Monday, March 2, 2020

ყველა ქვეყანაში ერთნაირად ემზადებიან ქორწილისთვის, თუმცა ამზადებენ
განსხვავებლ კერძებს, ცერემონია მიმდინარეობს სხვადასხვა ადგილას, ჩუქნიან
განსხვავებულ საჩუქრებს და საქორწილო ჩაცმულობაც განსხვავებულია.
                        საქორწილო ჩაცმულობა სხვადასხვა ქვეყანაში

1. ბულგარეთი. (Stoyan Nenov) ტრადიციულ, ბულგარულ საქორწილო სამოსში.
 2016031908014936558.jpg

2. თურქეთი. (Umit Bektas) თურქული ტრადიციების მიხედვით, სანამ გოგო
დატოვებს მამის სახლს, ძმა ან ბიძა წელზე- კაბის გარშემო აბამს წითელ ლენტს,
რაც სიხარულისა და წარმატების საწინდარია. .2016031908022036558.jpg


3. შრი-ლანკა. (Dinuka Liyanawatte) შრი-ლანკაში პატარძლის სამოსი მოიცავს აღმოსავლეთის
და დასავლეთის გაერთიანებულ ტრადიციებს- კაბა უხვად ნაქარგი აბრეშუმის ქსოვილისგანაა,
თავსაბურავი კი ევროპული მოდის სტანდარტებით შერჩეული. სამკაულებზე არსებული ქვები კი
უნდა იყოს აუცილებლად კენტი, რადგან მათი ტრადიციების თანახმად კენტი რიცხვი
ბედნიერების მომტანია.


2016031908030936558.jpg
 4. პაკისტანი. (Akhtar Soomro) პაკისტანელი პატარძლის საქორწილო სამოსს წარმოადგენს
მუქი- წითელი, იისფერი ან ვარდისფერი კაბა. ნეფესაც და დედოფალსაც კი თავსაბურავად
აქვს ყვავილებისგან, ბამბისა და მძივებისგან შექმნილი ე.წ. გირლანდები.
2016031908042136558.jpg



5. ინდოეთი. (Anindito Mukherjee) ყოველი ინდოელი პატარძალი ირჩევს ტრადიციულ ინდურ
საქორწილო სამოსს ლეხენგა-ჩოლის, ძირითადად წითელ ფერს და სოლახ შრინგარის კანონის
თანახმად თავიდან-ფეხამდე იმკობიან 16 სამკაულით.
2016031908045636558.jpg
6. ნუბია. (Noor Khamis) ნუბიაში პატარძალი აუცილებლად ატარებს თავზე ჭრელ მანდილს, გამჭვირვალე
პირბადესა და თეთრ თავსაბურავს.

2016031908052036558.jpg



7. ერიტრეა. (Finbarr O’Reilly) ტრადიციულ სამოსს ერიტრეაში ქორწილის დროს
წარმოადგენს ხავერდის მუქი მეწამულისფერი გვირგვინი და კაბა ოქროსფერი
ნაქარგებით. ნეფე-დედოფალი შეხამებულად იკერავს ამ სამოსს.

2016031908055736558.jpg

8. ტუვას რესპუბლიკა- რუსეთი. (Ilya Naymushin) ტუვას ეროვნული საქორწილო სამოსი ამ ხალხის
ტრადიციების მატარებელია. არ ზღუდავს მოძრაობას თვით ცხენზე ჯირითის შემთხვევაშიც და
დამზადებულია მსუბუქი, ფერადი, უხვად მორთული ქსოივილისგან.
2016031908062336558.jpg


9. ტიბეტი. (Damir Sagolj) ტიბეტში ქორწილამდე ერთი დღით ადრე პატარძლისთვის კაბა და სპეციალური
დეკორაციები საქმროს მიაქვს. აქსესუარში შედის თავსაბურავი ვერცხლის მონეტით ან განსაზღვრული
სიდიდის მეტალის ბუდას ქანდაკებით.
2016031908070136558.jpg


10. პალესტინა. (Mohammed Salem) პალესტინის საქორწილო ტრადიციული სამოსია თეთრი კაბა,
თუმცა დედოფალს კიდევ უნდა ჰქონდეს მეორე კაბა, რომელსაც სპეციალურად ქორწილისთვის
საკუთარი დედა ხელით უკერავს.


2016031908071936558.jpg


11. მალი. (Juan Medina) მალში პატარძლის სამოსს პიჯაკს ეძახიან და ირჩევა სასიძოს
სამოსის შესაბამის ფერებში. ძირითადად ვხვდებით თეთრს, თუმცა ზოგჯერ იასამნის
ან ლავანდის ფერებში.

2016031908084636558.jpg

12. ნიგერია. (Akintunde Akinleye) ნიგერიელი პატარძლის სამოსი გამორჩეულია ნათელი, მაქმანიანი
მორთულობითა და ნაქარგებით, რომელიც ძირითადად ინდური ქსოვილისგან იკერება. მარჯნისფერი
მძივები და ქუდი კი ასრულებს მის მორთულობას.

2016031908104336558.jpg