Friday, April 8, 2016

თემა:მასმედია (რადიო, ტელევიზია), მე-11 კლასი

ვინ გამოიგონა რადიო?-გამოკითხვა
13 თებერვალი 2011 წელი- რადიოს მსოფლიო დღე

იუნესკოს (გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაცია) განმარტებით, ამ დღის აღნიშვნის მიზანია რადიოსთვის, როგორც კომუნიკაციის საშუალებისთვის, პატივის მიგება. აგრეთვე, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის და გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, მედიასაშუალებებისთვის და ადგილობრივი რადიოსადგურებისთვის ხელის შეწყობა.

იუნესკო მიიჩნევს, რომ ციფრული ტექნოლოგიების საუკუნეში რადიო მსოფლიოს ფართო აუდიტორიისთვის რჩება კომუნიკაციის და ინფორმაციის მიღების ყველაზე ეფექტურ საშუალებად. “რადიო კომუნიკაციის საშუალებაა, რომელსაც აქვს დიდი შესაძლებლობები და საჭიროებს მცირე რესურსებს. რადიო საშუალებას იძლევა ხმა მიაწვდინო მოწყვლად და მიყრუებულ ადგილებში მცხოვრებ მოსახლეობას: გაუნათლებელ ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, უღარიბეს მოსახლეობას, ქალებს და ახალგაზრდებს. აძლევს მათ შესაძლებლობას მათი განათლების დონის მიუხედავად, მიიღონ მონაწილეობა საზოგადოებრივ დოსკუსიებში. რადიო აგრეთვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს საგანგებო სიტუაციების დროს, ხელს უწყობს დახმარების აღმოჩენას სტიქიური უბედურებების დროს”, -აღნიშნულია რადიოს მსოფლიო დღის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
რადიო, დახვეწას განაგრძობს და ახალ ტექნოლოგიებს ითვისებს: მობილურ კავშირს, პლანშეტურ კომპიუტერებს. ამავდროულად, ახალი ტექნოლოგიების კონკურენციის პირობებში, მსოფლიოში რადიოსადგურები წყვეტენ მაუწყებლობას და მუშაობას ვებ-გვერდების საშუალებით აგრძელებენ.
მილიარდამდე ადამიანს რადიოზე დღემდე არ მიუწვდება ხელი.
მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო.
საქართველოში კი 1925 წლის 23 მაიისს, ანუ ზუსტად 88 წლის წინათ თბილისში. ინფორმაცია ნახევრადკუსტარული რადიოსატელეფონო სადგურით გადაიცემოდა, რომელიც აწყობილი იყო უცხოური რადიოსატელეგრაფო გადამცემის APS-78-ის ბაზაზე. ეს იყო ამიერკავკასიაში პირველი სამაუწყებლო გადამცემი, რომელიც დღეში 1-2 საათი მუშაობდა.
დღეს საქართველოში 33 რადიოსადგური მაუწყებლობს.

პირველი ქართული ტელევიზია

ქართული ტელევიზიის რეიტინგი

No comments:

Post a Comment