Thursday, March 31, 2016

თემა დღესასწაულები

საკლასო სამუშაო:
როდის და როგორ აღინიშნება წიგნის დღე საქართველოსა და მსოფლიოში?














ამ დღეს, გაცილებით დიდი ისტორია აქვს და 1923 წლიდან, კატალონიიდან (ესპანეთი) იღებს სათავეს. ქალები მამაკაცებს წიგნებს ჩუქნიდნენ, ხოლო სამაგიეროდ, ყვავილებს იღებდნენ. ეს ქალბატონებისაგან გამოჩენილი ერთგვარი ინიციატივა იყო. წიგნს ქალი მხოლოდ მისთვის სასურველ მამაკაცს ჩუქნიდა. ამის გაკეთება ყველას არ შეეძლო, რადგან, წიგნის ყიდვა ძვირი სიამოვნება გახლდათ. შესაბამისად, ეს, ძირითადად, დიდგვაროვანთა წრეებისთვის უფრო იყო დამახასიათებელი.

უკვე 90-იანი წლების დასაწყისში, დღის წესრიგში დადგა ამ დღის ოფიციალურ თარიღად გამოცხადების საკითხი. გადაწყვეტილება მიიღეს განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და ცოდნის შენახვის საუკეთესო საშუალებაა.
იუნესკოს 1995 წლის 15 ნოემბრის 28-ე სესიაზე, 23 აპრილი ოფიციალურად დასახელდა წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ და 1996 წლიდან დაიწყო კიდეც მისი აღნიშვნა. იუნესკოს რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დღეს წიგნების გამოფენა-გაყიდვა განსაკუთრებით ეფექტურია. ამ დღეს  არაერთი ქვეყნის ქალაქების ქუჩები ახალი თუ ძველი  წიგნებით იფინება და კაცობრიობა, კიდევ ერთხელ იწყებს მის აუცილებლობაზე საჯაროდ საუბარს.

გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის რიგი ქვეყნებისა და ორგანიზაციების გამოცდილებას, რომლებიც მანამდეც აღნიშნავდნენ წიგნის დღეს. ალბათ, გაგიჩნდებათ კითხვა, რატომ მაინც და მაინც 23 აპრილი, ეს თარიღი შეირჩა იმის გამო, რომ ამ დღეს, 1616 წელს გარდაიცვალნენ მიგელ დე სერვანტესი, უილიამ შექსპირი და ინკა გარსილასო დე ლა ვეგა.

No comments:

Post a Comment