყოლოდა. მაგრამ, ბიოტერი საქსონიაში გაიქცა, კიურფიურისტ ავგუსტთან. სწორედ იქ, საქსონიაში, კიურფიურისტის დაჟინებული მოთხოვნით, შეიქმნა იშვიათი ფაიფური, რომელმაც საქსონიას საუკუნეების განმავლობაში გაუთქვა სახელი.

იოჰან ბიოტერი 1719 წელს გარდაიცვალა 38 წლის ასაკში. მაშინ, არც მას და არც სხვას, წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რა სახიფათო იყო სიცოცხლისთვის ის ქიმიური ცდები, რომელსაც იოჰანი თითქმის 12 წლის განმავლობაში ატარებდა.ჩინეთი-კორეა-იაპონია მე-12 ს ევროპაში მარკო პოლოს დახმარებით შეაღწია ინფორმაციამ ჩინური ფაიფურის შესახებ
ქართული ფაიფურის ჩამოყალიბება-განვითარების ხანად 1930-50-იანი წლები უნდა მივიჩნიოთ.ქართული ფაიფურის შექმნაში მონაწილეობდნენ სპეციალური განათლების მქონე პროფესიონალი მხატვრები (ბორის შებუევი, ზაქარია მაისურაძე, ნიკოლოზ გომელაური). არსებულმა მდგომარეობამ ხელი შეუწყო ამ დარგის წინსვლას და მიზანდასახულ განვითარებას.
ქართული ფაიფურის ისტორიაში პირობითად სამი ეტაპი შეიძლება გამოვყოთ. პირველი ეტაპის (1930-1940-იანი წლები) ძირითადი ამოცანა საერთოდ ქართული კერამიკის (წითელი თიხა, ფაიფური) კულტურის აღდგენა-განვითარების საკითხი იყო.
1930–იან წლებში საქართველოში გეოლოგიური დაზვერვის შედეგად პირველად აღმოაჩინეს ფაიფურ-ფაიანსის მისაღებად საჭირო სუფთა თეთრი-კაოლინური თიხები, რომლებიც  ქართული თეთრკეციანი კერამიკის განვითარებისათვის მთავარ პირობას წარმოადგენდა. სამრეწველო მნიშვნელობის კაოლინური თიხების საბადოებიდან აღსანიშნავია იკრიბოს, ყოფილ ქ. მახარაძის (ამჟამად ოზურგეთი) და ბოლნისის რაიონებში აღმოჩენილი თიხები. დიდი რაოდენობით მოიპოვება საქართველოში ფაიფურის წარმოებისათვის საჭირო სხვა ნედლი მასალაც (კვარცის ქვიშა, მინდვრის შპატი, თაბაშირი). ცნობილია, აგრეთვე, სხვადასხვა რაიონებში არსებული ცეცხლგამძლე თიხების საბადოები. 30-იან წლებში ჩატარდა ამ მასალის ლაბორატორიული კვლევა, მისი ტექნიკური თვისებების შესწავლა და მათგან ფაიფურის მასის მიღების შესაძლებლობის გამოკვლევა. ასეთი საძიებო მუშაობა თბილისის სამხატვრო აკადემიის კერამიკის კათედრამ და მინერალური ნედლეულისა და საქართველოს სარეწაო კოოპერაციის სამეცნიერო კვლევითმა ინსტიტუტმა ჩაატარეს. 3დადგინდა ქართული ფაიფურის მასისა და ჭიქურის რეცეპტურა. ამის შედეგად ქარხნის დაარსების საკითხი დაისვა.
1939-1940 წ.წ-ში საფუძველი ჩაეყარა პირველი საცდელი ქარხნის მშენებლობას ქ. მახარაძეში (ოზურგეთი), 1942 წლიდან ქარხანა ექსპლუატაციაში შევიდა და საქართველოს ფაიფურის ისტორიაში პირველად იქნა გამოშვებული თეთრკეციანი კერამიკის ნაწარმი _ ქართული ფაიფური. (ხანანაშვილი მ., ფაიფური, თბ., 1960, გვ.86) თუმცა, საწარმოში ვერ მოხერხდა მხატვრული და საყოფაცხოვრებო ფაიფურის  წარმოებისათვის საჭირო ბაზის შექმნა (ქარხანა უშვებდა ფაიფურის ელექტრო გორგოლაჭებს, ჭერის როზეტებს და სხვა ტექნიკურ ნაწარმს). პირველი პერიოდის დიდ მიღწევად უნდა ჩაითვალოს სტუდენტების მიერ შექმნილი საკუთარი, ქართული ფაიფურის რეცეპტურა და დამუშავების ორიგინალური ხერხები. მათ შორის: 1937 წლის კურსდამთავრებულმა კერამიკოსმა მიხეილ გიორგაძემ გურიის სოფელ ასკანის კაოლინისაგან შექმნა პირველი ქართული ფაიფურის მასა. ქ. პესოჩნოს ფაიფურის ქარხნის ლაბორატორიამ მ. გიორგაძის ფაიფურს მაღალი შეფასება მისცა. ამ მასალით მან შეასრულა (რუსეთში) სადიპლომო ნამუშევარი _ სასადილო სერვიზი (დღეისათვის არ იძებნება). სამრეწველო ბაზის უქონლობის გამო არ მოხერხდა გიორგაძის ფაიფურის წარმოებაში დანერგვა.
არანაკლები წვლილი აქვს შეტანილი მხატვარ-კერამიკოს ნიკოლოზ გომელაურს. მან შეიმუშავა ფაიფურის ჭიქურქვედა მოხატვის ახალი ხერხი, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით ფრიად მნიშვნელოვანია. მოხატვა წარმოებდა პირდაპირ გამოუწველ ნედლ კეცზე, რაც თავიდან იცილებდა საღებავის ზედაპირზე არასასურველ გაჟონვას და ნახატს გრაფიკულ სისუფთავეს და სიმკვეთრეს უნარჩუნებდა. ეს აღმოჩენაც დაუნერგავი დარჩა.
1930-1940 წლებში არა თუ აკადემიაში, არამედ საერთოდ საქართველოში არ არსებობდა საწარმოო ბაზა, სადაც მხატვარს ესკიზის მასალაში შესრულების საშუალება მიეცემოდა. მხატვრები ხშირად სარგებლობდნენ რუსეთის ქარხნებიდან შემოტანილი „თეთრეულით“ (მოუხატავი ფაფურის ნაწარმი) და იძულებული იყვნენ მზა, უცხო ფორმისათვის საკუთარი კომპოზიციით შექმნილი ნახატი მოერგოთ. ასეთი ნიმუშები ჭიქურზედა მხატვრობით იმკობოდა. 
შემდგომში იწყება მეორე ეტაპი (1940-იანი წლების ბოლო - 1950-იანი წლები), როდესაც სტუდენტებს რუსეთის, უკრაინის და რიგის ფაიფურის ქარხნებში გამგზავრებისა და იქ საკუთარი ფორმების (სადიპლომო ან საკურსო ნაშრომი) მასალაში შექმნის საშუალება მიეცათ. აკადემიის პერიოდში ფაიფურში პირველად მუშაობდნენ ეკატერინე ბაბლიძე, მიხეილ გიორგაძე, ევგენი ხაჩიძე, ივანე ბუზარიაშვილი, აბესალომ (კუკური) ბარამიძე, მერი ჯალაღანია, გივი ყანდარელი, მადლენა ბაიდაშვილი, ანა ნაჩარიანი, მედეა ჩიხლაძე, ირინე გაჩეჩილაძე, სულხან სულხანიშვილი, გულნარა გოგიჩაიშვილი, რუსუდან მეტრეველი, ელენე ვატაევა და სხვა მხატვრები. ახალგაზრდა მხატვრებს ასწავლიდნენ გამოცდილი პედაგოგები დავით ციციშვილი, ზაქარია მაისურაძე და ნიკოლოზ გომელაური, რომელთა მოღვაწეობის მთავარი მიზანი ეროვნული ტრადიციების საფუძველზე შემოქმედებითად გააზრებული ქართული კერამიკული სკოლის შექმნა იყო.
ქართული ფაიფურის ხელოვნებაში გამორჩეულია 1950-იანი წლები, რომელსაც კერამიკის ისტორიაში ხშირად ,,ქართული ფაიფურის~ სახელით მოიხსენიებენ, რადგან კერამიკოსები თავიანთ ნამუშევრებს, ძირითადად, ფაიფურის მასალაში ასრულებდნენ. ამ პერიოდში შეიქმნა დიდი ზომის, დეკორით და სიუჟეტური კომპოზიციით უხვად შემკული საზეიმო ხასიათის მქონე ლარნაკები, ტორშერები და სხვადასხვა კომპოზიციები4 
ქართულმა ფაიფურმა მხატვრული ლარნაკის ბევრი ნიმუში შექმნა. დეკორატიული ლარნაკები გვხვდება არაერთი მხატვრის შემოქმედებაში. მათ შორის აღსანიშნავია ირაკლი ყანდაშვილის (1948, 1952), ივანე ბუზარიაშვილის (1948), შოთა ციციშვილის (1952), გულნარა გოგიჩაიშვილის (1953) და სხვათა ნაკეთობები. ეს ნიმუშები ამჟამად დაცულია თბილისის სამხატვრო აკადემიასა და საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ფონდებში (სამწუხაროდ, რიგი ნიმუშების ავტორების დადგენა ჯერჯერობით არ მოხერხდა). გამოკვეთილი სილუეტის, სადრესასწაულო ფორმის ლარნაკები, გამოყვანილი შუა წელით და მაღალი ამოყვანილი ყელით, უმეტესად, დგას მოჩუქურთმებულ მყარ სადგამზე, მოხატულობაში გამოყენებულია ფერწერა, სკულპტურული რელიეფი და ჭვირული ორნამენტი. ხშირ შემთხვევაში ისინი მოხატულია ჭიქურზედა კობალტის საღებავით შესრულებული მცენარეული ორნამენტით, მოვარაყებულია ოქროს საღებავით. უმეტეს შემთხვევაში, დეკორატიული ელემენტების სიჭარბე ეკლექტურ ხასიათს ატარებს. იკარგება ნაკეთობის ფორმის მთლიანობა. (სურ. 1, 2, 3)
საქართველოში ქარხნული წარმოების პერიოდი (1950-იანი წლების ბოლო-1990-მდე), ფაიფურის ხელოვნების ისტორიის მესამე ეტაპს წარმოადგენს, როცა მხატვრებს საშუალება მიეცათ საკუთარი ესკიზი ფაიფურის მასალაში საქართველოში, ადგილობრივ საწარმოებში შეესრულებინათ.

მინის ისტორია
თემა 10: კომუნიკაცია


ცხოველთა კომუნიკაცია
ცხოველთა კომუნიკაციის უცნაური ფორმები
ლაპარაკობენ?!

საკლასო სამუშაო: შეავსეთ გამოტოვებული უჯრები შესაბამისი ინფორმაციით
1.
კომუნიკაციის ტიპები


ამ კომუნიკაციის დროს უკუკავშირი მაშინვე არ გვაქვს, ამიტომ ყველაზე საპასუხისმგელოა 
ციკლური დრო


ჟესტები, გარეგნობა ჩაცმა
ლიგატური


ქართველი, რომელიც შვეიცარიაში თავისი სახელობის საათს უშვებს

2.
სწორხაზოვანი დრო


სახის ენა ,სხეულის ენა, სივრცე
შეხება, დროის სწორად გამოყენება
გარეგნობა და ჩაცმულობა
პუნქტუალურობა


umTavresad, awmyoze arian orientirebuli
დროის დაკარგვის მიზეზები

ქარაგმა


3.
ქართველი ენათმეცნიერი, დამსახურება


1)შინაარსი  2)ვოკალური
3)მეტავერბალური
ენა, ენის ფუნქციები

ქარაგმა


ენის სიტყვათა ახალი მარაგით გამდიდრება ბუნებრივი პროცესია,  ის ენის ნელი გადაგვარებისა და კვდომის პროცესს წარმოშობს. როდის ხდება ეს?
ქართული ენის დაცვა



4.
„ჟარგონული „ლექსიკა“


კომუნიკაცია სიტყვების გარეშე
ენა, ენის ფუნქციები

ქართული დამწერლობა


ენის სიტყვათა ახალი მარაგით გამდიდრება ბუნებრივი პროცესია,  ის ენის ნელი გადაგვარებისა და კვდომის პროცესს წარმოშობს. როდის ხდება ეს?
ეფექტური კომუნიკაცია


5.
ჰორფის ტომის დამოკიდებულება დროისადმი


„ჩვენ არ შეგვიძლია ვიაზროვნოთ საკუთარი ენის მიღმა“-ახსენით
ენების შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან...(დაასრულეთ)


ქართული ენის ფუნქციების პრობლემის მოგვარება მე-19 ს 60-იან წლებში
ამერიკელი მეცნიერების დამსახურება ენათმეცნიერებაში


რატომაა რომ ქართულში განვასხვავებთ დეიდას, მამიდას, ბიცოლას, ინგლისურში კი არა

6.
რა დაადგინა უორფმა ერთერთი ტომის გამოკვლევისას?


ენის წარმოშობის დრო
კოდირება


ედუარდ სეპირსი-დამსახურება
ენების შესწავლის მნიშვნელობა


„ლექსიკური მარაგი განსაზღვრავს აზროვნებას“-არგუმენტები

 7.
შეიძლება ენის „ტყვეობისაგან“ თავის დაღწევა? როგორ?

“zrdilmetyvelebis”
Taviseburi instituti, e. w. “Taarofi”iranSi-რას გულისხმობს?


mTargmnelebi iZulebuli iyvnen, gaeTvaliswinebinaT ama Tu im enis da, Sesabamisad, kulturis
Taviseburebebi Targmanis Sesrulebis dros, რატომ?

ქართული ენის ფუნქციების პრობლემა მე-19 ს 60-იან წლებში
ბენჟამენ ლი უორფი, მისი დამსახურება


ნათესაური კავშირები როგორ აისახება ენაში?

8.
როგორ გესმით გამოთქმა; „ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი საკუთარი ენის „ტყვეობაში“


განსხვავება ქართული ენის  რეფორმამდე და რეფორმის შემდგომ დაწერილ ნაწარმოებებს შორის მე-19 საუკუნეში
გოეთე -ენასთან დაკავშირებით


ქართული ენის ფუნქციების პრობლემა მე-19 ს 60-იან წლებში
ბენჟამენ ლი უორფი, მისი დამსახურება


რატომაა რომ ქართულში განვასხვავებთ დეიდას, მამიდას, ბიცოლას, ინგლისურში კი არა



კომუნიკაციის ტიპები
  1. ვერბალური 
  2. არავერბალური(ჟესტები, გარეგნობა ჩაცმა..)
  3. წერილობითი
1.ვერბალურის დროს სამი კომპონენტი გამოიყოფა: 
1)შინაარსი (ნათელი, კონკრეტული, ეთიკური, გრამატიკულად ორგანიზებული კარგად, თავისუფალი უცხო სიტყვებისგან),
 2)ვოკალური (ხმის ტემბრი, ტონი-ძლიერი ხმა,მკვეთრი, მტკიცე, დამარწმუნებელი
3)მეტავერბალური (დაფარული ქვეტექსტები, ნაგულისხმევი  შინაარსის მიღმა)

ეფექტური კომუნიკაციისთვის -სიტუაციის შესაბამისად უნდა შეიცვალოს ხმის ტემბრი, მკაფიოდ და ნათლად უნდა გამოთქვას სიტყვები, გაწონასწორებული, გასაგები  ენა და ნაცნობი ლექსიკა.

2.არავერბალური კომუნიკაცია-კომუნიკაცია სიტყვების გარეშე(70% კომუნიკაციისა ასეთია) , კომპონენტები:
1) სახის ენა (გამომეტყველება, თვალის კონტაქტი)
2)სხეულის ენა-ჟესტიკულაცია-თავის, ხელების მოძრაობა-, 
3) სივრცე, 
4)შეხება
5)დროის სწორად გამოყენება (3წმ-15 წმ-პაუზა)
6)გარეგნობა და ჩაცმულობა
3.წერილობითი კომუნიკაციის გაძლიერება შეუძლებელია არავერბალურით,უკუკავშირი მაშინვე არ გვაქვს, ამიტომ ყველაზე საპასუხისმგელოა (გამოხატვის სიცხადე, არაბუნდოვანება)
კომუნიკაციის მასალები ჟესტური ენა
ქართული ანბანი (ჟესტური)
ქართული დამწერლობა (ვიდეო)
მსოფლიოში არსებული დამწერლობების ნიმუშები
ისტორია

გამოიყენეთ სტატია და უპასუხეთ კითხვებს:
ქართული დამწერლობა
  1. რამდენი ასო-ნიშანი იყო ძველ ქართულ ანბანში? 
  2. ვინ შექმნა ქართული დამწერლობა?
  3. დაალაგეთ დამწერლობები წარმოშობის მიხედვით უძველესიდან თანამედროვემდე : მხედრული, ნუსხური, ასომთავრული
  4. როგორც ცნობილია ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამებრძოლებმა თანამედროვე, ლიტერატურული ქართული ენის შექმნის ჩარჩოებში ჩაატარეს ქართული დამწერლობის უმნიშვნელოვანესი რეფორმა. რას მოიცავდა ეს რეფორმა?
  5. ერთი ძირითადი ფაქტორი, რაც მკვლევარებს ქართული ანბანის შექმნას ბერძნულისაგან აფიქრებინებს, არის ის, რომ......................... (დაასრულეთ)
  6. რა დატვირთვა ჰქონდა წითელ მელანს ქართულ ხელნაწერებში?
  7. რა არის ლიგატური?Mkhedruli-ve.jpg  Mkhedruli-ga.jpg
  8. რა არის ქარაგმა? რა იყო მისი შემოღების ძირითადი მიზეზი?
  9.  რას ნიშნავს Karagma4.jpg —?
  10. რომელი შრიფტითაა უნიფიცირებული ქართული დამწერლობა კომპიუტერულ სისტემებში ?
ერთეულთა საერთაშორისო (სი) ერთეულები
ძირითადი სი ერთეულები
ერთეულიმოკლე აღნიშვნაფიზიკური სიდიდე
მეტრისიგრძე
კილოგრამიკგმასა
წამიწმდრო
ამპერიდენის ძალა
კელვინიKტემპერატურა
მოლიმოლნივთიერების რაოდენობა
კანდელაკდსინათლის ძალა
  • დროის ერთეულების უმეტესობა — წუთი, საათი, წელიწადი.
  • ტემპერატურის ერთეული ცელსიუსი (გამოიყენება სი ერთეული - კელვინის ნაცვლად).
  • ელექტრული ენერგია იზომება კილოვატსაათებში მეგაჯოულების ნაცვლად.
  • სიჩქარეები იზომება კილომეტრ/საათებში მეტრ/წამის ნაცვლად.
  • საზღვაო საქმეში მანძილის და სიჩქარის ერთეულად ხშირად იყენებენ საზღვაო მილს და კვანძს (საზღვაო მილი/საათში).
  • ასტრონომიაში მანძილებს ზომავენ ასტრონომიულ ერთეულებშიპარსეკებსა და სინათლის წლებში.
  • ფიზიკასა და ქიმიაში, ატომურ მაშტაბებში გამოიყენება ისეთი ერთეულები როგორიცაა ანგსტრემიელექტრონვოლტი და ბარნი
  • მედიცინაში სისხლის წნევა იზომება ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრებში და არა პასკალებში.

თემა 9: დრო
 moswavle acnobierebs dros, rogorc Tanamedrove sazogadoebis erT-erT ZiriTad resurss

დაგვიანების გამო დიდ ბრიტანეთში...

"დროც ადამიანივითაა, სანამ არ დაკარგავ მის ნამდვილ ფასს ვერ გაიგებ... ხშირად უკეთესს მოელი, მერე, დრო რომ გადის, ხვდები, ეს უკეთესი უკვე იყო, შენ კი უბრალოდ ვერ შენიშნე, ვერ შეაფასე... რაც დრო გადის მით უფრო ძვირფასი და სანატრელი ხდება შორეული წარსული...''
გოდერძი ჩოხელი

saklaso samuSao:
ტესტი:
1.ქართველი, რომელიც შვეიცარიაში თავისი სახელობის საათს უშვებს;
  1. დარცმელია
  2. გაბისონია
  3. ციკოლია
  4. გაბისონია
2.ხალხი, რომელთა raodenobis  aRmniSvneli sityvebi Semoifargleboda „erTi, ori, bevri“:
  1. პირაჰა
  2. ავსტრალიელი აბორიგენები
  3. მაიას ტომი
  4. ანუნაკები 

    3.umTavresad, awmyoze arian orientirebuli:

    1.ciklurი დროის კულტურები
    2. სწორხაზოვანი დროის კულტურები

romel kulturazea saubari?
            ახასიათებთ დაგვიანება, მუშაობაც ნაკლებად უყვართ და ნებისმიერ წამს მზად არიან, მიატოვონ სამუშაო, რათა ყავა დალიონ, გაისეირნონ, ან სულაც, ჰობით დაკავდნენ. შაბათ-კვირის შემდეგ, როგორც წესი, სამსახურში იგვიანებენ და დიდ ხანს გულს ვერ უდებენ სამუშაოს. ორშაბათობით, ბევრი მაღაზია სადილამდე არ მუშაობს.

ზემოთქმულის მიუხედავად,                  შინაგანად ძალიან მოწესრიგებულები არიან - ცოლსა და საყვარელთან (როგორც წესი, ჰყავთ) ყველაფერი კარგად დათვლილი და გათვლილი აქვთ, ზედმეტი ხარჯების გარეშე.                           გამორჩეულად ზრდილობიანები არიან, სწრაფად ლაპარაკობენ, ბრწყინვალედ ატარებენ მოლაპარაკებებს და თავიანთ პოზიციას იცავენ. ხშირად კეთილშობილები და გულუხვებიც არიან, მაგრამ ამასთან, ეშმაკები და ანგარიშიანებიც.

f
            შინაგანი მოთხოვნილებაა იდეების, გრძნობების, აზრებისა და ემოციების გაზიარება. სიზუსტესა და პუნქტუალობას პატივს არ სცემენ, რადგან თვლიან, რომ რაც უფრო მაღალია ადამიანის სოციალური სტატუსი, მით უფრო მეტი უფლება აქვს, დაიგვიანოს.

                  ძალიან უყვართ მიწა და, საერთოდ, სოფელი მათთვის რომანტიზმთანაა ასოცირებული. ადამიანში პატივს სცემენ ჭკუასა და გრძნობებს.

                    მთელ მსოფლიოში სტილისა და ეტალონად ითვლება და ამ ჭეშმარიტებას არავინ უარყოფს.

f



               უნიკალური და პარადოქსული ქვეყანაა. თავად        თავიანთ ქვეყანას აღიქვამენ, როგორც განსაკუთრებულს, თუმცა ხმამაღლა ამას არც გამოხატავენ და არც ამტკიცებენ.
                   ძალიან უყვართ მოგზაურობა.                         დამახასიათებელია თვითირონია, ჯანმრთელი სკეპტიციზმი და მისეული იუმორი. მათ მიაჩნიათ, რომ      იუმორი  იუმორის კლასიკაა, თუმცა რომ გაიგო, ძალიან კარგად უნდა იცნობდე ამ ქვეყანას, მის ისტორიასა და მსოფლმხედველობას.
მიუხედავად იმისა, რომ              ტრადიციულები და კონსერვატორები არიან,             არაფორმალური საზოგადოებაცაა - შეგიძლიათ, ქუჩაში ყოვლად წარმოუდგენელ სამოსში გამოწყობილი ადამიანები ნახოთ ყოვლად წარმოუდგენელი ვარცხნილობით. საქმე ისაა, რომ ტურისტების გარდა, მათ ყურადღებას არავინ აქცევს. ერთის მხრივ,             უცნაური და ექსცენტრული ადამიანების ქვეყანაა, მეორეს მხრივ - ტრადიციული და კონსერვატორული, მაგრამ ერთმანეთს არ უპირისპირდებიან და ალბათ, ესაა ყველაზე დიდი გამოცანა
En

                       სამუშაო დღე ადრე იწყება და ადრე მთავრდება. შინ ტელეფონით დარეკვა შეიძლება დილის 5:00-დან საღამოს 21:00 სთ-მდე. სახელმწიფო სტრუქტურებში დილის 7 საათზე ყველა თანამშრომელი თავის ადგილზეა.                  როგორც წესი, 20-15 წუთით ადრე მიდიან სამსახურში, რომ ზუსტად 7 საათზე მუშაობას შეუდგნენ. კერძო სტრუქტურებში, მარკეტებსა და სხვა დაწესებულებებში ჩვეულებრივი მოვლენაა 6 საათზე მუშაობის დაწყება. მოსწავლეები დილის 7 საათზე უკვე კლასებში სხედან და მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს.
                   სამუშაო მათ ცხოვრებაში უმთავრესია და “ტრუდოგოლიკებად” ითვლებიან. აგრეთვე, უკიდურესად პუნქტუალურები არიან და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან აღებულ ვალდებულებას.
                  არ უყვართ კომპლიმენტები და ადამიანებს მხოლოდ თავიანთი საქციელით აფასებენ. საქმიან მიღებაზე ზუსტად დათქმულ დროს უნდა გამოცხადდე და ზუსტად ისე უნდა გეცვას, როგორც მოსაწვევშია მითითებული. ხშირად მოსაწვევ ბარათზე აღნიშნულია ჩაცმულობის ფორმა - ფრაკი, ან სმოკინგი, რომლის გამოტანა “პრაკატიდან” შეიძლება.

               საქონელი, ტექნიკა თუ სხვა საუკეთესო ხარისხისა და გამძლეა, თუმცა გარეგნულ იერსახეზე, სილამაზეზე ნაკლებად ზრუნავენ. ძალიან თვალში საცემია, ლუდის უზომო სმა.
G


თავიანთი ბუნებით,                   ძალიან გახსნილები და ხალისიანები არიან. მათ შეუძლიათ, იყვნენ ძალიან სერიოზულებიც, თუ ამას საჭიროება მოითხოვს. გარდა ამისა,      იუმორის საოცარი გრძნობა აქვთ.
ადრე                ჰქონდათ შესანიშნავი ტრადიცია: ყოველ დღე, 13-დან 16:00 საათამდე ისვენებდნენ დროის ამ შუალედში იკეტებოდა ბანკები, მაღაზიები და სახელმწიფო დაწესებულებები. ეს ტრადიცია მთელ               ვრცელდებოდა, მაგრამ 2005 წლიდან, დასვენების დროში ცვლილებები შევიდა და ერთი საათით შემცირდა. ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყნებში,           საქმიანი ხალხი გაცნობისას ერთმანეთს ხელს ართმევს და სავიზიტო ბარათებს ცვლის,
თუმცა                     ნაციონალური თვისებაა დაგვიანება და საქმიან შეხვედრებზეც იგვიანებენ. ხასიათის ეს შტრიხი იმდენად თვალშისაცემია, რომ არაორგანიზებულობაზე თავად                      ხუმრობენ, ევროპაში კი, ანეკდოტებს ჰყვებიან.
                 არაორგანიზებულობის მიუხედავად, სამუშაო დღე 9 საათზე იწყება და დაგვიანება გამორიცხულია

Es



  1.     როდის იკარგება ძვირფასი წამები?
  2. რა არისპუნქტუალურობა?
  3.  დროის ფასი

„არც ერთი უქმად დაკარგული წუთი“
1.    მუშაობა წინასწარ დაუგეგმავად
2.    ბუნდოვანი მიზნები
3.    საკუთარი ქცევის მართვა - თვითდისციპლინის დაცვა
4.    მოუწესრიგებელი სამუშაო მაგიდა
5.    მინდა, ყველაფერი ვიცოდე
6.    განუსაზღვრელი პრიორიტეტები
7.    ცუდი კომუნიკაცია
8.    გადადებული საქმეები

კულტურათა დამოკიდებულება დროისადმი

სიზუსტეს ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას იაპონიაში, ამერიკაში
ნაკლებ ყურადღებას იჩენენ სიზუსტისადმი ევროპაში, საფრანგეთში, იტალია, საქართველოში.
  პუნქტუალური კულტურები

დაალაგეთ პუნქტუალურობის მიხედვით კულტურები
1.    მექსიკა, იაპონია, საფრანგეთი, ამერიკა, გერმანია საქართველო, ესპანეთი, იტალია, რუსეთი



მინი-პროექტი ,მე-11 კლასი

თემები:

ჩემი ქალაქი
ჩემი სკოლა
ეროვნული სამოსი

შეფასების კრიტერიუმები:
  1. საინტერესო (1ქ)
  2. პრეზენტაციის აგების ტექნიკა, მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება (3ქ)
  3. შინაარსის რელევანტურობა (2ქ)
  4. შემოქმედებითობა(2ქ)
  5. წარდგენა (1ქ)
  6. დროის ლიმიტი (1ქ)
შეფასების სქემა
მოსწავლეები: (პრეზენტატორები)










1.პრეზენტაციის სტრუქტურა (შესავალი, შინაარსი, დასკვნა, გამოყენებული  ვიდეო და ფოტომასალა, რესურსები,თავის წარდგენა) (3)
2.თემის აქტუალურობა, საინტერესო (1)










3.კვლევის, ნაშრომის წარმოჩენა, აუდოტიარასთან კომუნიკაცია,შემოქმედებითობა (2)
4. თემის შინაარსობრივი , მეთოდოლოგიური გამართულობა (2)
5. წარდგენა,საუბარი (გამართული მეტყველება, ტემბრი)(1)






6.დროის ლიმიტის დაცვა (1)
 ჯამი =ნიშანი

პრეზენტაციის აგების სარეკომენდაციო მეთოდოლოგია
შესავალი
მიზანი
მეთოდი
ისტორია, თანამედროვეობა, პრობლემები
პროექტის მსვლელობა
შედეგები, დასკვნა, რეკომენდაციები
გამოყენებული რესურსები

პრეზენტაცია  მაქსიმუმ 15 სლაიდი
პროექტის პრეზენტაცია მოხდება 21.12.2016

თემა 8: რეკრეაცია
აირჩიეთ სარეკრეაციო ფორმა:
რუსთავში ახალი სკვერები გაიხსნება
მსოფლიოს საუკეთესო გასართობი პარკები
ევროპის საუკეთესო გასართობი პარკები
საკლასო სამუშაო:

  1. განმარტეთ  კომერციული და არა კომერციული რეკრეაცია და დაასახელეთ მაგალითები
  2. დაასახელეთ თქვენთვის საინტერესო სარეკრეაციო სივრცე და წარმოადგინეთ მისი დადებითი მხარეები





თემა 7:სამართალი
საკლასო სამუშაო:

  1. გააკეთეთ 3 სვეტიანი ცხრილი რა? სად? როდის? შეავსეთ სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციით კანონთა კრებულებზე 
  2. სამართალი წერილობით ფორმამდე როგორ რეგულირდებოდა? რა იცით ამის შესახებ?
  3. სასჯელის ფორმები სხვადასხვა კულტურაში

დასჯის ხელსაწყოები
სახელმძღვანელოში მოცემულ კითხვებზე გაეცით პასუხი და წაიკითხეთ დამატებითი ინფორმაცია

ძველი ქართული სამართალი

თემა 6:ხელოვნება
ქართველი მხატვრები
ანტიკური ხელოვნება
ქართველი ემიგრანტი ხელოვანი ქალი

საკლასო სამუშაო:
პირველი ქართული მუსიკალური ინსტრუმენტები
ქარ­თუ­ლი ხალ­ხუ­რი სიმ­ღე­რი­სა და საკ­რა­ვე­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო მუ­ზე­უმ­ი
კვლავ მუზეუმი
უძველესი ქართული და ეგვიპტური ხელოვნების ნიმუშები
თემა 5:სიმბოლო (გვ.85)
  1. რა დატვირთვა აქვს სიმბოლოებს?
  2. რას ნიშნავდა  დახრილი დროშა ?
  3. დაასახელეთ საქმიანობის ამასახველი სიმბოლოები
  4. სიმბოლო "ვარსკვლავის" მნიშვნელობა სხვადასხვა კულტურაში
  5. სამეცნიერო სიმბოლოები
  6. რა არის გერბი?
  7. ქართული სიმბოლოები
  8. ლარის სიმბოლო
  9. მითოლოგიური სიმბოლოები
  10. რაგბის სიმბოლო
თემა 4:მკურნალობა და მედიცინა
გასული წლების მედიცინა
ბერძნული მედიცინა

უპასუხეთ შეკითხვებს:
  1. სად ჩამოყალიბდა მედიცინა, როგორც მეცნიერება?
  2. რა არის მიზეზი იმისა, რომ erTi kulturis warmomadgenlebi ama Tu im avadmyofobiT ufro xSirad avaddebian, meoreni ki _ ara, mkurnaloba erT jgufSi ufro efeqturia, vidre meoreSi?
  3. დაასრულეთ: mecnierebi Tvlian, rom daavadebis srulyofili mkurnalobaSeuZlebelia im bunebrivi, socialuri da kulturuli garemos codnis gareSe, sadac adamianebi cxovroben
      4.ukanasknel aTwleulebSi medicina ukiduresad swrafi tempiT viTardeba, რას ეთმობა sul ufro meti yuradReba? 

მცხეთაში აღმოჩენილია ოქროსა და ბრინჯაოს ბეჭდები, რომელთა გემაშიც გამოსახულია მედიცინის მფარველი ღვთაება ასკლეპიოსი.გამოთქმულია ვარაუდი, რომ ოქროს ბეჭედს მცხეთაში ატარებდა სამეფო კარის მკურნალი ექიმი, ხოლო ბრინჯაოს ბეჭედს, შედარებით დაბალი რანგის ექიმი. 
მსგავსი ბეჭდები ნაპოვნია ურბნისში და სხვ. 
ძველ საქართველოში გავრცელებული იყო ისეთი სახის თქმულებები, რომელთა მიხედვითაც საექიმო საქმის სწავლება გველს უკავშირდება, იგი საექიმო სიბრძნის მცოდნეთაა აღიარებული. სვანი სახალხო მკურნალები თავიანთ სამედიცინო ცოდნას გველს უკავშირებენ.
ე.ი. არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, ასევე მითოლოგიური გადმოცემებითაც გველი მჭიდროდაა დაკავშირებული სამედიცინო საქმიანობასთან.


წყარო: http://www.dzeglebi.ge/statiebi/etnografia/dzveli_qartuli_medicina.html

ქართული მედიცინის ისტორიიდან
დავით ბატონიშვილის იადიგარი
მოგვაქვს ვრცელი ციტატა „იადიგარ დაუდის“ პირველგამომცემლისა და, საერთოდ, ქართული მედიცინის ისტორიის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ფუძემდებლის ექიმ ლადო კოტეტიშვილის გამოკვლევიდან: „მეფე დავითს ანუ დაუთ-ხანს რომ საფუძვლიანი საექიმო ცოდნა ექნებოდა, ეს ეჭვს გარეშეა. ამას თვითონვე ამჟღავნებს, შეიძლება თავისდა უნებლიედ, ამ წიგნის შესავალში, სადაც ის ეპიკური სიდინჯით და მეცნიერის დამაჯერებლობით მოგვითხრობს: „…და ერთსა დღესა, ერთსა ბედნიერსა და ფილოსოფოსსა კაცსა შემოვეყარენით და თავისა სახლშიგა მიმიყვანა და მრავალი საექიმო და სამეცნიერო წიგნები ჰქონდა და გვიჩვენა. და სრული ის წიგნები ვნახეთ და გავსინჯეთ და მწოვედ მოგვინდა და მოგვეწონა. წინას კაცთა მცნებასა და მცოდნეობას გავჰკვირდით, თუ ამა ყუელასა სენსა, ჭირსა და სატკივარსა ან როგორ მიხუდეს, ან გული როგორ გაავლეს, და ამთენსა სენსა და ჭირსა თავ თავისი წამლები როგო უპოვეს.“
რად აინტერესებდა დავით ბატონიშვილს საექიმო წიგნები? იმ აუარებელ ფილოსოფიურ წიგნებში, რაღა საექიმო წიგნებით დაინტერესდა ჩვენი ავტორი, ან რითი იყო გამოწვეული ეს დაინტერესება? ამ კითხვებზე თვითონვე იძლევა პასუხს: „აწე, ესე ჩუენცა ვიცოდით, რომე დღეს საქრისტიანოშიგა ამისთანა და ამგვარი წიგნისააქიმო არ იყო და საქრისიტიანოშიგა (საქართველოში) მრავალი ისეთი კაცი ვნახეთ, რომე უხელობითა და უცოდნელობითა მოკვდა და დაზიანდნეს, რომე რაცა მათ კაცზედა სენი და ჭირი ვნახეთ ან მისი სენისაგან ისი კაცნი დაზინდნეს, მის სენისა და ჭირის წამალი ყუელა ადვილისა საქმითა მათ წიგნებშიგა ეწერა. ვნახეთ და წავიკითხეთ ამ რიგისა სენისა მკურნალი წამალიცა ბევრი ვნახეთ”.
საიდან უნდა სცოდნოდა დავითს ანუ დაუთ-ხანს, რომ საქრისტიანოში, ანუ საქართველოში, ამგვარი სამედიცინო ლიტერატურა არ იყო, თუ კარგად არ იცნობდა იმ დროს საქართველოში არსებულ საექიმო ლიტერატურას? ან კიდევ, საიდან ნახავდა ის მრავალ ავადმყოფს, რომელნიც „უხელობითა და უცოდნელობითა მოკვდა და დაზიანდა“? აქედან გასაგებია, რომ დაუთ-ხანი საქართველოშივე დაინტერესებული ყოფილა როგორც საექიმო მეცნიერებით, ისე საექიმო პრაქტიკით.
ავტორი განაგრძობს: „მერმე ჩემი თავი და ჩემი გულის ყური, ჩემი ჭკუა და მცოდინარობა დავსცადო თუ ამა ორისა თათრულისა წიგნისა ერთგან შეკრება და გადმოთარგმნა შემიძლიან თუ არა მეთქი...“
რას ნიშნავს ეს „მცოდინარობა“? ან როგორ უნდა გამოეცადა, ჩვენს ავტორს, ეს მცოდნეობა საექიმო მეცნიერებისა, თუ ასეთი მას არ ექნებოდა?
გასაგებია, რომ დაუთ-ხანს, ეს მცოდნეობა საფუძვლიანი ჰქონია, თორემ მართლა ვერ გაბედავდა ამ მძიმე საქმისათვის ხელის მოკიდებას.
შემდეგ ავტორი უკვე მეცნიერული დამაჯერებლობით აცხადებს: „აწე ერთი სააქიმო მუხათსარი ვითამცა და ცოტა და კარგი წიგნი გარდმოვიღო და ყოვლის სააქიმოისა წიგნებიდაღმან გადმოღებული და ან რაც ბრძენთა და ფილოსოფოსთა კაცთაგან ნაქმარი ან ნათქვამი სიტყუანი და საქმეები იყოს, ან მე ცოდვილსა და უღირსსა მამეგონოს და გამომეღოს ან მრავალჯერ დამეცადოს, ყუელა ამა წიგნშიგა დავსწერო”.
რას ნიშნავს ეს „მამეგონოს და გამომეღოს ან მრავალჯერ დამეცადოს“? გასაგებია, რომ ჩვენ აქ საქმე გვაქვს ისეთ ავტორთან, რომელსაც აქვს დიდი პრაქტიკული გამოცდილება და აქვს თავისი გამოგონილი წამლები.
ავტორის სამედიცინო-ფილოსოფიური კონცეფცია დამყარებულია ჰიპოკრატეს ჰუმორულ-პათოლოგიურ თეორიაზე ისე, როგორც ყველა ადრინდელი ქართული სამედიცინო ძეგლი. წიგნი ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგება: ზოგადი და კერძო პათოლოგიისა და თერაპიისაგან. ზოგად ნაწილში, მოკლე ანატომიურ-ფიზიოლოგიური მონაცემების შემდეგ, ძალიან დეტალურადაა განხილული ჰიგიენისა და დიეტეტიკის საკითხები. ჰიგიენის საკითხებიდან აღსანიშნავია: „ძილისა და სიფხიზლის წესები“, სქესობრივი ჰიგიენის წესები, მოვლის, კვებისა და მკურნალობის ზოგადი პრინციპები, პროფილაქტიკური მკურნალობის წესები (გასახსნელი წამლების მიღების, პირღებინების, სისხლის გამოშვების, ოყნის გაკეთების წესები და სხვ.).
განსაკუთრებული გულმოდგინებითაა გადმოცემული დიეტეტიკის საკითხები; განხილულია თითქმის ყველა საკვები და სამკურნალო საშუალების თვისებები, გარჩეულია პურის, ხორცის (32 სახის), ცხიმეულის (ქონი, ერბო, ზეთი), რძისა და მისი ნაწარმის, თესლეულის (50-მდე სახის), ხილის (70-მდე დასახელების) კვებითი და სამკურნალო ღირებულება, მავნეობა.
შემდგომ თავში საკმაოდ ვრცლად და საინტერესოდაა გადმოცემული დიაგნოსტიკური საშუალებანი, ძირითად ნაწილში გარჩეულია კერძო პათოლოგია და თერაპია, თანამიმდევრულადაა განხილული იმდროინდელი მედიცინის თითქმის ყველა ძირითადი დარგი.
ავტორი, პირველ რიგში, განიხილავს ნერვულ და ფსიქიკურ დაავადებებს, შემდეგ თვალის, ყურის, კბილის, ყბის, ენის, პირის ღრუს, სახისა და ყელის, ფილტვების, ღრძილისა და თირკმლების, გულისა და კუჭის, ელენთის, ნაწლავების, შარდის ბუშტისა და სასქესო ორგანოების, კანისა და სახსრების დაავადებებს, ციებ-ცხელებას, წყლულებსა და ჭრილობებს, მოტეხილობასა და დამწვრობას, ძაღლის, გველის, მორიელისა და ფუტკრის ნაკბენს. გონებამახვილურადაა განხილული თითქმის ყველა ცალკეული დაავადება. განსაკუთრებით ვრცლადაა მოცემული ამ დაავადებათა მკურნალობის მეთოდები. გარჩეულია მრავალი სამკურნალწამლო საშუალება, სხვადასხვა ავტორის მიერ შემუშავებული ვარიანტები. ლ. კოტეტიშვილი შენიშნავს, რომ დავით ბატონიშვილის წიგნსა და, საერთოდ, ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლებში გამოყენებულია ე.წ. პოლიფარმაციის პრინციპი, ანუ ბევრი წამლის ერთად გამოწერა. ეს ტრადიცია, ლ. კოტეტიშვილის აზრით, შემოტანილი უნდა იყოს საქართველოში არაბეთიდან, სადაც არაბმა ექიმებმა წამლების ისედაც დიდი რიცხვი უფრო გაამრავლესო1. ჩვენი აზრით, აქ შეიძლება სხვა აღმოსავლური სამედიცინო სისტემის გავლენაზეც ვილაპარაკოთ, განსაკუთრებით – ტიბეტურზე, მითუმეტეს, როდესაც ჩინური და ინდური მედიცინის პლასტები ქართულ ტრადიციულ მედიცინაში ადვილი შესამჩნევია. ბოლოს მოცემულია შარბათების, მალამოებისა და სხვა სამკურნალწამლო საშუალებათა დამზადების ზოგადი პრინციპები.
პალპაციისა და აუსკულტაციის გარდა, წიგნში განხილულია, აგრეთვე, ქალური დაავადების დროს საშვილოსნოს ორი თითით გასინჯვა. ისე როგორც დღეს, „საყმაწვილოს თავშიგა ორი თითი შეყოს და თუ თითსა ძალიან ეცემოდეს და ან მწვედ გამოსტეხდეს იცოდეთ ეს დედაკაცის ორსულობა ვარამისაგან (სიმსივნე) არის“. აქ მოცემულია ორსულობისა და მოჩვენებითი ორსულობის (სიმსივნით გამოწვეული) დიფერენცირების საშუალება ობიექტური გასინჯვით.
ცოფის დიაგნოსტიკის ბიოლოგიური ცდის შესახებ კარში ვკითხულობთ: „მოიტანე ნიგვზის გული და ძაღლის ნაკბენის ალაგი იმა ნიგვზის გულითა დაუზილეთ და მერე ესე ნიგოზი ქათამსა მიუყარეთ, და თუ ან არა ჭამა და ან ჭამა და ქათამი მოკვდა იცოდე ბრაზიანი (ცოფიანი) ძაღლის ნაკბენი არის. და თუ ჭამა და ქათამი არ მოკვდა… მართლის ძაღლის ნაკბენი არის”. როგორც ვხედავთ, საქმე გვაქვს მეტად საყურადღებო ბიოლოგიური ცდის პრინციპებთან.
ადრინდელი სამკურნალო ძეგლებიდან ცნობილი სამკურნალო მანიპულაციების (ხელის გახსნა, კოტოშები, წურბელები, ოყნის გაკეთება და სხვ.) გარდა, „იადიგარ დაუდში“ აღწერილია წამლის მიღების მეტად საინტერესო მეთოდი – ინჰალაციის სახით.
კარში „თ“ ვკითხულობთ: „მოიტანე ერთი აგური და კარგად გაახურვე, მერმე გამოიღე და ზედ ცხარი ძმარი დაასხი და მამ ცხვირცინგლიანმა კაცმან, ასსე უნდა, თავი და ცხვირი ამა ძმრის ორთქლზედა დაიჭიროს, და თავზედა რამე წაიხუროს, რომე ორთქლი არ გაუცივდეს და კარგად იორთქლონ“. როგორც ჩანს, აქ აღწერილია სურდოს (Rhinitis) მკურნალობა ინჰალაციით. ქვემოთ (კარი „კვ“) აღწერილია სასუნთქი ორგანოების მკურნალობა: „მოიტანე ერთი პირვიწრო ლიტრა და ამა ლიტრაშიც ცოტაოდენი ვარდის ყვავილი ჩაყარე და ამაზედა ცოტა ნაკვერჩხალი დააყარე და ნაკვერჩხალზედა ამა გუნდებისაგან (წამალია) ერთი, ორი გუნდა დააფშვნიტე და იმა ლიტრასა პირი მოუგლისე და ამა ლერწმის მეორე საფაყარიანმან კაცმან პირშიგა უნდა დაიჭიროს და ამა წამლების კუამლი ამოსწოვოს, რომე წამლების კუამლი ყუელი პირსა და ხახაშიგან შემოიდინოს, და ასრე უნდა ესე კუამლი ჩაყლაპის“. როგორც ირკვევა, ინჰალაციას, ანუ „კუამლებას“ იყენებდნენ არა მარტო სასუნთქი ორგანოების სამკურნალოდ, არამედ თვალის კონიუქტივური პარკის შებოლვისათვის (ჰემერალოპიის შემთხვევაში), საშვილოსნოსა და სწორი ნაწლავიდან შეორთქლებისათვის სხვადასხვა დაავადების დროს და ა.შ. იყენებდნენ აგრეთვე მშრალად წამლის ჩაბერვას ხახაში: „და ერთსა ლერწმისა მასრაშიგა ჩაყარეთ (წამლები) და ამა მასრისა ერთი წვერი ცხვირშიგა შეუდევით და მეორე წვერი პირთანა დაიჭირეთ და ამა მასრასა წყნარად შეუბერეთ, რომე ესე წამლები კაცსა დამაღშიგა შეუვიდეს“ (კარი „თ“). ან კიდევ „ლერწმის მასრითა ხახაში ჩაუყარონ და ასრე რიგად ჩაბერონ რომე, წამალი ხახაშიგა ჩაუვიდეს” (კარი „კბ“).
წიგნში ნაკლებადაა განხილული ქირურგია, რადგან ავტორის აზრით, „რკინის საქმე და ჩუენი აქიმობა შორი შორ არის“. ჩანს, იგი მტკიცედ იზიარებდა მოსაზრებას ზოგიერთ „აქიმთა“ (თერაპევტთა) მხრივ ქირურგიის უგულვებელყოფის შესახებ. მაგრამ, ქირურგიისადმი ასეთი განწყობილების მიუხედავად, ზოგიერთ ქირურგიულ ჩარევათა შორის ავტორი ერთ-ერთ საინტერესო ოპერაციასაც აღნიშნავს: „და ბევრსა აქიმთა ასრეცა უთქუამს თუ აღარა ღონე იყოს (სწორი ნაწლავის გამოვარდნის დროს) უკანა კარი შეუკერონო და კიდეცა დასდაღონო, მაგრა დადგებისო“. ცხადია, აქ ლაპარაკია სწორი ნაწლავის გამოვარდნილობის (Prolapsus ani) ქირურგიულ მკურნალობაზე, რომელიც, ჩანს, იმდენად გავრცელებულ და საიმედო ოპერაციად მიაჩნია ავტორს, რომ ხაზს უსვამს მის ეფექტურობას.
ძეგლში ლაპარაკია აგრეთვე ბუნებრივი ფაქტორებით მკურნალობის, კლიმატურ-ბალნეოლოგიური მკურნალობის პრინციპების მნიშვნელობაზე. მზით მკურნალობა გამოყენებულია „ისისხის სენით“, ანუ წყალმანკის სენით (ტუბერკულოზური პერიტონიტით) დაავადების დროს: „ან მზე შიგა ცხელსა ალაგსა უნდა დაჯდეს, რომე ამა კაცსა თავი ჩრდილშიგა უნდა ჰქონდეს და სრულად ტანი მზეშიგა ჰქონდეს. და თუ მზე არ იყოს ამავ რიგად ცეცხლის პირსა და ან თორნის პირსა დაჯდეს“. კარგად იცის ავტორმა ზღვისა და მინერალური წყლების სამკურნალო თვისებები: „ან ზღვის წყალშიგა, ან გოგირდის ან ქანის (მინერალურ) წყალშიგა ყელამდის ჩასვან და თუ ესეები არცერთი იყო, ამავე რიგად ყელამდისი მარილს წყალშიგა ჩასვან“, ან კიდევ: „და თუ ასეთსა თბილსა აბანოშიგა იბანონ რომე მიწიდაღმან თვითონ თბილი გამოდიოდეს ამრიგსა ილიაჯაშიგა (აბაზანა) ბანება და შიგ ჯდომა სისხისა სენსა და სიმსივნესა მწოვეს არგებს და კარგად მოუხდების“.
ავტორი მელანქოლიის, სევდიანობისა და, საერთოდ, ნერვულ დაავადებათა დროს ურჩევს ავადმყოფთ ლამაზი საგნების ხილვას, ტკბილ საუბარს, მუსიკის მოსმენას და სხვ.: „კაის საკრავისა ან კაის ხმის გაგონება, და ლამაზის ალაგის ნახვა, და ყოვლის წამლისაგან მეტადრე თავის საყუარლის ნახვა, დაჭურეტა, ყოვლის სენისა და ჭირისა წამალ და აქიმი არის“.
ამრიგად, დავით XI-ს „იადიგარ დაუდი“ ენციკლოპედიური ხასიათის ნაშრომია, რომელიც მაშინდელი მედიცინის თითქმის ყველა ძირითად საკითხს ეხება.
ვახტანგ VI - „სამედიცინო პარაგრაფები“.
XVII საუკუნის დასასრულისა და XVIII სუკუნის დასაწყისის უაღრესად მძიმე პოლიტიკური სიძნელეების ფონზე აღტაცებას იწვევს ვახტანგ VI-ის (1675-1737) მრავალფეროვანი მოღვაწეობა კულტურისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგში. თავისი ხანმოკლე სიცოცხლე მან პოლიტიკურ ემიგრაციაში, უცხოელ დამპყრობლებთან ან შინაურ მტრებთან ბრძოლაში გაატარა.
ვახტანგ VI-მ დიდი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. „უსწორო კარაბადინი“ მისი ბრძანებითა და ხელმძღვანელობით იყო გადაწერილი და რედაქტირებული „სეფეთა დარბაზის“ („სწავლულთა კომისია“) მიერ. ტექსტი სტილისტურად შეასწორეს, გადაამუშავეს, შეავსეს, მკურნალობის მეთოდები და სამკურნალო საშუალებები ახლებურად შეცვალეს და სხვ.
აღსანიშნავია ვახტანგის გულისტკივილი ერთი ფურცლის დაკლების გამო, ჩანს, ის ბევრი უძებნია, რადგან ჩივის „ვერსად ვიპოვეთო“.
ვახტანგის ღვაწლითა და მზრუნველობით შემორჩა ქართულ კულტურას ძველი ქართული მედიცინის უძვირფასესი ძეგლი ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის „სამკურნალო წიგნი - კარაბადინი“.
შემონახულია მისი ჩანაწერი ხელნაწერის ერთ ფურცელზე (მისსავე კალამთან ერთად): „აქ ჩვენ საქართველოს გამგებელმან ბატონიშვილმან პატრონმან ვახტანგ თვითეულად ფურცლად მოშორებული კარაბადინი ესე შევაწყობინე და შევაკვრევინე სახმარად და სასარგებლოდ კაცთათვის და სახმარად ყოველთა“. ეს ჩანაწერი ხელნაწერის შეკრებასთან, განახლებასა და აკინძვასთან დაკავშირებული ანდერძია. როგორც ხელნაწერის გარეგნული შესწავლით ირკვევა, ვახტანგს ძეგლზე ასეთი სამუშაო ჩაუტარებია: 1. ფურცელ-ფურცელ დაშლილი კარაბადინი აუწყვია, აუკინძავს და ჩაუსვამს ძვირფას ყდაში; 2. გამოურკვევია ფურცელთა ნაკლებობა და საკუთარი ხელით სათანადო ადგილას მიუწერია: „აქ ფურცელი აკლია ერთი“, „აქაც აკლია“ და ა.შ. (სულ 17 ადგილას); 3. შეკრულ ხელნაწერში ახალი პაგინაცია გაუკეთებია; 4. აშიებზე ზოგან მიუწერია შენიშვნები და განმარტებანი.
ეს მუშაობა ვახტანგის მიერვე დათარიღებულია 1709 წლით. „უსწორო კარაბადინის“ გადაწერა და რედაქტირებაც ამავე პერიოდს უნდა ეკუთვნოდეს, რადგანაც მინაწერში ვახტანგი თავის თავს „გამგებლად“, „ბატონიშვილად“ (1703-1716 წწ.) იხსენიებს და არა „მეფედ“.
როგორც ირკვევა, ვახტანგ VI-ის ღვაწლი სამკურნალო მეცნიერებაში მხოლოდ სარედაქციო-აღდგენითი სამუშაოებით არ ამოიწურება. სათანადო წყაროებზე დაყრდნობით არსებობს მოსაზრება, რომ ამავე ხანებში მას შეუდგენია ვეტერინარიის სახელმძღვანელო: „წიგნი ცხენთა ცნობისა და აქიმობისა“ [19]. იგი შედგება 114 კარისაგან (პარაგრაფისაგან). 43 პარაგრაფში განხილულია ცხენთა ჯიშის გაუმჯობესების, ცხენის ექსტერიერის, ჯიშთა გამოცნობის, წვრთნისა და მოვლის მეთოდები, რომლებიც იმ დროისათვის ძალიან გონებამახვილურია. შემდეგ თავებში განხილულია ცხენის დაავადებათა პროფილაქტიკა, კლინიკა და მკურნალობა. მრავლადაა მოცემული სამკურნალწამლო ნივთიერებები. ავტორი მოკლედ აღნიშნავს პათოლოგიის ზოგად საკითხებს, საიდანაც ჩანს, რომ იზიარებს ჰიპოკრატეს ჰუმორულ-პათოლოგიურ თეორიას.
ძეგლში კარგად არის აღწერილი დაავადებათა კლინიკური სურათი, მაგალითად, კარი ხველის, წითელი ქარის, მუცლის ტკივილის, შიგნით სიცხის სირაჯის შესახებ, ყოლინჯის აღწერილობა და სხვ., რაც იმაზე მეტყველებს, რომ ვეტერინარია იმ დროისათვის საფუძვლიანად ჩამოყალიბებული დარგი ყოფილა.
ცალკეული დაავადება შესწავლილია დიფერენცირებულად, დიაგნოსტიკის, კლინიკის, მკურნალობისა და სხვათა მხრივ. დაავადებათა სამკურნალოდ ხშირად ხაზგასმულია მეტად რადიკალური საშუალებები ქირურგიულ ჩარევათა სახით. ნაჩვენებია სისხლის გამოშვება, თერმული მოწვა, დადაღვა. ავტორი იძლევა დარიგებას ინფექციური სნეულებებით დაავადებული პირუტყვის იზოლაციის შესახებ, რაც ეპიდემიასთან ბრძოლის მეტად რაციონალური მეთოდია.
ვახტანგის მიერ შედგენილი საკუთრივ სამედიცინო ხასიათის ძეგლი არა გვაქვს, მაგრამ მისი ერთი მეტად საინტერესო ხელნაწერი: „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის, შეკრებილი მეფის ვახტანგისაგან“, შეიცავს სამედიცინო ხასიათის პარაგრაფებს, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს ვახტანგის განსწავლულობას მედიცინაში.
ტექსტში აღმოსავლური ტერმინების გვერდით ხშირია რუსული სიტყვები, ტერმინები, მაგალითად, ოტკა, ხლება, ჩეთვერთი, ჩარეკა, მიშიაკ, პოროშოკი, ფეჩი, სტაქანი, და სხვ. აგრეთვე ლათინური ტერმინოლოგია: ალე ვიტერმუს, კარდიალის ტერპენანტო, მოსტიხა და სხვ.
დასავლეთ ევროპასთან იმდროინდელი საქართველოს კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების მაჩვენებელია, რომ წიგნში ხშირად ვხვდებით ასეთ წინადადებებს: „საფრანგეთიდან მოვა“ (პარ. 246) „თაგვის წამალი… ამის ქანი ხვარასანშიც არის და საფრანგეთსაც არი“ (პარ. 54), „ფრანგული ლადანის მსგავსი სურნელება“ (პარ. 252), ,,დანამასტაკის ოტკას ფრანგნი მოსტიხას ეძახიან" (პარ. 267).
ავტორი იმდენად ყურადღებით ეპყრობა ახალ ევროპულ აღმოჩენებს, რომ საჭიროდ მიაჩნია ასეთი „განაგონი" ამბავიც კი ჩაურთოს თავის შრომაში: „ვერცხლის წყალი ქანიდამეც გამოვა, სინგურიდამეც გამოვა. ერთს ქვეყანას, გამიგონია, მიწაც ამოჰყრის. ასეც გამიგონია სისხლისაგან, ბაყლისაგან, ერთ ფრანგ ექიმს გამოეღოს“ (პარ. 68). 
ამჟამად ლიტერატურაში ცნობილია, რომ ცოცხალ ორგანიზმში ვერცხლისწყლის არსებობა პირველად თითქოს გერმანელმა მეცნიერმა ა. შტოკმა აღმოაჩინა 1926 წელს. მიუთითებენ მცირე რაოდენობით მის შემცველობაზე ღვიძლსა და თირკმელში (შარდში, ოფლში, ნაღველში, ნერწყვში და სხვ.). ამ მხრივ მეტად საინტერესოა ვახტანგ VI-ის ზემოაღნიშნული ცნობა ფრანგი ექიმის შესახებ, რომელსაც თითქოს გაცილებით უფრო ადრე (1716-1724 წწ.) „გამოეღოს“ ვერცხლისწყალი ადამიანის ორგანიზმიდან (ჩირქიდან, სისხლიდან). 
ხელნაწერში სამკურნალო საშუალებების სისტემური აღწერილობა არ გვხვდება, მაგრამ ის მაინც გარკვეულ ინტერესს იწვევს, ერთი მხრივ, ძველი ქართული მედიცინის ისტორიის და, მეორე მხრივ, თვით ვახტანგ VI-ის პიროვნებისა და მისი მეცნიერული დიაპაზონის შესწავლის თვალსაზრისით.
ტექსტიდან მედიცინის ისტორიისათვის საინტერესოა 35 პარაგრაფი. მათ შორის 2 პარაგრაფში (215 და ნაწილობრივ 216) აღწერილია სათვალეების ყალიბის გაკეთება. ტექსტიდან ირკვევა ვახტანგ VI-ის ღრმა ცოდნა ფიზიოლოგიური და ფიზიკური ოპტიკის მეტად რთული საკითხისა. გარდა ამისა, შესაძლებელი ხდება ვივარაუდოთ, რომ თბილისში იყო ოპტიკური სახელოსნო, ვინაიდან, სხვაგვარად მოტანილი ინფორმაცია მიზანმიმართულებას ჰკარგავს. დანარჩენი 33 პარაგრაფი შეიცავს ზოგიერთი დაავადების დროს გამოსაყენებელი სამკურნალო საშუალებების აღწერას, ორგანიზმზე მათ მოქმედებას („ხასიათს“), დამზადების ტექნოლოგიური პროცესების ჩვენებას და სხვ.
საქართველოში ყველაზე ადრინდელ წყაროდ, რომელშიც შემონახულია ცნობა საკორექციო საშუალებათა შესახებ, ჯერჯერობით აღიარებულია სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი. მას განმარტებული აქვს ზოგადი ტერმინები, რომლებიც ერთგვარ წარმოდგენას გვაძლევს ამ საკითხებზე. მაგალითად, დურბინი, სათვალე, კონოი, შორსათვალე, დამანი, ჭიქა, მინა, შუშა, ჭოგრი, ჭოგრიანი (თელესკოპი) [20]. 
ვახტანგს განსაკუთრებული ყურადღება გამოუჩენია სათვალეებისა და სხვა ოპტიკური ხელსაწყოების დამზადების წესების აღწერისადმი.
თანამედროვე ოპტიკურ სახელოსნოში არსებული ტექნოლოგიური პროცესების შესწავლით, შესაძლებელი გახდა გავცნობოდით ვახტანგის მიერ აღწერილ სათვალეების დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებს. გამოირკვა, რომ ძველი დროისა და თანამედროვე ტექნოლოგიის პროცესები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს. 
აღწერილია სათვალეების ჩარჩოს დამზადება, მაგრამ რადგან სათვალე მინებზე მისთვის აკეთებდნენ სპეციალურ არშიას, ცხადია, ჩარჩოსაც საგულდაგულოდ საკმაოდ მოხდენილს გააკეთებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ვახტანგის მიერ აღწერილი გაპრიალების პროცესი თითქმის დღესაც უცვლელად სრულდება. ოღონდ, ვახტანგი შალის ნაცვლად ასახელებს ქაღალდის დაკვრას ყალიბზე წებოთი და გასაპრიალებელ ნივთიერებად „კროკუსის“ ნაცვლად მიუთითებს ჯერ „ამარულსა“ და შემდეგ „ტრიფელს“, ე.ი. ორჯერად გაპრიალებას.
ვახტანგის მიხედვით, მინაზე არშიას თრაშვის დამთავრების შემდეგ გაპრიალებამდე აკეთებდნენ სპეციალურ ყალიბში, დღევანდელ სახელოსნოში კი ის ბოლო მანიპულაციაა და მას ყალიბებში კი არ აკეთებენ, არამედ სპეციალურ სალეს ქვებზე.
ვახტანგი, რასაკვირველია, არ იცნობდა ცილინდრულ მინებსა და არც მათი დამზადების წესებს. XVII საუკუნის ბოლომდე მხედველობის კორექციისათვის სფერულ მინებსაც კი სამ დიოპტრიაზე მეტს არც იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ ვახტანგის მიერ აღწერილი ყალიბები ოთხ დიოპტრიამდე უნდა ვიგულისხმოთ, რადგან მის მიერ უკანასკნელად აღწერილი ყალიბი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ოთხს იმდონს წვრილად აჩვენებსო“. ყოველ შემთხვევაში საწყისი ზომიდან რაღაც ოთხი განზომილება იგულისხმებოდა სათვალეების სიძლიერეთა სახეობაში.
ავტორს ნახსენები აქვს აგრეთვე „ცეცხლის მოსაკიდებელი ჭიქა“ და „ხელის სათვალე“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს იმ დროისათვის კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანასთან. ალბათ, ამით აიხსნება, რომ ტექსტში ძალიან ხშირად ვხვდებით ასეთ მითითებებს: „ხარისჩინია ცოტა იშოება, ჩინეთიდან მოიტანებენ“. ნიშადური „სამარყანდიდამ, ქაშხარ(ი)დან, ხორასანს მოიტანებენ, იქიდამ აქეთ წამოვა“; „თალხი თეთრი რუსეთიდამ მოვა“ და სხვ.
ოპტიკური სახელოსნოსათვის საჭირო ნივთიერება „კროკუსი“ კი, როგორც ჩანს, საფრანგეთიდან შემოჰქონდათ: „კროკუსი ერთი ფისია ყვითელი, საფრანგეთიდან მოვა“.
ვახტანგის ეს წიგნი, როგორც ვთქვით, 1716-1724 წლებშია დაწერილი. სრულიად ბუნებრივი იქნებოდა, და საუკუნეობრივი ტრადიციებით განპირობებული, აგრეთვე ერეკლე II-ის დროს ოპტიკური სახელოსნოს არსებობა, რაც ერთი პატარა, მაგრამ მეტყველი დოკუმენტით კიდევაც დასტურდება.
1788 წლის „ერეკლე II-ის სალაროს, ოქროს შემოსავალ-გასავლის აღწერის ნუსხაში“ ერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერია: „ქ/ორონი/კ/ონ/სა/ უოვ (1788) ამა წლის ხარჯი ამის ქვემოთ დაიწერება… მარტის კ ბატონისათვის სათვალე გაუკეთებია გაბრიელ ოქრომჭედელს ნონია მოლარის ზედამდეგობით“… ჩანს, მეფის სალაროდან ოქრო გაუციათ მეფის, „ბატონის“ სათვალის ჩარჩოსათვის. ამ ჩანაწერით, ერთი მხრივ, მტკიცდება, რომ თბილისში 1788 წელს იყო ოპტიკური სახელოსნო და, მეორე მხრივ, მასში შემონახულია სათვალეების ოსტატის სახელი - გაბრიელ ოქრომჭედელი.


ხევსური დასტაქრები

ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი (უზნაძის ქ. 51)

ვახტანგ ღამბაშიძე

საკლასო სამუშაო:
  1. რა არის კარაბადინი?
  2. რა იცით ზაზა ფანასკერტელის დამსახურების შესახებ ქართულ მედიცინაში?
  3. რას ვიგებთ ძველი ქართული წყაროებიდან? (მსოფ.კ)
  4. რა იცით  ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი -ის შესახებ?
  5. დაასახელეთ ქართველები, რომელთაც გარკვეული წვლილი მიუძღვით ქართული მედიცინის ისტორიაში. მათი დამსახურებები
  6. რა იცით წამლის სასახლეების შესახებ საქართველოში?
  7. განმარტეთ:
ჯარა-
აქიმი-
ლეპროზორიუმი-

ეგვიპტური მედიცინა
ეგვიპტური მედიცინა
ეგვიპტური მედიცინა-მარიკა მახარაშვილი

საიდან ვიცით ამდენი ეგვიპტური მედიცინის შესახებ? ძველი პაპირუსები, მათი მნიშვნელობა (24.14)

მუმიფიცირება და დაკრძალვის რიტუალი
საკუთარი თავის მუმიფიცირება
მუმიფიცირება
ჰიპოკრატე

მედიცინა
რომაული მედიცინა-მკურნალობა  წურბელებით,შხამით, თევზებით
მსოფლიო მედიცინის ისტორია (ეგვიპტური, ბერძნული,რომაული,  ჩინური, ამერიკული მედიცინა)

არაბული მედიცინა
საკლასო სამუშაო:
გალენი, ავიცენა, ჰიპოკრატე- რა იცით მათ შესახებ?


არაბების დამსახურება მედიცინაში
     1.me-9-10 saukuneebSi berZnulidan arabul enaze iTargmna hipokratesa

da sxva moazrovneebis TiTqmis yvela samedicino Txzuleba
 2.arabebma medicina gaamdidres mniSvnelovani naSromebiT  ofTalmologiaSi, infeqciur sneulebebSi, 
    3.Seqmnes uzarmazari samedicino enciklopedia „yovlismomcveli wigni medicinaze“. samedicino  traqtatebSi aRwerilia samkurnalo saSualebebi, sxvadasxva daavadebaTa simptomebi da mkurnaloba.
      4,დამსახურება ქირურგიაში

abu al-kasimi (laT. albukasisi) (936-1013) udidesi andalusieli arabi qirurgi iyo.

abu ali ibn-sina, laT. Aაvicena (980-1037). abu ali ibn-sina iraneli eqimi  da swavluli iyo. man Seajera misi droisTvis arsebuli aRmosavluri (arabuli) da evropuli samedicino
tradicia da xalxuri  medicina. misi memkvidreoba Tanabrad gaiTavisa rogorc arabulenovanma, ise evropulma kulturebma, aqedan gamomdinare, gasagebi xdeba, Tu ratom SemogvrCa misi saxelis ori _ arabuli da laTinuri ფორმა.

საკლასო სამუშაო
მოიძიეთ ინფორმაცია და ჩამოთვალეთ ჩინელების დამსახურება მედიცინის ისტორიაში

ჩინური დამწერლობის უძველესი წერილობითი ძეგლები განეკუთვნებიან ჩვ. წ. აღრიცხვამდე  II ათასწლეულის შუა პერიოდს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამედიცინო ხასიათის ტექსტებს. ტრადიციული  მედიცინის მრავალრიცხოვან წერილობით ძეგლებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ტრაქტატი სახელწოდებით  “ხუანდი ნეი ცზინ” (“ყვითელი წინაპრის მედიცინის კანონები”), რომელსაც ხშირად “ნეი ცზის” (“მედიცინის კანონები”) სახელითაც მოიხსენიებენ. “ნეი ცზი” შედგება 18 წიგნისაგან. პირველი ცხრა ეძღვნება ორგანიზმის აღნაგობასა და ფუნქციებს, დიაგნოსტიკასა და დაავადებათა მკურნალობას. ბოლო ცხრა კი – "ჩჟენ ცზიუ" თერაპიას . ("ჩჟენ"- ნემსით ჩხვლეტა - აკუპუნქტურა, "ცზიუ" -   მოწვა).
  1. მკურნალობის ხერხებს შორის განსაკუთრებით ცნობილია მცენარეული და ცხოველური საშუალებები 
    ჩინურ სამკურნალო საშუალებების სამ მეოთხედს მცენარეული, ხოლო დანარჩენს კი ცხოველური და მინერალური წარმოშობის  წამლები შეადგენდა. ჩინური ხალხური მედიცინიდან დამკვიდრდა მსოფლიო პრაქტიკაში ისეთი სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა ჟენშენი, ქაფური, ჩაი, ფისი, რკინა, ვერცხლისწყალი, გოგირდი. 
  2.  აკუპუნქტურა - სხეულის გარკვეულ ადგილებში ნემსების ჩასობა, რომლებიც, მკურნალების რწმენით,ხელს უწყობს შინაგანი წონასწორობის აღდგენას და შენარჩუნებას
  3. არსებული ცნობების თანახმად, 502 წელს ჩინეთში შეიქმნა მსოფლიოში პირველი ფარმაკოპეა შვიდ წიგნად, რომელშიც მოცემულია 730 სამკურნალო მცენარის აღწერა. სამკურნალო მცენარეების შესახებ მოძღვრების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის გამოჩენილ ჩინელ ექიმსა  და დიეტოლოგს  სუნ სიმიაოს (581-682), რომელსაც "წამლების მეფეს"უწოდებდნენ.  მისი კაპიტალური ნაშრომი "ათასი ოქროს რჩევა" 30 წიგნად თავისი დანართით ძვირფასი შენაძენია ფარმაკოლოგიისა და მედიცინისათვის. მის მიერაა შემოთავაზებული ცხოველის ღვიძლის გამოყენების მეთოდი "ქათმის სიბრმავის" სამკურნალოდ.
  4. ძველი ჩინური მედიცინის ძლიერ მხარეს დაავადების პროფილაქტიკა წარმოადგენდა. ჩინელები ნამდვილ ექიმად მიიჩნევდნენ ექიმს, რომელიც  ავადმყოფებს კი არ კურნავდა, არამედ დაავადებისაგან იცავდა ადამიანებს.
  5. ძველი ჩინეთის ცნობილი ქირურგად ითვლებოდა ხუა ტო (141-208), რომელმაც სახელი გაითქვა მოტეხილობების მკურნალობით, გულმკერდისა და მუცლის ღრუზე, თავის ქალაზე წარმოებული ოპერაციებით. ერთ-ერთ წიგნში აღწერილია ავადმყოფის განკურნების შემთხვევა, რომელსაც ხუა ტომ ამოაჭრა ელენთის ნაწილი გაუტკივარების გზით.
  6. ტრადიციულ ჩინურ მედიცინას გააჩნია დამახასიათებელი თავისებურებები, რითაც ის განსხვავდება ყველა სხვა ძველი ხალხების მედიცინისაგან. ის დიდი ხნის განმავლობაში ვითარდებოდა სხვა კულტურებისაგან იზოლირებუილად. მაგ. ევროპაში ჩინური მედიცინის შესახებ ცნობებმა მხოლოდ XIII საუკუნეში შეაღწია.
დაასრულეთ:
http://literatura.mcvane.ge/main/viqtorina/30891-bbb-bbbbbbbbbb-bbbbbb-bbbbbb.html

"პირველყოფილი ადამიანები აბსოლუტურად ჯანმრთელნი იყვნენ
დაავადებები ცივილიზაციის შედეგად აღმოცენდნენ-ეთანხმებით ამ მოსაზრებას? "

საშინაო დავალება

უპასუხეთ შეკითხვებს:
1.   რა არის მოცემული Sumerebis samedicino codnis amsaxvel uZvelesi werilobiT Zeglში?
2.   რომელი კუნძული გადაიქცა ძველი საბერძნეთის სამედიცინო განათლების ერთ-ერთ ცენტრად?
4.      მედიცინაში რომელი კულტურის ტრადიციები და მიღწევები გამოიყენეს ბერძნებმა?
5.      რა იცით კუნძულ კოსის შესახებ??
6.      რა გახდა ბევრ ქვეყანაში მედიცინის ძირითადი სიმბოლო და რატომ?
7.      რითი განსხვავდება ჩინური მედიცინა დასავლური მედიცინისგან? 
8.     როგორ შეაფასებთ არაბების როლს მსოფლიო მედიცინის განვითარებაში?
 9.    რა დამსახურება აქვთ აღორძინების ეპოქის მოღვაწეებს მედიცინის სფეროში?

თემა 3: რელიგია
მსოფლიო რელიგიები
უყურეთ ვიდეოს და იმსჯელეთ ქართველი კათოლიკეების დამსახურების შესახებ
დიდია წვლილი, რომელიც რომის მისიასა და ადგილობრივ კათოლიკეებს მიუძღვით ქართული კულტურის, მეცნიერებისა და ეკონომიკის წინაშე. იმ სიახლეებიდან, რომლებსაც კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებმა ჩაუყარეს საფუძველი, აღსანიშნავია: 1. პირველი ნაბეჭდი წიგნი ქართული ტექსტებით ; 2. ქართული ენის პირველი გრამატიკა (ფრანციზკო-მარია მაჯო, რომი, 1643; 1670); 3. ქართული ზღაპრების პირველი კრებული (შედგენილი XVI I ს-ის 70-იან წლებში პატრი ბერნარდე ნეაპოლელის მიერ) და სხვ., რომელთა მეცნიერული და კულტუროლოგიური მნიშვნელობა უდავოა.
XIX ს-ის 40-50-იან წლებში ქართველი კათოლიკე სამღვდელოება ერთობ გააქტიურდა. კულტურისა და განათლების სფეროს განსაკუთრებული ამაგი მღვდლებმა პეტრე ხარისჭირაშვილმა, ივანე გვარამაძემ და მიქაელ თამარაშვილმა დასდეს. მათ დააარსეს სასწავლებლები სტამბოლში, ახალციხესა და რომში, საიდანაც ეროვნული სამღვდელოების საკმაოდ მომზადებული დასი გამოვიდა. ისინი შეუერთდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომლის სათავეში ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი იდგნენ და რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას დაუჭირა მხარი. ამ მოთხოვნას ქართველი კათოლიკეებიც მიემხრნენ, რადგან სწამდათ, რომ დამოუკიდებელ და დემოკრატიულ საქართველოში მათი უფლებები უკეთ იქნებოდა დაცული. ეს სულისკვეთება და იმედები ასახულია კათოლიკეთა ჟურნალში “ჯვარი ვაზისა” (1906 წ.; რედაქტორი მღვდელი დომინიკე მუღაშოვი-პაწაძე), რომელშიც მართლმადიდებელი საერო და სასულიერო პირებიც თანამშრომლობდნენ (ეპ. ლეონიდე ოქროპირიძე და სხვ.)  

წყარო:https://matiane.wordpress.com/2009/11/04/orthodox-catholics-in-georgia/

ქრისტიანობა


საკლასო სამუშაო:

1.     რა არის რელიგია?
2.     რომელ ეპოქაში არსებობდა რელიგია? რატომ ფიქრობ ასე?
3.     დაახასიათეთ რელიგიამდელი ფორმები:
                                                             i.      ტოტემიზმი-
                                                           ii.      ფეტიშიზმი-
                                                        iii.      ანიმიზმი-
                                                         iv.      მაგია-
4.     რას ნიშნავს თეოს?
5.     დაასახელე თეისტური რელიგიები
6.     რამდენი რელიგია არსებობს დღეს?
7.     რა იცით ისლამისა და იუდაიზმის შესახებ?
8.     განმარტეთ ნირვანა-
9.     ბუდიზმი განვითარებულია ქვეყნებში (დაასრულეთ)----------------

10. ისლამი განვითარებულია ქვეყნებში (დაასრულეთ)-------------------


ცუცხვათის მღვიმე (ტყიბულის რ-ნი)-დათვის კულტის არსებობა -ტოტემიზმი


მსოფლიო რელიგიები-ვიდეოლექცია
http://www.vokrugsveta.ru/img/bx/medialibrary/4cb/4cbb2ed15b330b73f6c905c14649b2f4.jpg     -რელიგიების რეიტინგი
ტელევიზია-ტაბულა 21.55 -ისლამის შესახებ-საინტერესო ინტერვიუ

გავიხსენოთ:
1.      რა არის მაგია?
2.      მაგიას  რომელი დიდი რელიგია აღიარებს ?
3.      დაასახელეთ  და ახსენით მაგიის ტიპები
4.      კულტურის რომელი უმნიშვნელოვანესი ელემენტი წარმოიშვა მაგიის წიაღში?
5.      რას ნიშნავს სიტვა „შამანი?“
6.   რა არის მითი (ეტიმოლოგია)?
7.   რა გახდა მითის შექმნის საფუძველი?
8.   რა მსგავსება და რა განსხვავებაა მითსა და ზღაპარს შორის?
9.   ქართული ზღაპრებისა და მითების მიხედვით: როგორ აღიქვამენ ქართველები სამყაროს?
10.  რა  გავლენა მოახდინა მითოლოგიამ ხელოვნების სხვადასხვა დარგზე?
11.  რა არის რელიგია?
12.  კაცობრიობის განვითარების რომელ ეტაპზე არსებობდა რელიგია? დაასაბუთეთ
13.  რა არის ტოტემიზმი?
14.  რა არის ფეტიშიზმი?
15.  რა არის ანიმიზმი?

საკლასო სამუშაო : წაიკითხეთ სტატია და გააკეთეთ პრეზენტაცია (ვიზუალური მასალა მოიძიეთ ინტერნეტით)
რიტუალები    კვლევა-ნაშრომი
თეთრი და შავი მაგია

თემა 2. მითი
მითი-სიტყვა, ნათქვამი, ამბავი

  1. პოსეიდონი-ზღვის ღმერთი
  2. ზევსი-ქუხილის
  3. ანუბისი-სიკვდილის ღმერთი
  4. ბასტეტი-სიყვარულისა და მხიარულების ქალღმერთი
  5. ჰადესი-ქვესკნელის მბრძანებელი
  6. ჰერსეფონე-აჩრდილთა და ურჩხულთა დედოფალი
  7. სიზიფე-ღმერთებისგან დასჯილი-ლოდი ააქვს მწვერვალზე და მუდმივად უვარდება
  8. ამონი- მზის ღმერთი
  9. ოდონი-სიბრძნის, პოეზიის, მაგიის, ომისა და სიკვდილის ღმერთი
საკლასო სამუშაო: მოიძიეთ მითები სამყაროს შექმნაზე, ამოიწერეთ რვეულში თეზისების სახით და წარმოადგინეთ 
7 მითი სამყაროს შექმნის შესახებ
ფილმი-ტიტანთა ბრძოლა 
ფილმი-იასონი და არგონავტები
ფილმი-მედეა

საკლასო სამუშაო:
მოიძიეთ ნახატებზე გამოსახულ პერსონაჟებზე მითები და წარმოადგინეთ გვ.75
კავკასიური მითოლოგია-მიწის ღვთაებები
ქართული მითოლოგია
ქართულ მითოლოგიაზე შექმნილი წიგნი
რუსთაველი და მითოლოგია
ბერძნული მითოლოგია:


ზევსი
ზევსი - ძველბერძნულ მითოლოგიაში ცის, ელვისა და ქუხილის ღმერთი, რომელიც მთელ მსოფლიოს განაგებდა
ზევსის მეუღლე არის ქალღმერთი ჰერა (იმის მიუხედავად, რომ ის მისი დაა), თუმცა ზევსი ჰერას ხშირად ღალატობს.
ზევსის ატრიბუტევი იყო ეგიდა (ფარი), სკიპტრა და ხანდახან არწივი. ითვლებოდა, რომ ზევსი ცხოვრობდა მთა ოლიმპოზე. ამის გარდა, იგი ავრცელებს სიკეთესა და ბოროტებას, ხანდახან იგი ასოცირდება ბედთან, ხოლო ხანდახან თავადაც გამოდის როგორც მოირას - ბედის - ქვეშევრდომი. მას შეუძლია მომავლის ნახვა. იგი უთხრობს ადამიანებს მათ ბედს სიზმრების, ქუხილისა და ელვების საშუალებით. სახელმწიფო წყობა ზევსის შექმნილია, მან აჩუქა ადამიანებს კანონები, დააწესა მეფეთა მეფობა, აკონტროლებს ტრადიციების და ადათ-წესების შესრულებას, აგრეთვე იცავს ოჯახსა და სახლს.

ის ეკუთვნის მესამე თაობის ღმერთებს რომლებმაც დაამხეს მეორე თაობა-ტიტანები.ლეგენდის მიხედვით ზევსის მამა ქრონოსი თავის შვილებს ჭამდა, რადგან ურანმა მას უწინასწარმეტყველა, რომ იგი მოკვდებოდა თავისი შვილის ხელით. ამიტომ დედამისმა რეამ იგი გადამალა. როდესაც იგი გაიზარდა მან მოკლა მამამისი და აასრულა ურანის წინასწარმეტყველება.



ჰერა

                                                                      
ჰერა , ძველ ბერძნულ მითოლოგიაში კრონოსისა და რეას უფროსი ასული, ზევსის და და ცოლი; უზენაესი ქალღმერთი, ქორწინებისა და მშობიარობის მფარველი, არესის, ჰეფესტოსის, ჰებეს და ელითიას დედა. ჰომეროსთან ეჭვიანი, ჭირვეული, ბუზღუნა და მზაკვარია. დაუნდობლად სდევნის ზევსის რჩეულებს და შვილებს, განსაკუთრებით მტრობს ჰერაკლეს, რისთვისაც იგი ზევსმა დასაჯა კიდეც: შებოჭა ოქროს ჯაჭვებით და ფეხზე მძიმე გრდემლი დაჰკიდა. ჰერას საშველად მისული ღმერთები განრისხებულმა ზევსმა მიწაზე დაანარჩხა. ჰერას თაყვანს სცემდნენ მიკენში, კორინთში, სპარტაში, განსაკუთრებით არგოსში, სადაც მისი მთავარი ტაძარი იდგა. ამ ტაძარში იყო აღმართული პოლიკლიტესეული ჰერას განთქმული, გიგანტური, ოქროსა და სპილოს ძვლის ქანდაკება: ტახტზე იჯდა გვირგვინოსანი ჰერა, ცალ ხელში ბროწეული ეჭირა, მეორეში - გუგულის გამოსახულებიანი კვერთხი. ჰერას ატრიბუტებია ბროწეული (ქორწინებისა და სიყვარულის სიმბოლო), ფარშევანგი, ყვავი და გუგული - გაზაფხულის მაცნე (ზევსისა და ჰერას ქორწინების დრო). რომაულ მითოლოგიაში ჰერას შეესატყვისება იუნონა.



აფროდიტე
აფროდიტე , სილამაზისა და სიყვარულის ქალღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ზევსისა და დიონეს ასული. ჰესიოდეს თანახმად, იშვა ზღვის ქაფიდან კუნძულ კვიპროსთან (აქედან - მისი ერთ-ერთი ეპითეტი "კიპრიდა"). ზღვისგან ნაშობი სიყვარულის ქალღმერთის იდეა და კულტი საბერძნეთში აზიიდან გავრცელდა (შდრ. ასტარტე). თავდაპირველად აფროდიტე ბუნების ძალას განასახიერებდა და ნაყოფიერების ქალღმერთად ითვლებოდა. მისი კულტი ფართოდ იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროში, განსაკუთრებით კ. კვიპროსზე, მცირე აზიისა და იონიის კუნძულებზე. ძველ რომაულ მითოლოგიაში აფროდიტეს შესატყვისია ვენერა (ვენუს). ანტიკურ სახვით ხელოვნებაში აფროდიტე წარმოდგენილია იდეალური სილამაზის შიშველი ქალის სახით. აფროდიტეს ქანდაკებიდან განსაკუთრებით ცნობილია პრაქსიტელეს კნიდოსის აფროდიტე (ძვ. წ. IV ს.) და აფროდიტე (ვენერა) მილოსელი (ძვ. წ. II ს.).


ათენა

ათენა , საბერძნეთის ერთ–ერთი უმთავრესი ღვთაება. ძველმიკენური ღვთაება, ზევსის საყვარელი ქალიშვილი. ძველი მითების მიხედვით იგი ღრუბელთა ღმერთქალი, ცისა და ელვის მბრძანებელი, მშვიდობიანი შრომის დამცველია. მან ასწავლა ადამიანებს ცხენის შეკაზმვა და ხარების დაუღვლა, ხვნა და თესვა, ეტლების კეთება და გემების აგება, მან აჩუქა ადამიანებს სახნისი, ფოცხი და სხვა სასოფლო–სამეურნეო იარაღები. მისივე ნაბოძვარია თითისტარი და საქსოვი დაზგა. იგი ითვლებოდა დახელოვნებულ ფეიქრად და საფეიქრო საქმიანობისა და ქალთა შრომის დამცველად. ათენა ისევე, როგორც ჰეფესტო, თვითონაც არ გაურბის ფიზიკურ შრომას. ყოველივე ამასთან ერთად ათენა მეცნიერების დამცველი, სიბრძნის ქალღმერთია. მან შეუქმნა ადამიანებს კანონები და დაუწესა არეოპაგი. ათენა არის ატიკის და ქალაქ ათენის უზენაესი ღვთაება. მითის თანახმად, როდესაც ამ მხარის მმართველობაზე დავა გაიმართა პოსეიდონსა და ათენას შორის, მოსამართლეებმა გადაწყვიტეს გამარჯვებულად ეცნოთ ის, ვინც ხალხს საუკეთესო საჩუქარს მიართმევდა. პოსეიდონმა კლდეს სამკბილა დაჰკრა და ზღვის მარილიანი წყალი სამ ჭავლად წარმოადგინა, ათენამ კი მიწაში ხმალი ჩაასო და ზეთისხილად აქცია. მოსამართლეებმა შეაფასეს ორივეს საჩუქარი და აღნიშნეს, რომ ზღვის მარილიანი წყალი ყველგან დიდ ტალღებად ბობოქრობს და ადვილი საშოვარია, ზეთის ხილი კი ატიკელებს სიმდიდრეს და ბედნიერებას მოუტანს. ამიტომ გამარჯვებულად ათენა დაასახელეს. ამის შემდეგ ზეთის ხილი ათენას წმინდა ხედ ითვლება.

ათენას ქანდაკება, ფიდიასის ქმნილება (450 წელი ჩვენს ერამდე)

მითებში გადმოცემულია ათენას საოცარი დაბადება ზევსის თავიდან. ჰესიოდე გვიამბობს, რომ ზევსის პირველი მეუღლე, ოკეანიდი მეტიდა შვილს ელოდებოდა. ზევსს უწინასწარმეტყველეს, რომ ეს ბავშვი მას გადააჭარბებდა სიძლიერით და გონიერებით. ამ არასასიამოვნო მოვლენის თავიდან ასაცილებლად ზევსმა გადაყლაპა მეტიდა, მაგრამ ბავშვმა განვითარება მამის თავში განაგრძო. გარკვეული დროის შემდეგ ჰეფესტომ ჩაქუჩის დარტყმით გახსნა ზევსის თავი და ქვეყანას ათენა მოავლინა.

ზოგი მითის მიხედვით ათენა ოკეანოსის ქალიშვილია. ჰომეროსის მიხედვით იგი ზევსის სატრფოა. ათენა მონაწილეობდა "გიგანტომახიაში". შემდეგში ათენას პალანტას კულტი შეერწყა, რამაც ალბათ განაპირობა მისი ზედმეტსახელი პალადა. ტროას ომში ათენა ბერძნების მხარეზეა, იგი განაწყენებულია იმის გამო, რომ პარისმა ოქროს ვაშლი აფროდიტეს არგუნა. ათენა მფარველობს არგონავტებს, იგი გამოსახული იყო "არგოს" კიჩოზე.





აპოლონი
აპოლონი , სინათლისა და ხელოვნების ღმერთი ძველ ბერძნულ მითოლოგიაში, ქალღმერთ ლეტოს და ზევსის ვაჟი. ლინოსის და ასკლეპიოსის მამა, არტემიდეს ძმა. მისი მეორე სახელია ფებოსი 
                                                                     ათენსა და საბერძნეთის სხვა ქალაქებში აპოლონს თვლიდნენ გზების, მგზავრების და მეზღვაურების მფარველად. აპოლონთან, როგორც უბედურებათა უკუმგდებ ღმერთთან, დაკავშირებულია მითები მის ასკლეპიოსთან ნათესაობის შესახებ. შედარებით ადრე აპოლონს აღიარებენ აგრეთვე მზის სხივის ღვთაებად. ამასთან დაკავშირებით აღმოცენდა მისი კიდევ ერთი ზედმეტი სახელი აპოლონ ფებოსი (ბრწყინვალე), რაც შესაძლებელია მოხდა ადგილობრივი ქალღმერთის ფებეს კულტის უარყოფის შემდეგ. ბერძნული რელიგიის განვითარებასთან დაკავშირებით აპოლონმა შთანთქა ჰელიოსის კულტიც. აპოლონი ითვლება აგრეთვე მიწათმოქმედების ღმერთად, ამაზე მეტყველებენ აპოლონის პატივსაცემი ატიკური დღესასწაულები. აპოლონი, როგორც მიწათმოქმედების ღმერთი, ჩამორჩება აპოლონს როგორც ომის ღმერთს. ძველი ბერძნები, ადამიანის უეცარ გარდაცვალებას მხოლოდ და მხოლოდ აპოლონისაგან ნატყორცნი ისრის შედეგად მიიჩნევდნენ. იტალიაში არსებული ბერძნული კოლონიების გამო აპოლონის კულტი გადავიდა რომშიც და იქ, ჩვენს ერამდე 31 წელს, მას ტაძარიც კი აუგეს. პალატინის ახლოს მდებარე აპოლონის ტაძარი იმპერიის პერიოდში ერთ–ერთი უმდიდრესი ტაძარი იყო მთელ რომის იმპერიაში. აპოლონს სწირავდნენ დაფნას და პალმას. აპოლონის წმინდა ცხოველებია: მგელი, დელფინი, ქორი, თაგვი და სხვა. ძველ გამოსახულებებში აპოლონი მაღალი, გამართული, გრძელთმიანი და უწვერ–ულვაშო ახალგაზრდაა, მისი ატრიბუტებია: ლირა, ხმალი და კითარა. ელინისტურ პერიოდში აპოლონი გამოისახებოდა მჯდომარე ყმაწვილად ლირის დაკვრის პროცესში. სხვადასხვა მოქანდაკეთა მიერ შესრულებულ აპოლონის ქანდაკებებს ჩვენამდე არ მოუღწევიათ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მათი რომაული ასლები. თანამედროვე გაგებით აპოლონი მუსიკისა და პოეზიის ღვთაებაა, ფებოსი კი მზის პოეტური მნიშვნელობაა.



      დემეტრე
დემეტრა , ნაყოფიერებისა და მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება ბერძნულ მითოლოგიაში. მოგვიანებით კანონმდებლობის, ოჯახისა და ქორწინების მფარველიც. კრონოსისა და რეას მეორე ქალიშვილია

დემეტრას მითში აისახა ძველისძველი წარმოდგენა დედამიწაზე მცენარეულობის პერიოდული კვდომისა და აყვავების შესახებ. დემეტრასა და ზევსის ასული პერსეფონე ზევსისავე ნებართვით მოიტაცა ქვესკნელის ღვთაება ჰადესმა. განრისხებულმა დემეტრამ დედამიწას ნაყოფიერება დაუკარგა. ქვეყანაზე შიმშილმა დაისადგურა და ადამიანები ღმერთებს მსხვერპლს აღარ სწირავდნენ. ზევსმა პერსეფონეს უბრძანა, წელიწადის ორი მესამედი დედამიწაზე - დედასთან გაეტარებინა, დანარჩენი კი - მიცვალებულთა სამეფოში. დემეტრას საკულტო ცენტრი იყო ელევსინი, სადაც იმართებოდა ელევსინის მისტერიები - დემეტრასა და პერსეფონესადმი მიძღვნილი აგრარული დღესასწაულები. დემეტრას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთსა და სიცილიაში. ძველი რომაელები დემეტრას კულტს აიგივებდნენ თავიანთ ღვთაება ცერერას კულტთან.



                                                                      
                                                                        
                                                                

 არტემიდა
არტემიდა, ასევე არტემისი — ბერძნულ მითოლოგიაში ქალღმერთი, ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის ტყუპის ცალი. თავდაპირველად ცხოველთა მფარველად და მეუფედ ითვლებოდა. მას გამოსახავდნენ ფურირმის ან ძუ დათვის სახით, რომლებიც შემდეგ არტემიდას საკულტო ცხოველებად იქცნენ. უძველეს ხანაში არტემიდა მცენარეებისა და ნაყოფიერების ქალღმერთიც იყო, ამასთანავე ფეხმძიმე ქალებისა და ახალშობილ ბავშვთა მფარველი, ოლიმპიური (ერთიანი ბერძნ.) რელიგიის ჩამოყალიბების ხანაში არტემიდა ნადირობის ქალღმერთი, უფრო გვიან მთვარის ღვთაებაც და სელენესთან იქნა გაიგივებული. არტემიდას კულტი იყო გავრცელებული ბერძნულ სამყაროსა და რომში, სადაც მას შედესაბამება მთვარის ადგილობრივი ღვთაება დიანა. არტემიდას სახელზე აგებულ ტაძართაგან განსაკუთრებით ცნობილი იყო ეფესოს ტაძარი, რომელსაც "სამყაროს შვიდ საოცრებას" მიაკუთვნებდნენ. ანტიკურ ხელოვნებაში არტემიდა გამოსახულია მოკლეკვართიანი, ზურგზე კაპარჭმოგდებული მონადირე ქალის სახით.



                                                                      

 ჰესტია
ჰესტია  - ოჯახის ცეცხლის, კერიის ქალღმერთი ბერძნულ მითოლოგიაში. კრონოსის და რეას ქალიშვილი. ზევსის, პოსეიდონის, ჰადესის, ჰერასა და დემეტრეს და. ერთ-ერთი ვარაუდით, მიიჩნევა, რომ ჰესტიას კულტი ფართოდ გავრცელდა რომში, სადაც მას ვესტა ეწოდა, თუმცა ეს მოსაზრება სადავოა.                                                                                                                                                   

                                                                          

                                        




წყარო:http://paatabliadze.blogspot.com/2011_04_01_archive.html

რისმაგ გორდეზიანის ვიდეო-ლექცია-მითოლოგიური გმირები  ხელოვნებაში

რომაული მითოლოგია

ქართული მითოლოგია

ძველბერძნული მითოლოგია (ტესტი თამაში) თემა1: მაგია
ქართული ხალხური შელოცვები

ცრურწმენები საქართველოში-ვიდეო

მაგიური ატრიბუტები
ბიზნესი მაგიით თბილისში




sityva „Samani“ tungusuri enidanmodis, rac
qarTulad saswaulmoqmeds niSnavs. Samani magic iyo da
eqimbaSic. igi mkurnalobda, amave dros, zebunebriv
ZalebTan urTierTobis meSveobiT, aTvinierebda
stiqiebs, micvalebulTa sulebi gadahyavda sxva
samyaroSi da a.S

საშინაო დავალება: (რვეულებში) უპასუხეთ შეკითხვას და შეასრულეთ დავალება წიგნიდან:გვ.72

  1. ვინ არის  მაგი?
  2. რომელი დიდი რელიგია აღიარებს მაგიას?
  3. მეცნიერთა შეხედულებები მაგიაზე და მის ტიპებზე.
  4. ვინ არიან მაგიის "სპეციალისტები"?
  5. რას ნიშნავს სიტყვა "შამანი"
გამეორება: კულტურის უნივერსალიები (ზღაპარი)
1.      რა მნიშვნელობა აქვს ზღაპარს კულტურისათვის
2.   ჩამოთვალეთ ქართული ხალხური ზღაპრების გმირები და დაახასიათეთ
3.   რითი გავს ყველა ზღაპარი და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან?
4.      დაასახელე მსოფლიოში ცნობილი მეზღაპრეები და მათი ცნობილი ზღაპრები
5.      დაასახელე ქართველი მეზღაპრეები და მათი ზღაპრები
6.      რა არის ზღაპარი?  ვინ ქმნის ზღაპრებს?


No comments:

Post a Comment