Wednesday, January 22, 2014

პარიზის სინდრომი

პარიზის სინდრომი
პარიზის სინდრომი (ფრანგ. syndrôme de Paris) — ნიშნებისა და სიმპტომების ერთობლიობა, რომელიც გამოუვლინდებათ ტურისტებს პარიზში, საფრანგეთში მოგზაურობის დროს. დადგენილია, რომ ამ სინდრომის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარები არიან იაპონელები. თავდაპირველად პარიზის სინდრომის აღწერა გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალში - ჟ. ფსიქიატრია - ა. ვიალასა და თანაავტორების მიერ. პარიზის სინდრომი სტენდალის სინდრომთან ერთად კლასიფიცირდება, როგორც მოგზაურთა სიდრომი (ფრანგ. Syndrome du voyageur) და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რეპორტირდება.
პარიზისსინდრომისათვისდამახასიათებელია:
ენობრივი ბარიერის არსებობა - ტურისტმა არ იცის ფრანგული ან ფრანგებს არესმით მისი. მდგომარეობას ართულებს იდიომებისა და ყოველდღიური გამარტივებული ფრაზების  გამოყნება. განსაკუთრებით მძაფრია ენობრივი ბაერიერი იაპონელებისათვის, რადგან ფრანგული და იაპონური ენები ძალიან განსხვავდება ჟღერადობით.
კულტურული განსხვავებულობა გამოიხატება ადამიანურ ურთიერთობებში, მანერულობაში, ტემპერამენტში, იუმორში. ამას განსაკუთრებით გრძნობენ იაპონელები, როდესაც ფორმალური იაპონური ურთიერთობების საპირისპიროდ ფრანგულ გულღიაობას ხვდებიან.
პარიზის იდეალიზირებული ხატი - ტურისტები, განსაკუთრებითიაონელები, პარიზს აიდიალებენ.
გადაღლა - ტურისტები ხანმოკლე სამსახურეობრივი ან დასასვენებელი ვიზიტის დროს მიზნად ისახავენ რაც შეიძლება ბევრი რამის ნახვა მოასწრონ, არ დაკარგონ არცერთი წამი, რაც იწვევსემოციურ გადატვირთვას, გადაღლას, ენერგიულ გამოფიტვას და საბოლოოდ მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა უარესდება.

პარიზის სინდრომი არის ტურისტთა ფსიქოპათოლოგია და არა მოგზაურთა. ტურისტს აღენიშნება ემოციური აღგზნება, გულის რიტმის აჩქარება, შემოკლებული სუნთქვა, თავბრუ დასტენდალის სინდრომის მსგავსი ნიშნები, რომელიც აღწერა იტალიელმ აფსიქოლოგმა გრაციელა მაგერინიმ 1989. თავისწიგნში «სტენდალისსინდრომი» (La sindrome di Stendhal).
მოამზადა: ანა პერანიძე, ნიკა ვეფხიაშვილი მე-11 კლასი

No comments:

Post a Comment