Friday, April 25, 2014

მე-10 კლასი, თემა:სუბკულტურა

დავალება 
მოიძიეთ მასალა კათოლიკე და მუსლიმ  ქართველებზე
 და გააკეთეთ პრეზენტაციები

მე-11 კლასი (თემა: ეთნოცენტრიზმი, ეთნორელატივიზმი, რასიზმი, ქსენოფობია)

დავალება
ველით, რომ ჩვენი კულტურა – ხუროთმოძღვრება, მრავალხმიანი სიმღერა, მრავალფეროვანი სამზარეულო, სტუმართმოყვარეობა და სხვ. – უცხოელთა ინტერესსა და აღფრთოვანებას გამოიწვევს. წარმოიდგინე, რომ ეს ასე არ მოხდა: სტუმარი გულგრილი დარჩა ყოველივე იმის მიმართ, რითაც ჩვენ ასე ვიწონებთ თავს, ხოლო სუფრაზე თავაზიანად აღნიშნა, რომ საცივი – ქართული სამზარეულოს მშვენება – გემრიელია, თუმცა მავნეა ჯანმრთელობისათვის, რადგან თერმულად დამუშავებულ ნიგოზს შეიცავს. რას იფიქრებ? როგორ მოიქცევი?
წარმოიდგინე: ცენტრალური აზიის ერთ-ერთ ქვეყანაში მასპინძელმა სიამაყით გაგაცნო საკუთარი ქვეყნის კულტურული ღირსშესანიშნაობები, შემდეგ იურტაში მიგიპატიჟა, სადაც კუმისითა (ცხენის რძისგან დამზადებული სასმელი) და ცხენის ხორცით დამზადებული გემრიელი კერძით გაგიმასპინძლდა. რას იფიქრებ? როგორ მოიქცევი?
იმსჯელე ამ ორი შემთხვევის შესახებ. შენი აზრით, სად გადის ზღვარი ეთნოცენტრიზმსა და ეთნორელატივიზმს შორის?


კითხვა
ჩვენ მიჩვეულები ვართ ქართულ ტოლერანტობაზე საუბარს, ახლა „ახალი“ უცხოელები გვყავს  (შავკანიანები, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები, ჩინელები, თურქები…), როგორია საზოგადოების დამოკიდებულება მათ მიმართ?
დავალება
რასიზმი და ქსენოფობია – არა მხოლოდ ისტორიული ფენომენები, არამედ ყოველდღიურობის ნაწილია. კლასში მოაწყეთ სიტუაციური თამაში: „მე არ ვარ რასისტი, მაგრამ…“ (ტრანსპორტით მგზავრობისას შენს გვერდით დაჯდა შავკანიანი, სხვა ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წარმომადგენელი დამახასიათებელი ჩაცმულობით და ა.შ.).

Monday, April 14, 2014

თემა–ეთნორელატივიზმი

დავალება მე–11 კლასი 
ბლოგის კომენტარებში დადეთ  ბმული  საინტერესო მასალაზე თემასთან დაკავშირებით

ყურადღება მიაქციეთ შემდეგ საკითხებს:
რა არის ეთნორელატივიზმი?
რა არის კულტურული ეთნორელატივიზმი?
ეთნორელატივიზმის პრინციპები
ვინ იყო რუთ ბენედიქტი და რა დამსახურება მიუძღვის მას მსოფლიო კულტურის ისტორიაში?

Thursday, April 10, 2014

თემა:სუბკულტურა

დავალება მეათეკლასელთათვის
მოიძიეთ მასალები სუბკულტურის შესახებ
კომენტარებში ჩასვით ბმულები საინტერესო მასალების შესახებ


თემა: სუბკულტურა

დავალება  მეათეკლასელთათვის