Thursday, June 2, 2016

თემა:მე-10, მე-11 კლასი: პოპულარული მსოფლიო ფესტივალები

ლეგენდარული ფესტივალები
იტალიური ფესტივალი2016
ტოპ 10 ყველაზე პოპულარული მსოფლიო 

ესტივალები
რა არის ფესტივალის დანიშნულება?!
კარგად ორგანიზებული ფესტივალი გულისხმობს განსაზღვრული ტიპის შემოქმედების გაზიარებას საზოგადოებისთვის. მისი მიზანი ზუსტად არის ჩამოყალიბებული. ტარდება მკაფიოდ განსაზღვრული გეგმით, რაც სათანადოდ არის გაწერილი დროში. ფესტივალები ექვემდებარება რანჟირებას. სპეციალისტები 7 ძირითად ქვეტიპს გამოყოფენ:
. მნიშვნელოვანი სახელოვნებო დღესასწაულები - ასეთი ფესტივალი რომ წარმატებული იყოს, უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე პირობას:  მოიზიდოს მაყურებელი  მაღალ დონეზე იყოს ორგანიზებული  გამოიწვიოს მედიის დიდი ინტერესი 15  მოიპოვოს საერთაშორისო გამოხმაურება  იყოს მაღალ შემოსავლიანი 2. ადგილმდებარეობასთან მიბმული ფესტივალი ხშირად კულტურული ღონისძიებაა და განმასხვავებელი ნიშნით გამორჩეული ღონისძიების (Hallmark Event) ტიპის მიეკუთვნება. ის კეთდება ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, რათა კონკრეტულ გეოგრაფიულ ტერიტორიაზე შეკრიბოს საზოგადოების გარკვეული ჯგუფი. ფესტივალები ძირითადად წახალისებულია ადგილობრივი ხელისუფლების მიერ და მათი პატრონაჟით მიმდინარეობს. შესაძლებელია მისი ორგანიზება მოახდინონ დამოუკიდებელმა მოხალისეებმა (ასეთი ფესტივალები უფრო მცირე მასშტაბისაა) 3. არტ ფესტივალები კონკრეტული ხელოვნების დარგის წასახალისებლად და მისი პოპულარობის გაზრდის მიზნით ორგანიზებული ღონისძიებათა ჯაჭვია. მას ხშირად მოჰყვება კრიტიკოსთა წერილები, საჯარო დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები. იძლევა დისკუსიის გაგრძელების საშუალებას და ახდენს სხვადასხვა იდეათა ინსპირირებას საზოგადოებაში. 4. დაინტერესებული ჯგუფების მიერ ორგანიზებული ღონისძიებები ხაზს უსვამს და წარმოაჩენს ვიწრო ჯგუფების ნამუშევრებს და ინტერესს. აქტივობა ხდება გარკვეული ჯგუფების წამახალისებელი და მოტივაციის ამაღლების საფუძველი. მაგალითად: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გამოფენა, სტუდენტური გამოფენა, ქალთა სოციალიზაციის ხელშემწყობი აქციები. ასეთ ღონისძიებებს ხშირად თან სდევს სამუშაო შეხვედრები. 5. კალენდარული ღონისძიება კულტურული, ტრადიციული ან რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად გამართული თავყრილობაა. 6. მოყვარულთა ხელოვანთა ფესტივალები არის ხალხმრავალი, აქვს კონკურსის ან შეჯიბრის ფორმა და არ არის მომგებიანი. 7. მუსიკალური ფესტივალები ხშირად ტარდება ღია ცის ქვეშ. საზოგადოების უყვარს და სიამოვნებით ესწრება მას. ძირითადი სპონსორები არიან კერძო კომპანიები, სახელმწიფო სტრუქტურები, ადგილობრივი ხელისუფლება. მუსიკალური ფესტივალიც იზიარებს თითქმის ყველა ზემოთ გამოთქმული შეფასების კრიტერიუმებს, მათ შორის საერთაშორისო ჩართულობა, მედიის ყურადღება და მსმენელის დასწრება, მონაწილეობა.