Wednesday, February 17, 2016

თემა: დიფუზია, მე-11 კლასი

საკლასო სამუშაო:

ლითონის დამუშავება

  1. გაიხსენეთ აისბერგის მოდელი და უპასუხეთ შემდეგ შეკითხვას: კულტურის რომელი ელემენტების დიფუზია ხდება უფრო სწრაფად?
  2. რა უწყობს ხელს კულტურათა დიფუზიას?
  3. განმარტეთ პირდაპირი და არაპირდაპირი დიფუზია

            ა)უშუალო კონტაქტის შედეგია-(დაასრულეთ ფრაზა) 

ბ)არაპირდაპირი კონტაქტის შედეგია-(დაასრულეთ ფრაზა) 
 4. დიფუზიის შედეგად კულტურის ყველა ელემენტი ერთნაირად ვრცელდება? რა დაბრკოლებები ახლავს თან?



    მუშაობა წყვილებში:
    გამოყავით დიფუზიის ძირითადი მომენტები (გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული 2 სტატია):

    ქაღალდი პირველად ჩინეთში, ძვ.წ. 105 წელს გაჩნდა. ჩინურ ქაღალდს ბამბუკისგან, თუთის ხის ფოთლებისა და აბრეშუმის ბოჭკოებისგან ამზადებდნენ. VII საუკუნეში არაბები ქაღალდის წარმოებაში უკვე სხვა ნედლეულს იყენებდნენ - ქსოვილსა და ბამბასევროპაში ქაღალდი XIV საუკუნეში გავრცელდა. პირველი ქაღალდის დამამზადებელი ქარხანა საფრანგეთში 1350 წელს დაარსდა. XIX საუკუნეში ქაღალდისთვის საჭირო ნედლეულში ცელულოზის დამატება დაიწყეს, რამაც ქაღალდის წარმოება მასობრივი გახადა.
    წყარო:https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%98


    ძველ ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში წერდნენ პაპირუსზე, რომელსაც ამზადებდნენ ამავე სახელწოდების მცენარის ფოთლების, ღეროების ნაწილებიდან. მათ აწყობდნენ ფენებად, აბრტყელებდნენ ჩაქუჩით და ასე ღებულობდნენ წერისთვის საჭირო ფურცელს, რომელზეც წერდნენ ლერწმისგან ან ლელქაშისგან დამზადებული წვეტიანი ჯოხებით. მელნის დანიშნულებას ასრულებდა მური.
    ჩვენ წელთაღრიცხვამდე ათას სამასი წლით ადრე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ჩინელებმა და ეგვიპტელებმა გამოიგონეს მელანი, რომელსაც ამზადებდნენ წყალში გახსნილი მურისგან, მცენარეული ფისისა და ზეთების დამატებით.მელნისთვის სხვა ფერების მისაცემად იყენებდნენ ბუნებრივ საღებავ საშუალებებს, მაგალითად ჟანგმიწას.
    ქაღალდის პირველი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილია ჩინეთში. მის დამზადებას მეცნიერთა ნაწილი უკავშირებს ცაი ლუნის სახელს.( ჩვენი წელთაღრიცხვის 105 წელი). ევროპელებმა ქაღალდის დამზადება გადმოიღეს არაბებისგან, რომლებიც იყენებდნენ იგივე ტექნოლოგიას, რომელსაც ქაღალდის დამზადებაში იყენებდნენ ჩინეთში.თავდაპირველად ჩინური ტექნოლოგიით ქაღალდი მზადდებოდა ხისა და ქსოვილის ( ჩვრის) წვრილად დაფქვილი დასველებული მასისგან, რომელსაც აბრტყელებდნენ ქაღალდის სისქემდე და ახმობდნენ. ქაღალდის ფურცელზე ჩინელები წერდნენ წვრილი ფუნჯით, რომელსაც ამზადებდნენ აქლემის ან ვირთხის ბეწვისგან, ხოლო აბრეშუმზე - რამდენიმე ბეწვისგან შეკრული და ლერწმის ღეროზე დამაგრებული ძალიან წვრილი ფუნჯებით.რომლის მეშვეობით დიდი სიზუსტით შეეძლოთ 10090 ჩინური იეროგლიფის ასახვა.
    შემდგომ სხვა და სხვა ქვეყნებში წერისათვის იყენებდნენ ფრინვლის ( ბატი, გედი, ინდაური) ფრთის ნაკრტენისგან დამზადებულ კალამსა .მაგრამ მას სწრაფად უფუჭდებოდა წვერი და ის ითხოვდა სპეციალური ხელსაწყოთი დათლას. ამიტომ მოგვიანებით იგი შეცვალა ფოლადისგან დამზადებულმა კალამმა, რომელიც მაგრდებოდა ხის ან სხვა მასალისგან გაკეთებულ კალმის დამჭერიან ღეროზე.
    თანამედროვე სახის მსგავსი მელნიანი ავტოკალმისტარი გაჩნდა დაახლოებით 1800 წელს, ხოლო 1884 წელს ედსონ უოტერმანმა გამოიგონა პირველი სრულყოფილი თანამედროვე სახის ავტოკალმისტარი. უმარტივესი ბურთულიანი ავტოკალმი, ყოველდღიურობაში პასტას რომ ეძახით, მიახლოებით 1880 წელს გამოიგონა ამერიკელმა ჯონ ლაუდმა, ხოლო 1940 წელს იოზეფ და ჯორჯ ბიროებმა შექმნეს მისი თანამედროვე სახეობა. გასული საუკუნის 60 - ან წლებში გამოიგონეს ყველასთვის კარგად ცნობილი ფლომასტერი და მის პრინციპზე მომუშავე უამრავი სახეობის კალმისტარი.
    დაახლოებით ამ დროს ჩვენ ცხოვრებაში თამამი და სწრაფი ნაბიჯით შემოაბიჯა კომპიუტერმაც, მან დიდ წილად ჩამოართვა ფუნქციები კალამსა და ქაღალდს, მაგრამ ჯერ - ჯერობით სრულიად არ განდევნა ისინი ჩვენი ცხოვრებიდან. უპირატესობა უდაოდ მის მხარეზეა. მომავალი გვიჩვენებს, როგორ განვითარდება ან რით დასრულდება ქაღალდის, მელნისა და კალმის ისტორია ..

    საშინაო დავალება:
    მოიძიეთ პირდაპირი და არაპირდაპირი დიფუზიის მაგალითები

    No comments:

    Post a Comment