Sunday, May 22, 2016

მე-11 კლასი, თემა მასმედია (ინტერნეტი)

ინტერნეტისა და კომპიუტერის შექმნის ისტორია
ინტერნეტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ინტერნეტის ისტორია
საინფორმაციო ომები
თანამედროვე ომები

 საკლასო სამუშაო:

რა არის სპამი?

სპამი: ქსელების გადატვირთვა ელექტრონული ფოსტის არავისთვის საჭირო ნაკადებით, რომლებმაც პარალიზება გაუკეთეს სატელეკომუნიკაციო არხებს და სერვერებს (უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოვლენის წინააღმდეგ დასავლეთის რიგ ქვეყნებში იქმნება სამართლებრივი ბაზა და მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. საქმე ეხება ზოგიერთი კომპანიის მიერ თავისი პროდუქციის გასაღების მიზნით ცალკეული აბონენტისათვის მის დაუკითხავად სარეკლამო ხასიათის ინფორმაციის მიწოდებას და სხვა).

ვინ არიან ჰაკერები?

ჰაკერები: ჰაკერების ინტერნეტის დანაშაულებრივი ჯგუფების ქმედება საყოველთაოდ ცნობილია. ხშირია შემთხვევა, როდესაც ისინი ტეხავენ ცალკეულ (მათ შორის დახურულ) კომპიუტერულ ქსელებს და გამოჰყავთ ისინი მწყობრიდან. ამის არაერთი მაგალითი არსებობს: ჰაკერებმა ”გატეხეს” თვით პენტაგონის ქსელი, რომ არაფერი ვთქვათ ბანკებისა და მსხვილი კომპანიების ქსელებზე. აქედან გამომდინარე, ინტერნეტის განვითარების თანამედროვე ეტაპზე დღის წესრიგში დგას პირველი ხარისხის ამოცანა: ამაღლდეს ქსელური უსაფრთხოების საკითხები

ინტერნეტი საქართველოში
World Wide Web-ის დაბადება · ინტერნეტის ნამდვილი ”აყვავება” მოხდა WWW (World Wide Web- სერთო რესურსებთან შეღწევის ტექნოლოგია) შემუშავებით. · 1990 წელს ბირთვული კვლევების ევროპულმა ორგანიზაციამ (CERN – European Organization for Nuclear Research) მოახდინა ევროპაში უმსხვილესი ინტერნეტ - საიტის ორგანიზება და ძველ მსოფლიოს ინტერნეტში შეღწევის შესაძლებლობა მისცა. ამ კონცეფციის წინსვლისა და განაწილებული გამოთვლების ხელშეწყობის მიზნით ინტერნეტიის მეშვეობით CERN (შევეიცარია, ჟენევა) ტიმ ბერნერს ლიმ შეიმუშავა WWW ჰიპერტექსტების ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა გქონდეს შეღწევა ნებისმიერ ინფორმაციასთან, რომელიც მდებარეობს ინტერნეტის ქსელში მთელი მსოფლიოს კომპიუტერებში. · 1994 წელს შეიქმნა კონსორციუმი W3C (W3 Consortium), რომელმაც გააერთიანა სხვადსხვა უნივერსიტეტებისა და კომპანიების (მათ შორის Netscape da Microsoft) მეცნიერები. ამ კომიტეტმა დაიწყო ინტერნეტის სამყაროში არსებულ ყველა სტანდარტზე მუშაობა.· 1995 წელი - ინტერნეტის პრივატიზაცია, დამოუკიდებელ ორგანიზაციებს შეეძლოთ გამხდარიყვნენ ინტერნეტის პროვაიდერები, ინტერნეტის ზრდის ტემპებმა აჩვენეს, რომ მიერთების და ფინანსირების საკითხების რეგულირება არ შეიძლება ყოფილიყო ერთი, NSF-ას ხელში. 1995 წელს მოხდა რეგიონალური ქსელებისათვის და ქსელების ნაციონალური მაგისტრალებისათვის მრავალრიცხოვანი მიერთების გადასახადების გადაცემა. ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდებოდა, ვითარდებოდა სხვადასხვა სერვისები რისი მიღებაც მომხმარებელს ონლაინ სივრციდან შეეძლო, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა web 2.0 ის შექმნამდე, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებელს თავად შეუძლია შექმნას საკუთარი სივრცე ინტერნეტში, მიიღოს სხვადასხვა სერვისი და თავად გახდეს ახალი ვირტუალური სივრცის შემქმნელი.

ინტერნეტი საქართველოში პირველი ეტაპი: დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში. პრაქტიკულად ყველა პროვაიდრერს კავშირი ჰქონდა რუსეთთან. საიტი იყო მხოლოს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში. მეორე ეტაპი: ინტერნეტის გამოჩენა. ინტერნეტის პიონერი საქართელოში იყო კომპანია ხეთა (WWW.KHETA.GE) და გუდვილკომი, აგრეთვე ზოგიერთი სხვა კომპანია. სააბონენტო გადასახადი შეადგენდა $300 თვეში, ერთი საათი ინტერნეტში - $3 საათსი. შემდეგ გამოჩნდა სანეტი (WWW. SANET.GE), კავკასუსი (WWW.CAUCASUS.NET) ფასები დაეცა. სააბონენტო - $20, სარგებლობა- $2 საათში. პროვაიდერები იყენებდნენ თანამგზავრულ და საკაბელო შეღწევას. გადაცემის სიჩქარე პირდაპირ არხში შეადგენს 64 კბტ/წმ ფარგლებში. მესამე ეტაპი: ქვეყანაში გამოჩნდა ბოჭკოვან-ოპტიკური საკაბელო მაგისტრალების ქსელი. (ტრანსა აზია-ევროპის, საქართველოს რკინიგზის ხაზის გასწვრივ ბოჭკოვან-ოპტიკური საკაბელო მაგისტრალები, SDH ქსელი და სხვა ქსელები თბილისში), რადიოსარელეო ხაზი თურქეთის რესპუბლიკასთან და სხვა, რითაც საქართველოს შესაძლებლობა მიეცა ჩართულიყო ევროპასთან. ინტერნეტი გამოჩნდა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც: ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ა.შ. 2003 წლის აგვისტოდან ქ.თბილისში აბონენტებისათვის დაიწყო ADSL ტექნოლოგიების ჩართვა. ამ ეტაპზე მომხმარებლებს ამ ტექნოლოგიას 10-ზე მეტი ინტერნეტ- პროვაიდერი სთავაზობს:(www.online.ge,www.telenet.ge,wwwsanet.ge,www.caucasus.net,www.geonet.ge, www.service.netge, www.egrisi.ge და სხვა) ინტერნეტის მომსახურების ფასები შემცირდა, სიჩქარე გაიზარდა. პროვაიდერების 80% მაინც თანამგზავრულ არხებს იყენებს. 2000-2007 წლების პერიოდში ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის სეგმენტზე მოქმედი ოპერატორების შემოსავლები 3,15 მილიონი ლარიდან გაიზარდა და 2007 წლის ბოლოსათვის 30 მილიონ ლარს გადაჭარბა. 2006 წელს საერთო შემოსავლების მოცულობის (26,15 მილიონი ლარი) მატებამ წინა წელთან შედარებით 32% შეადგინა. საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ბაზარზე ინტერნეტით ქსელის მომსახურებ ამობილური საკომუნიკაციო მომსახურების შემდეგ, ყველაზე მზარდი სეგმენტია. 

No comments:

Post a Comment