Sunday, March 27, 2016

თემა:კულტურის უნივერსალიები

ჯორჯ მერდოკმა (1965) 60-ზე მეტი კულტურული უნივერსალია გამოყო. მათ შორისაა – სპორტი, სხეულის მორთვა - შეკაზმვა, თანამშრომლობა, ცეკვები, განათლება, სამგლოვიარო რიტუალები, ჩუქება, სტუმართმოყვარეობა, სისხლის აღრევის აკრძალვა, ხუმრობა, ენა, რელიგიური წესები, სექსუალური შეზღუდვები, შრომის იარაღის კეთება, ამინდზე გავლენის მცდელობა. მაგრამ სხვადასხვა კულტურას შეიძლება სპორტის სხვადასხვა სახეობა, სხვა სამკაულები და ა.შ.ახასიათებდეს. გარემომცველი სინამდვილე ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ამ განსხვავებას განსაზღვრავს. მაგალითად, ტროპიკების მცხოვრებთა ადათ – წესებს განსაზღვრავს კლიმატი, რომლისთვისაც, უფრო ზომიერ კლიმატთან შედარებით, უმნიშვნელო სეზონური ცვალებადობაა

No comments:

Post a Comment