Saturday, January 20, 2018

სახალისო აქტივობები

კულტურული ანბანი
  1.  ჩამოვწეროთ ანბანი. 
  2. კლასი გავყოთ ორ ჯგუფად: თითოეულს მივცეთ რომელიმე ქვეყანა; 
  3.  ჯგუფმა უნდა მოიფიქროს ანბანის მიხედვით თითოეულ ასოზე ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი სიტყვა, ფრაზა, ანდაზა, ან კულტურული მოვლენა, ფენომენი და ა.შ. 
  4.  გაიმარჯვებს ის ჯგუფი, რომელსაც უფრო ბევრი ინფორმაცია ექნება მოძიებული
თამაში – ,,გამოიცანი"

  1.  სტუდენტები მუშაობენ მცირე ზომის ჯგუფებში ან ინდივიდუალურად. ცალკე ფურცელზე წერენ რომელიმე ქვეყნისთვის დამახასიაებელ ნიშან-თვისებას (სასურველია არსებობდეს 10-ზე მეტი ჩანაწერი-ბარათი) 
  2.  აღნიშნულ ბარათებს სხვა ჯგუფის წევრები იღებენ ლატარიის პრინციპით.  წაკითხული ინფორმაციის მიხედვით სხვა ჯგუფის წევრებმა უნდა შეძლონ ქვეყნის დასახელება
ჭამის კულტურა სხვადასხვა ქვეყანაში (გონებრივი იერიში) დაასრულე შემდეგი წინადადებები:

  1.  მაგ: ამერიკელი ჭამს. . . 
  2.  ჭამის დროს იაპონელისთვის მნიშვნელოვანია . . . 
  3.  ფრანგებს უყვართ.. . . 
  4. ისლამისტურ ქვეყნებში მიღებულია... 
  5. ქართველებს გვიყვარს, როცა. . .