Wednesday, January 22, 2014

კულტურული შოკი

კულტურული შოკი
თავდაპირველი რეაქცია ინდივიდუალური ან ჯგუფური ცნობიერების შეჯახებასთან ინდივიდების ან ჯგუფების უცხო კულტურულ რეალობასთან. კულტურული შოკის სიტუაცია - ესაა კონფლიქტის სიტუაცია იდნივიდების ჩვეულ ღირებულებებს, ნორმებს, ენას, ყოველდღიურ პრაქტიკას შორის. დამახასიათებელია იმ გარემოსი, რომელიც მან დატოვა და იმ ახალი გარემოსთვის, რომელშიც ის აღმოჩნდა.
ულტურულ შოკს მეტ-ნაკლებად განიცდის ყველა, ვინც მოხვდება პირველად უცხო კულტურულ გარემოში (ტურისტები, ემიგრანტები და . .). შოკური რეაქციის ძალა განისაზღვრება ღრმა განსხვავებით ყოფილ და ახალ კულტურებს შორის. ფსიქოლოგიური დახასიათება პიროვნების, ორიენტაციული შესაძლებლობა, რიგიდულობის ხარისხი ან პლასტიურობა, არსებული ან ძველი კულტურული ელემენტების არქონა. მაგალითად, ოჯახი, მეგობრები, რომლებსაც ინდივიდი გადმოიტანს თავისთან ახალ კულტურულ კონტექსტში. ხარისხი ღიაობის ან დახურულობის წარმომადგენელი ახალი კულტურისა, რომელთანც კონტაქტშია ინდივიდი. კულტურულ შოკს ასევე შეიძლება ჰქონდეს ადგილი ჯგუფური შემეცნების დონეზე, როდესაც უცხო კულტურულ გარემოში ერევა მთელი ჯგუფი (მაგ., მასობრივი ემიგრაციის შემთხვევაში) ანდა როდესაც ინტენსიური კულტურული დიფუზიის შედეგად წარმოიშობა კონფრონტაციის სიტუაცია ძველ და ახალ ღირებულებების, ნორმების, ყოფაქცევის მოდელებს შორის. უკანასკნელი ხშირად ხდება საზოგადოებრივი ტრადიციის მოდერნიზაციის მსვლელობის დროს.
გამოიყოფა ოთხი შესაძლებლობა კონფლიქტის დაძლევის: ნაყოფი კულტურის შოკის გეტოიზაციაა. მოსულები უკავშირდებიან ერთმანეთს და აყალიბებენ შიგნით ახალს მათი კულტურისათვის იზოლირებულ ანკლავებს (გეტო), სადაც ინახავენ და ინარჩუნებენ ტრადიციებს თავიანთი კულტურული ყოფაქცევის მოდელებს. მაგალითისათვის შეიძლება გამოდგეს დასავლეთის თითქმის ყველა მსხვილი ქალაქებისათვის დამახასიათებელიჩაინა თაუნი“ (China Town) და ბრაითონ ბიჩი (კვარტლები) ნიუ-იორკში. ასიმილაციამოსულები ცდილობენ მთლიანად შეეგუონ ახალს მათი კულტურისათვის, შეეთვისონ მის ნორმებს, ღირებულებები, ქცევი მოდელებს და მთლიანად უარყოფენ იმ კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც დატოვეს. ურთიერთმოქმედებამცდელობა მოძებნონ რაღაც საშუალო ხაზი, გააერთიანონ ახალი და ძველი კულტურის ელემენტები. ისინი შეეცდებიან შეათავსონ ორივე კულტურის ყოფაქცევის ნორმები, ცდილობენ მოაწესრიგონ კულტურათა შორის კომუნიკაცია, გაამდიდრონ როგორც საკუთარი კულტურა, აგრეთვე ის, რომლითაც ისინი ამჟამად სარგებლობდნენ. ამის მაგალითია საწარმოში მომუშავე ინდოელი და თურქი მუშები, რომლებიც სამუშაოზე ხელმძღვანელობენ თანამედროვე და ინდუსტირული შრომის წესებით, ხოლო სახლში, ოჯახურ ცხოვრებაში იხელმძღვანელებენ თავიანთი ტრადიციებითა და წეს-ჩვეულებებით. კოლონიზაციაპირველმოსულები დაიწყებენ ყველანაირ პროპაგანდას, თავსმოხვევას ცხოვრებაში თავისი საკუთარი ყოფაქცევის მოდელების, დაუპირისპირონ ისინი იმას, რაც ტრადიციული კულტურისათვის არის დამახასიათებელი, რომელშიც ისინი აღმოჩნდნენ. ეს ხდება როგორც საომარი, ასევე მშვიდობიანი დაპყრობის დროს, ასევე მოდერნიზაციის პროცესში. ტერმინკოლონიზაციასამ შემთხვევაში არა აქვს შეფასებითი მნიშვნელობა, ეს ფასეულობითი თვალსაზრისით ნეიტრალური ცნებაა. საქმე ეხება კულტურულ კოლონიოზაციას; პოლიტიკური კოლონიზაცია კულტურული კოლონიზაციის მხოლოდ კერძო, თავისი შედეგბით არც ისე რადიკალური შემთხვევაა.
 კულტურული შოკი, ფართო აზრით, როგორც ფილოსოფიურ-კულტურული ან ფილოსოფიურ-ისტორიული კატეგორია, კულტურის შესახებ მეცნიერებათა ჩამოყალიბებისათვის თითქმის გადამწყვეტი კატეგორია აღმოჩნდა.
XII-XVII სს. მოგზაურთა გადმოცემებმა, რომლებიც აღწერდნენ ახალი ქვეყნებისა და ხალხების უსასრულო რაოდენობას, ევროპაში კულტურული შოკი გამოიწვია, რაც საფუძვლად დაედო კულტურის ფენომენის როგორც შესწავლის ობიექტის ჩამოყალიბებას. ამ კულტურულმა შოკმა ევროპელთა გონებაში გადატრიალება მოახდინა, რომელსაც შეიძლება ანთროპოლოგიური რევოლუცია ვუწოდოთ. მისი არსი ისაა, რომ შეირყა ევროპელთა წარმოდგენა საკუთარ განსაკუთრებულობაზე; აღმოჩნდა, რომ კაცობრიობა შედგება მრავალი კულტურისაგან. თუკი კოპერნიკისეულმა რევოლუციამ მოსპო სამყაროს ცენტრის ყოფნის ილუზია, ანთროპოლოგიურმა რევოლუციამ მოსპო ევროპის ილუზია ეკუმენის ცენტრში ყოფნისა. მთლიანად კულტურული შოკი თამაშობს კულტურაში დადებით როლს, ვიანიდან ხელს უწყობს კულტურათა ურთიერთქმედებასა და ურთიერთგამდიდრებს, ტრადიცულ კულტურაში სხვა კულტურულ ელემენტთა ინტეგრაციას, კულტურათა ღიაობის ზრდას.
Source: წერეთელი ივანე, კაკიტელაშვილი ქეთევან. კულტურა და მოდერნიზაცია: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / ივანე წერეთელი, ქეთევან კაკიტელაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
მოძიებულია გვანცა ირომაშვილის მიერ მე-11 კლასის მოსწავლე

წყარო: http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=10002

No comments:

Post a Comment